ტაროს გაშლა. მამაკაცი, რომელსაც ფარულად უყვარხართ, ვინ არის ის? გაგიმხელთ თუ არა თავის გრძნობებს?

0
106

მოგესალმებით! დღეს Girl.ge-ის რედაქციამ მოგიმზადათ სტატია – ტაროს გაშლა, თემაზე: მამაკაცი, რომელსაც ფარულად უყვარხართ, ვინ არის ის? გაგიმხელთ თუ არა თავის გრძნობებს?

განეწყვეთ ტაროს გასაშლელად. ეს ძალიან მარტივია: მოდუნდით და გაათავისუფლეთ გონება ზედმეტი ფიქრებისგან. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, იმ სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდებით, თქვენს მამაკაცზე (თუ გაშლა მასზეა).

ახლა თქვენ აქტიურობისთვის არ ხართ განწყობილი პირიქით, გაჩერდით, უძრაობის მდგომარეობაში ხარ. ცდილობთ დაბალანსდეთ, შინაგანი ჰარმონიის მდგომარეობას მიაღწიოთ. ამისთვის კი ყველასგან იკეტებით, რომ ვერავინ დაარღვიოს ეს მყიფე წონასწორობა, რომელსაც ასე გაჭირვებით ინარჩუნებთ, თუმცა ეს ყოველთვის არ გამოგდით.

იმიტომ რომ შიშები გძლევთ, ეჭვები გიტევთ და საერთოდ, ბარათები გვიჩვენებს არც თუ ისე კარგ ემოციურ მდგომარეობას და ეს ყველაფერი დაკავშირებულია მამაკაცთან, რომელთანაც დიდი ხანია ვერ პოულობთ საერთო ენას, რაც არ უნდა ეცადოთ.

თქვენ შორის ბევრი გაუგებრობაა, ჩხუბი, ერთგვარი ნეგატივია. ვერ ვიტყვით, რომ ეს ის მამაკაცია, ვისთანაც ახლა გაქვთ ურთიერთობა, ბარათების მიხედვით ეს არის ყოფილი პარტნიორი, რომელთანაც რაღაც კონკრეტული საკითხები ჯერ ვერ მოგიგვარებიათ.

თქვენს შორის არის ჩხუბი და დაპირისპირება. შესაძლოა ქონებრივი საკითხები. ყოველ შემთხვევაში, თქვენზე ეს სიტუაცია კარგად არ აისახება, გინდათ, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

ვინ არის ის მამაკაცი, რომელსაც ფარულად უყვარხართ? ისევე როგორც თქვენ, ამ ადამიანსაც გააჩნია არც თუ ისე სასიამოვნო ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც დაკავშირებულია ურთიერთობების თემასთან. ბარათები გვიჩვენებს რთულ დაშორებას, ურთიერთობიდან წასვლას.

შესაძლოა, ეს არის თქვენი ყოფილი პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობა დასრულდა. ახლა კი ადამიანი შინაგან სიცარიელეს გრძნობს, რომელის შევსებასაც რაღაც მომენტალური კავშირებით ცდილობს. ის ურთიერთობები, რომლებიც მას ახლა აქვს, მოკლებულია სულიერებას, ემოციურ მიჯაჭვულობას.

ვნახოთ, თუ რა შეიძლება გაკავშირებდეთ ამ ადამიანთან? დიახ, ეს არის ადამიანი თქვენი წარსულიდან, ვისთანაც ურთიერთობა გაწყდა და თანაც ძალიან მოულოდნელად.

ვინ არის ეს ადამიანი? ძალიან ჩაკეტილი, აპათიური, ძალიან ნელი ადამიანი, არ არის განწყობილი რაიმე აქტიურობისათვის. მამაკაცი, რომელიც ხშირად გრძნობს თავს გამოფიტულად, დაღლილად, თითქოს ცხოვრების მიმართ ინტერესი დაკარგული აქვს. საკმაოდ მელანქოლიურია, მაგრამ თავის განცდებს სხვას არ აჩვენებს.

ამ ყველაფერთან ერთად ის კარგად გრძნობს სხვა ადამიანებს, აქვს თანაგრძნობის უნარი, კარგად განვითარებული ინტუიცია. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ბევრი ლაპარაკი, ბევრი დაპირების მოცემა, მაგრამ არ ჩქარობს დაპირების შესრულებას.

სამომავლოდ უამრავი გეგმა აქვს, ბევრი ამბიცია, მაგრამ მომავლისთვის მაინცდამაინც არ იხარჯება. ანუ ბევრს გეგმავს, მაგრამ ცოტას აკეთებს. ახლა ამ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ფინანსური პრობლემები, რაც მისთვის ძალიან უსიამოვნოა.

რადგან ის არ არის იმათგანი, ვინც საკუთარ თავს რაიმეზე უარს ეუბნება. მიუხედავად ყველა პრობლემისა, ამ მამაკაცს საკუთარი თავი ძალიან უყვარს და არ არის მიჩვეული, რომ გარკვეულ ვითარებაში უხერხულობის ატანა უწევდეს.

გარეგნულად ეს ადამიანი ძალიან მიმზიდველია, მასში არის რაღაც იდუმალი, რაც ქალებს იზიდავს. ის არ არის ცუდი საყვარელი, თუმცა ეს ისეთი მამაკაცია, რომელსაც ყურადღება ძირითადად საკუთარ თავზე აქვს გადატანილი.

იაქტიურებს თუ არა თქვენი მისამართით? ისაუბრებს თუ არა გრძნობებზე? ძალიან დიდხანს იორჭოფებს, იფიქრებს ღირს თუ არა გრძნობების გამოვლენა და საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებამდე მივა, რომ სჯობს ჩუმად იყოს და არაფერი გააკეთოს.