
მოგესალმებით! დღეს Girl.ge-ის რედაქციამ მოგიმზადათ სტატია – ლენორმანის გაშლა, თემაზე: 2023 წლის მოვლენების ზოგადი ფონი
მიიღეთ ინფორმაცია მარტივად, თავისუფლად, იუმორით. გახსოვდეთ, რომ არც ზოგადი და არც ინდივიდუალური გაშლა არ წარმოადგენს მოქმედების პირდაპირ სახელმძღვანელოს. მნიშვნელოვანია ინტუიციურად იგრძნოთ, არის თუ არა ეს გაშლა თქვენი და შემდეგ ნამდვილად ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ.
ბარათი “ღუზა” ლენორმანის სისტემაში სტაბილურობის, პოზიციების გაძლიერების, მუდმივობის სიმბოლოა. ანუ, მომავალი წელი თქვენთვის მყარი პოზიციის მოპოვების დრო იქნება. თქვენ იპოვით თქვენს ნიშას, სადაც კომფორტულად იქნებით. თუ ახლა არასტაბილურობა და გაურკვევლობა გაქვთ, მაშინ ახალი წელი აუცილებლად მოგაშორებთ ამ ყველაფერს და ახალ გზას დაგანახებთ.
“ღუზა” ასევე არის ის საფუძველი, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ, რადგან მომავალი წელი აქტიურობას, დინამიკას, სიჩქარეს და აზროვნების მოქნილობას მოითხოვს.
არ შეგეშინდეთ იმ ვარიანტების გათვალისწინების, რომლებსაც პოტენციურად არ ეთანხმებით. ხშირად ხდება, რომ ის, რასაც ჩვენ ვეძებთ, ზუსტად იმაში იმალება, რასაც თავიდანვე გამოვრიცხავთ ხოლმე.
ეს არის საბოლოოდ გაკეთებული არჩევანი, არჩეული საუკეთესო ვარიანტი, რომელიც გაურკვეველი მდგომარეობიდან გამოგიყვანთ. ეს არის მშვიდი ცხოვრების, თავდაჯერებულობის, საკუთარი ცოდნის, გამოცდილების და ხვალინდელი დღის ბარათი, ყოველგვარი უსიამოვნო სიურპრიზების გარეშე. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ სიმშვიდე ემოციურ დონეზე აღდგება, როდესაც სულში მშვიდობა და სიმშვიდე იქნება. თქვენში არის ბირთვი, რომელიც საშუალებას მოგცემთ არა მხოლოდ შეინარჩუნოთ თქვენი პოზიციები, არამედ დაიწყოთ რაიმე ახლის მშენებლობა, კიდევ უფრო ძლიერი საფუძვლის შექმნა.
ბარათი “კოშკი” კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაცის შენებას დაიწყებთ. პაუზის, ხანგრძლივი გაჩერების შემდეგ, დიდი სამუშაო დაიწყება… საინტერესოა, რომ ლენორმანის სისტემაში ეს ბარათი თითქმის არასოდეს გვიჩვენებს ნგრევას და დანაკარგს, როგორც ტაროს კარტში. ლენორმანის “კოშკი“ უმეტეს შემთხვევაში არის პიროვნული ზრდა, ახალი მიზნები და ამოცანები, შედეგების მიღწევა.
რა თქმა უნდა, ბარათი შეიძლება მიუთითებდეს ადამიანის გარკვეულ ჩაკეტილობაზე, დამალვის სურვილზე. მაგრამ ეს, როგორც წესი, დროებითი მოვლენაა, მას შემდეგ რაც გულის ჭრილობები შეხორცებას დაიწყებს, ადამიანი იწყებს ახალი პრობლემებს მოგვარებას, ახალი კარებების შეხებას. სწორედ ამაზე საუბრობს ეს არის ბარათი… ეს იქნება თქვენთვის ახალი შესაძლებლობების წელი, რომელიც თვითკმარი ცხოვრების გზაზე დაგაყენებთ. “კოშკი” – ეს არის დამოუკიდებელი პიროვნების ბარათი, როდესაც ადამიანი ივიწყებს წარსულის მოვლენებს, იშუშებს ჭრილობებს და მზად არის რაიმე ახლის ასაშენებლად. “ღუზასთან” ერთად, ბარათი საუბრობს მიზნების მისაღწევად შინაგანი მობილიზების უნარზე, თვითდისციპლინაზე, სერიოზულ, გააზრებულ მიდგომაზე საქმისადმი, რაც წარმატების გარანტიას იძლევა. თქვენ არ გჭირდებათ სიტუაციასთან შეგუება, უმჯობესია რაიმე ახლის შენება დაიწყოთ სხვა გზაზე, სხვა მიმართულებით.
ასევე, “კოშკი” + “ღუზა” შეიძლება მიუთითებდეს სამსახურში სტაბილური პოზიციის მოპოვებაზე და კარიერული ზრდის ახალ პერსპექტივაზე. ეს წელი ბევრისთვის კარგია თვითგანვითარებისთვის, საკუთარ თავზე ზრუნვის, თვითგანათლებისთვის, რაც თანდათან გამოგიყვანთ დამოკიდებული პოზიციიდან და პიროვნული დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზას გიჩვენებთ.
“თევზები“ მატერიალური სიმდიდრის ბარათია… რაც არ უნდა ვთქვათ, ფული მაინც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში. ეს ბარათი საუბრობს ენერგიის ურთიერთგაცვლაზე, ანუ იმისათვის, რომ ფინანსურ წარმატებას მიაღწიოთ, ნუ იქნებით ძუნწი. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ფული არ არის საკმარისი, მაგრამ გესმით, რომ ბევრი რამეა საჭირო. ყველაფერი ძალიან ძვირია და შედეგად, ჩნდება აზრები, ღირს თუ არა დაწყება. ან ასე ვფიქრობთ: “რა ძვირია, მე თვითონ გავაკეთებ ჩემი შრომით!“. მაგრამ, მოგეხსენებათ, ადამიანის სიცოცხლე არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთოს. ბარათი ამბობს, რომ თქვენი პრობლემის მოგვარება უფრო სწრაფად და ეფექტურად შეიძლება, თუ მას უფრო გამოცდილ ადამიანს, თავისი საქმის პროფესიონალს ანდობთ. თუ ახლა არ გაქვთ ფინანსური შესაძლებლობები იმის განსახორციელებლად, რაც გსურთ, მაშინ ახალ წელს ფინანსური ფუნდამენტის შენებით უნდა დაკავდეთ. ამისთვის ერთი წელი დაგჭირდებათ, სამაგიეროდ, მერე ეტაპობრივად შეძლებთ ყველაფრის განხორციელებას.
ეს იქნება ძალიან ხელსაყრელი პერიოდი სამუშაოს შეცვლისთვის, უკვე მოწყენილი საქმიანობის ან უიმედო ურთიერთობის მიტოვებისთვის. არასდროს მბეზრდება იმის გამეორება, თუ სამსახურს არ მოაქვს ზრდა, როგორც პიროვნული, ისე ფინანსური, ის უნდა მიატოვოთ. დაიწყეთ რაიმე ახლის სწავლა, ეს წელი ამ მხრივ ხელსაყრელი იქნება. დრო რთულია, კრიზისული, მაგრამ ყოველთვის შეგიძლია გამოიყენოთ ის თქვენს სასარგებლოდ.
იგივე ეხება პირად სფეროს, თუ ურთიერთობა არ ვითარდება, ბორკილები უნდა გაწყვიტოთ. ასე გაათავისუფლებთ ადგილს ახალი, სუფთა ენერგიებისთვის!
სადაც უძრაობაა, საჭიროა მხოლოდ გადატვირთვა!
“თევზები” ხშირად ნიშნავს კარგ შემოსავალს! ეს არის იღბალი, მოულოდნელი სასიამოვნო დამთხვევა, რომელიც გაჩვენებთ წარმატების გზას. ხდება ხოლმე, რომ ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, მუშაობთ, სრულად იხარჯებით, მაგრამ თვალსაჩინო შედეგი ცოტაა. და უცებ, თითქოს სამყაროს ხელში აჰყავხართ და მიყავხართ იქ, სადაც ყველაფერი ბევრად უფრო სწრაფად ხდება. ნუ შეგეშინდებათ ფინანსური ინვესტიციის ჩადების, მოგვიანებით გაგიკვირდებათ, როდესაც ბევრჯერ მეტს მიიღებთ. ანუ გონივრულად უნდა დაზოგოთ!
ხშირად მეკითხებიან, როგორ გავიუმჯობესო ფინანსური არხი… დაიწყეთ საკუთარი თავისთვის საძირკვლის შენება, გადაწყვიტეთ რის კეთება გინდათ. იფიქრეთ იმაზე, თუ კარგი რა შეგიძლიათ შესთავაზოთ ადამიანებს და ამ სამყაროს და მოგვიანებით სამყარო მადლობას გადაგიხდით ფინანსური წარმატებით.
ფული ჩვენთან მაშინ მოდის, როდესაც ადამიანი იწყებს რაღაცის გაცემას… ენერგიის ურთიერთგაცვლა სამყაროს ერთ-ერთი ძირითადი კანონია, მისთვის გვერდის ავლა ფულადი კეთილდღეობის ძიებაში შეუძლებელია.
თქვენ უნდა განთავისუფლდეთ წარსული დანაკარგებისგან და უნდა იხედოთ წინ! ეს წელი ამისთვისაა… უნდა დაიბრუნოთ საკუთარი თავის რწმენა! ეს მნიშვნელოვანი დრო იქნება, რადგან სამყარო შექმნის წინაპირობებს თქვენი ახალი ცხოვრებისთვის.
თუ მთლიან განლაგებას გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ ეს წელი ხელსაყრელი იქნება პიროვნული ზრდისთვის და საკუთარი თავის პოვნისთვის.