როგორ დავსუსტდეთ 2 კვირაში წინასაახალწლოდ.

0
93

წლის ბოლოსთვის უამრავი საქმე ერთად იყრის ხოლმე თავს, ქალბატონებს კი საკუთარი თავის მოწასრიგებლად დრო კატასტროფულად არ ჰყოფნით. დაკავებული ლამაზმანებისათვის შევარჩიეთ დიეტა, რომლის დახმარებითაც ახალი წლის დადგომამდე სულ რაღაც ორ კვირაში დაიკლებთ წონაში.

ორკვირიანი დეტოქ-დიეტა ხილით

დიეტის ტიპი: ნახშირწყლოვან-ცილოვანი.

მოსალოდნელი შედეგი: მინუს 7-9 კგ 14 დღეში.

უპირატესობები: “გემრიელი” რაციონი, რომელიც იძლევა დეტოქსიკაციის შესამჩნევ ეფექტს დიდი ოდენობით ნედლი მცენარეული საკვებისა და რძიანი სასმელების მიღების ხარჯზე.

მინუსები და რისკები: წინააღმდეგნაჩვენებია პირთათვის, რომელთაც კუჭის მომატებული მჟავიანობა და ალერგიები აღენიშნებათ.

ორკვირიანი დეტოქს-დიეტის განსაკუთრებულობა მდგომარეობს ნახშირწყლოვანი (ხილი) და ცილოვანი (კვერცხი, ხაჭო, ხორცეული) დღეების მონაცვლეობაში. ეს ხელს უწყობს ხილის მონოდიეტის მთავარი რისკის – ცილოვანი შიმშილის თავიდან არიდებას.

ორი კვირის განმავლოაბში შეგიძლიათ შეუზღუდავათ დალიოთ ჩვეულებრივი უგაზო წყალი და მწვანე ჩაი, დღე აუცილებლად უნდა დაიწყოთ უზმოზე ერთი ჭიქა წყლის მიღებით. ეს მარტივი ხრიკი სასიკეთოდ აისახება მეტაბოლურ პროცესებზე. დეტოქს-დიეტისათვის გამოდგება ნებისმიერი ხილი და კენკრა, ყურდნისა და ბანანის გარდა.

უმჯობესია, დიეტა დაიწყოთ შერეული დღის შემდეგ – საუზმეზე უნდა მიირთვათ ორი ცალი მოხარშული კვერცხის ცილა, საღამოს კი შეგიძლიათ ჭამოთ ხილი განუსაზღვრელი ოდენობით. მომდევნო დღე – ცილოვანია, ამ დროს ნებადართული საკვების რაოდენობა შეზღუდულია, თუმცა შეგიძლიათ შეარჩიოთ მენიუ: 500 გ ხაჭო და 1 ლ კეფირი, ან 400 გ მოხარშული უცხიმო ქათმის ხორცი და ერთი მოხარშული კვერცხის ცილა, ან 200 გ მოხარშული საქონლის ხორცი.

ხაჭოსა და საქონლის ხორცის ეს ოდენობა საჭიროა გაყოთ ხუთ ულუფად, თუკი ქათმის ხორცზე შეაჩერეთ არჩევანი, მაშინ ის დღეში 4-ჯერ უნდა ჭამოთ, ერთხელ კი – კვერცხის ცილა. მომდევნო დღე – ნახშირწყლოვანია.

ხილის დღის მიახლოებითი მენიუ:

  • დილით, გაღვიძებისთანავე დალიეთ ერთი ჭიქა წყალი;
  • მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ შეუზღუდავად მიირთვათ ხილი (ყურძნისა და ბანანის გარდა).

მოცემული დიეტა საგრძნობლად წმენდს კუჭ-ნაწლავს, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, თავიდან გაცილებთ შიმშილის შეგძნებას. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ კვების ეს რეჟიმი საკმაოდ ერთფეროვანია, ღარიბია ცილებითა და ცხიმებით, ასევე მან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს განწყობაზე და გამოიწვიოს სისუსტე.