ტაროს გაშლა. გელოდებათ თუ არა ბედნიერება და სიხარული 2023 წელს?

0
130

მოგესალმებით! დღეს Girl.ge-ის რედაქციამ მოგიმზადათ სტატია – ტაროს გაშლა, თემაზე – გელოდებათ თუ არა ბედნიერება და სიყვარული 2023 წელს?

განეწყვეთ ტაროს გასაშლელად. ეს ძალიან მარტივია: მოდუნდით და გაათავისუფლეთ გონება ზედმეტი ფიქრებისგან. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, იმ სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდით, თქვენს მამაკაცზე (თუ გაშლა მასზეა).

თქვენს დასახასიათებლად ამოვიდა უფროსი არკანი იმპერატორი. ახლა არ ვისაუბრებთ თქვენს ოჯახურ მდგომარეობაზე, რადგან ბარათებს კითხვა თქვენი პიროვნების შესახებ დავუსვით. ეს არკანი გახასიათებთ, როგორც ძალიან ძლიერ, ძალაუფლების მოყვარულ, კატეგორიულ, მიზანდასახულ პიროვნებას.

ქალს, რომელმაც ბევრს მიაღწია ცხოვრებაში, თავისი მიზანდასახულობისა და სიმტკიცის წყალობით. თქვენ არ გეშინიათ კონკურენციის, რადგან იცით, რომ თუ ვინმე წინ გადაგეღობებათ, უბრალოდ მოიშორებთ მას და გზას გააგრძელებთ.

ასე ალბათ ადრეც მოქცეულხართ. ამიტომ გარშემომყოფებს ერთგვარ „რკინის ქალბატონად“, მამაკაცური ხასიათის ქალად მიაჩნიხართ. ამიტომ, ეს გაშლა არ არის რბილი, ემოციური გოგონებისთვის. ბარათები ძალიან ძლიერ და თავდაჯერებულ ქალს გვიჩვენებს.

თქვენ თვლით, რომ რბილი ემოციების გამოვლინება შინაგანი სისუსტის ნიშანია, ამიტომ საკუთარ თავს ამის უფლებას თითქმის არასოდეს აძლევთ. არ გინდათ, რომ ვინმეზე იყოთ დამოკიდებული, არც მამაკაცზე და არც მის მიმართ გრძნობებზე.

ამ ყველაფერთან ერთად თქვენი პირადი ცხოვრება საკმაოდ აქტიურია. ზოგი დაქორწინებულია და მუდმივ ურთიერთობაშია. ისეთ ურთიერთობაში, სადაც არის ემოციური სტაბილურობაც და მატერიალური კეთილდღეობაც. მაგრამ ამ კავშირში მატერიალური ასპექტი მაინც გადამწყვეტია.

თუ დაქორწინებული არ ხართ, მაშინ ბარათები გვიჩვენებს, რომ დიდ დროს უთმობთ კარიერას, წარმატების მიღწევას. ასეთ ქალბატონებზე ამბობენ, რომ საკუთარ სამსახურზე არიან დაქორწინებულები.

ამავდროულად, არსებობს საიდუმლო მამაკაცი, რომელთანაც შესაძლოა საიდუმლო ურთიერთობა გქონდეთ. ვიღაცის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ფლირტი, ვიღაცის შემთხვევაში კი რეგულარული შეხვედრები.

რაც არ უნდა ხდებოდეს თქვენს პირად ცხოვრებაში, ახლა გრძნობები და ემოციები თქვენთვის პრიორიტეტული არ არის. თქვენ ცდილობთ მათ შეკავებას და არ ავლენთ მათ, თუმცა ეს თქვენს ხასიათს შეესაბამება.

ახლა, როგორც არასდროს, მარტო ყოფნა გინდათ, გინდათ, რომ ყველასგან ჩაკეტილი იყოთ, ყველას დაშორდეთ. უბრალოდ, სახლში ჩავიკეტოთ და არავინ შემოუშვათ. ისიამოვნოთ სიჩუმითა და სიმშვიდით, ისე, რომ არავინ შეგაწუხოთ და ფიქრში ხელი არ შეგიშალოთ.

გელოდებათ თუ არა სიყვარული და ბედნიერება 2023 წელს? რა თქმა უნდა, შეგიძლიათ იყოთ ბედნიერი, მაგრამ ეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. მითითებულ პერიოდში გამოდიხართ, როგორც თასების დედოფალი, ეს კი იმ ქალის ბართია, რომელიც სიყვარულში ბედნიერია.

მაგრამ, იქვე არის უფროსი არკანი “ჩამოკიდებული კაცი”. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ თავად შეგიძლიათ ხელი შეუშალოთ თქვენს ბედნიერებას. კერძოდ კი – თქვენმა ჩაკეტილობამ, თქვენმა ინიციატივის არ ქონამ. უფროსი არკანი “მაგი” – ასევე არ მიუთითებს რომანტიკულ იმპულსებზე. პირიქით, ბარათი მიგვანიშნებს, რომ თქვენ კიდევ უფრო მეტად გააკონტროლებთ საკუთარ ემოციებს.

“კოშკის” მიხედვით, ეს არაფერს კარგს არ მოგიტანთ. ვინაიდან, თუ ემოციებს გამოსვლის საშულებას არ მისცემთ, ისინი დაგროვდება და ნერვულ აშლილობას გამოიწვევს. ამიტომ, საჭიროა მეტი აქტიურობა, მეტი სასიამოვნო ურთიერთობა, ნაკლები ჩაკეტილობა და მიუწვდომლობა. ამ შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება, პოზიტიურ ემოციებს ჯერ არავინ დაუზარალებია.