
Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – დიასახლისი ქურთუკის გარეცხვის მეთოდების შესახებ საუბრობს.
წელს ქურთუკში არ გამიმართლა. მართალია ის თეთრი არ არის და არც ღია ფერის არის, მაგრამ მასზე ყოველი წვეთი ჩანს! რამეს რომ შევეხო, მაშინვე ლაქა ჩნდება. უცნაური ნაჭერია, ასეთი ქურთუკი არასოდეს მქონია!
ქურთუკის გარეცხვა თითქმის ყოველ კვირა მიწევს. იძულებული გავხდი მისი სწორად რეცხვა მესწავლა: ისე, რომ არ გაფუჭდეს, ისე რომ თანაბრად გაშრეს და შემავსებელი გორგლებად არ შეგროვდეს.
ქურთუკის საყელოზე ტონალური კრემის კვალი რჩება, წინა მხარეს – ჩანთის ქამრის კვალი, მკლავებზე ცხიმიანი სიპრიალე. თანაც, ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ვუფრთხილდები! მოკლედ, ქურთუკი დამზადებულია ქსოვილისგან, რომელზედაც ყველაფერი ჩანს.
როგორ გავრეცხოთ ზამთრის ქურთუკი სწორად:
- არ დაგავიწყდეთ ჯიბეებიდან ყველაფრის ამოღება. ეს მნიშვნელოვანია!
- ქურთუკი დაკეცეთ და მოათავსეთ სარეცხი მანქანაში.
- უნდა გაირეცხოს დელიკატური საშუალებებით. მე იაფფასიან შამპუნს ვიყენებ. ის შესანიშნავად რეცხავს და ქსოვილს არ აზიანებს.
- პირდაპირ მანქანაში, ქურთუკს ვასხამ 1 თავსახურ კონდიციონერს.
- ქურთუკის გასარეცხად ვირჩევ “დელიკატურ რეჟიმს”, რათა იყოს მინიმალური ტემპერატურა და სიჩქარე.
- „დელიკატურ რეჟიმში“ სარეცხი საკმარისად არ იწურება და ამიტომ გარეცხვის შემდეგ, კიდევ ერთხელ ვრთავ გაწურვის რეჟიმს, მაგრამ მინიმალური სიჩქარით. ის მხოლოდ 9 წუთს გრძელდება.
- ქურთუკს მანქანიდან ვიღებ. ის უკვე კარგად არის გაწურული, წყალი არ წვეთავს. ვაშრობ კარზე, ფრთხილად ვასწორებ, რომ არსად არ იყოს დაჭმუჭნული.
ჩანს, რომ ქურთუკი კარგად არის გარეცხილი. არ არის ლაქები და არ არც “ცხიმიანი” სიპრიალე. ქურთუკი სუფთაა! ახლა საჭიროა იმაზე ზრუნვა, რომ შემავსებელი გორგლებად არ შეგროვდეს.
როგორ გავაშროთ ქურთუკი ისე, რომ შემავსებელი გორგლებად არ შეგროვდეს
ამის, რამდენიმე ჩემს მიერ გადამოწმებული მეთოდი ვიცი:
ორთქლის უთო
ქურთუკს დივანზე ვშლი და ორთქლს ვატარებ ზემოდან ქვევით, ქურთუკის ზედაპირიდან 15-20 სმ-ის დაშორებით. სულ ეს არის!
ორთქლით მუშაობა ძალიან მიყვარს:
ჯერ ერთი, ქურთუკი შიგნით უფრო ფუმფულა ხდება. არავითარი გორგლები არ არის. მეორე, ორთქლი კარგად აშრობს შემავსებელს. მესამე, თუ ქურთუკზე რაიმე ლაქაა დარჩენილი, ორთქლს ვატარებ, ნაჭრით ვწმენდ და სუფთაა.
ადრე ქურთუკებს საერთოდ არ ვრეცხავდი, ორთქლით ვწმენდდი. მხოლოდ წელს მაქვს ასეთი ქურთუკი, რომლის გარეცხვაც უფრო ადვილია, ვიდრე ლაქების ორთქლით მოშორება.
თმის საშრობი
თუ ორთქლის უთო არ გაქვთ, შეგიძლიათ თმის საშრობი გამოიყენოთ. თუ ქურთუკის გარეცხვის შემდეგ შემავსებელი გორგლებად შეგროვდა, ამ პრობლემის მოგვარებაში თმის საშრობი დაგეხმარებათ.
ქურთუკი უნდა ამოატრიალოთ, ჩამოკიდოთ და თმის საშრობი მიუშვიროთ. მაგრამ, ცივი ჰაერი. განსაკუთრებული ყურადღება გორგლებს უნდა მიექცეს. ცივი ჰაერი კარგად კარგად შლის გორგლებს და ამავდროულად ქურთუკსაც აშრობს.
სარეცხის მანქანა
დიახ, სწორედ სარეცხის მანქანა! თუ ქურთუკში შემავსებელი გორგლებად გაშრა, სარეცხის მანქანა დაგეხმარებათ.
მშრალი ქურთუკი სარეცხის მანქანაში უნდა მოათავსოთ, იქვე უნდა ჩადოთ სარეცხის ბურთები ან ჩოგბურთის ბურთები და უნდა ჩართოთ უბრალოდ გაწურვის რეჟიმი, წყლის გარეშე. სულ რაღაც 9 წუთი და არავითარი გორგლები აღარ იქნება!
სითბო და სიცივე
ეს არის კარგი მეთოდი სითბოს და სიცივის მონაცვლეობით. მეთოდი ძალიან მარტივია, მაგრამ ეფექტური. მისი გამოყენებისას შემავსებელი ყოველთვის თანაბრად შრება, გორგლების გარეშე.
- 1. ქურთუკს ვაშრობთ სახლში, სითბოში.
- 2. როგორც კი გაშრება, გაგვაქვს ცივ ჰაერზე (აივანზე), ვტოვებთ 3 საათის განმავლობაში.
- 3. ვიმეორებთ პროცედურას. ქურთუკი სახლში შეგვაქვს 3 საათით და ისევ სიცივეში გაგვაქვს.
ეს არის მარტივი, მაგრამ ხანგრძლივი პროცესი და ის ძალიან ეფექტურია.
მე ვიყენებ ყველა ამ რეკომენდაციას და ჩემი ქურთუკი კარგად გამოიყურება, თუმცა მას ხშირად ვრეცხავ. და რაც მთავარია არ მჭირდება მისი ხელებით “გასწორება” და “გაფუება”.
ტონალურის კვალიც კი მოშორდა: