
ახალი წელი სულ უფრო ახლოვდება, აქედან გამომდინარე, სწორედ ის დროა, რომ დამდეგი დღესასწაულის მთავარი სიმბოლოს მორთვაზე ვიზრუნოთ.
კაშკაშა და უნიკალური ნაძვის ხე – დიდი ხნის ნანატრი საზეიმო დღის ძირითადი მშვენებაა. იმისათვის, რათა ეს დეკორი თვალს ახარებდეს და ორიგინალურობით გამოირჩეოდეს, თქვენი ნაძვის ხე უნდა იყოს დეკორირებული განსაზღვრული წესების შესაბამისად. შავი წყლის კურდღელი ერთობ დახვეწილი და ლამაზი ცხოველია, შესაბამისად, მორთულობისა და დიაზინის შერჩევის საკითხს ერთობ ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ.
წელს ახალი ტრენდების ათვისების დრო დადგა. მოდით, განვიხილოთ რამდენიმე სტილური ვარიანტი.
სკანდინავიური სტილი. იმისათვის, რათა ნაძვის ხე სკანდინავიურ სტილში გაალამაზოთ, უნდა დაივიწყოთ კაშკაშა ფერებისა და “მყვირალა” დეკორაციების შესახებ. აქცენტი გააკეთეთ უბრალო, თუმცა დახვეწილ შეხამებებზე, ბუნებრივი მასალისგან დამზადებულ ორნამენტებზე.
კლასიკა. კლასიკურ სტილში გაწყობილი ნაძვის ხისათვის გამოდგება ტრადიციულად მოხატული მეტალის ბურთები, ქსოვილის ბანტები, ფიგურები, ხელნაკეთი ყვავილები და სათამაშოები.
დათოვლილი ტყე. თოვლიანი დილის სტილში მორთული ნაძვი მოეწონებათ მაქსიმალურად რალისტური დეკორის მოყვარულებს. ხე, რომელიც ეს-ესაა ტყიდან მოიტანეს – საახალწლო დეკორის ყველაზე ჯადოსნური ელემენტია.
ტექსტილური ვარიანტი. მოდური ტექსტილური მიმართულებისათვის დამახასიათებელია ერთი ტონის, უბრალო ფორმის მქონე ლაკონური სათამაშოებისა და ქაღალდის ნაკეთობების გამოყენება. რეკომენდირებული ფერთა პალიტრაა – ხორცისფერი, ოქროსფერი, ნაცრისფერი, ყავისფერი.
ნოსტალგიური. ნოსტალგიური ნაძვის ვარიანტი იმათთვისაა შესაფერისი, ვისაც ზედმეტი ხლაფორთის თავი არ აქვს. ასეთ შემთხვევაში გირჩევთ, რომ ხე ოჯახის ფოტოებით გააფორმოთ.