
მოგესალმებით! დღეს Girl.ge-ის რედაქციამ მოგიმზადათ სტატია – ტაროს გაშლა, თემაზე: რა ხდება თქვენს შოროს ახლა და რას უნდა ელოდოთ მომავალში?
განეწყვეთ ტაროს გასაშლელად. ეს ძალიან მარტივია: მოდუნდით და გაათავისუფლეთ გონება ზედმეტი ფიქრებისგან. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, იმ სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდით, თქვენს მამაკაცზე (თუ გაშლა მასზეა).
ძალიან საინტერესო ბარათები ამოვიდა, რაც საუბრობს თქვენს მისწრაფებებზე, ოცნებებზე, იმაზე, რის მიღწევა გსურთ, ზოგადად როგორ ხედავთ თქვენს ცხოვრებას. თქვენ გსურთ წარმატება, კეთილდღეობა, სტაბილურობა მატერიალურიც და პირად ცხოვრებაშიც. გსურთ ოჯახის შექმნა, ჰარმონიული ურთიერთობები.
თქვენ გსურთ ყოველთვის უხვად გქონდეთ ყველაფერი. მდიდრული ცხოვრება, გვერდით საყვარელი ადამიანი, რომელიც დაგაფასებთ და მხარში ამოგიდგებათ. მაგრამ, ჯერჯერობით, მხოლოდ ამ გზის დასაწყისში ხართ, საჭიროა გადაწყვეტილების მიღება, აქტიურად მოქმედება, ნაბიჯების გადადგმა მიზანთან მისაახლოებლად.
მაგრამ, ამა თუ იმ მიზეზის გამო, ამას არ აკეთებთ. ამოვიდა უფროსი არკანი “თავშეკავება” და ეს კი ნიშნავს მოქმედებაზე უარის თქმას, უფრო მეტიც, უარი ნებაყოფლობითია და არა რაიმე გარემოების გამო.
მიზეზები ყველასთვის განსხვავებულია. ვიღაც შეიძლება ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი იყოს, ვიღაცას უბრალოდ არ სჯერა, რომ ეს სურვილი შეიძლება ახდეს, ვიღაც იმედგაცრუებულია პირად ცხოვრებაში, ვიღაცას ფინანსური არხი აქვს დაბლოკილი და არ იცის ამას რა მოუხერხოს. ზოგადად, მიზნები და გეგმები არის, მაგრამ ქმედებები – არა.
მამაკაცი არის ძალიან ბრძენი ადამიანი, რომელიც ყოველთვის და ყველაფერში ცდილობს წესების მიხედვით იცხოვროს, იცხოვროს იმ კანონების მიხედვით, რომლებიც მის გარემოცვაშია მიღებული. გამოცდილი ადამიანია და საკუთარ გამოცდილებას სხვასაც უზიარებს.
პროფესიით, შეიძლება იყოს მასწავლებელი, ქოუჩი, შესაძლოა ადამიანებს ინტერნეტის მეშვეობით უზიარებდეს საკუთარ ცოდნას. ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც მატერიალური სფერო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე სულიერი. მისთვის ფული არის მიზნის მიღწევის საშუალება და არა თავად მიზანი. ის ცდილობს გამოიმუშაოს ზუსტად იმდენი, რამდენიც მას ცხოვრებისთვის სჭირდება.
ახლა შესაძლოა ამ მამაკაცთან ურთიერთობაში პრობლემები გქონდეთ, ბარათი “ციხე” ჩაკეტილობას გვიჩვენებს, თქვენ გიჭირთ ერთმანეთთან კავშირზე გასვლა.
გრძნობებთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერ საკუთარ ემოციებში ვერ გარკვეულხართ, არ იცით, ზუსტად რას გრძნობთ მის მიმართ. შესაძლოა იმის გამო, რომ მას ჯერ კარგად არ იცნობთ. ფიზიკურად მოგწონთ და მიმზიდველ ადამიანად მიგაჩნიათ.
ახლა მამაკაცი საკუთარ თავშია ჩაძირული, თავის შინაგან სამყაროში, აზროვნების პროცესებში. მის გრძნობებზე ახლა ვერ ვისაუბრებთ, ალბათ იმიტომ, რომ ადამიანი ახლა თავს კარგად არ გრძნობს. შესაძლოა ავად არის, შესაძლოა, რაღაც პრობლემები აწუხებს, რაც პირად ცხოვრებასთან არ არის დაკავშირებული.
რა ხდება თქვენს შორის ახლა? ურთიერთობა მართლაც ახალია, თქვენ ამ ადამიანს კარგად არ იცნობთ. არსებობს ერთმანეთის უკეთ გაცნობის სურვილი.
მიუხედავად ამისა, მამაკაცი მაინც ჩაკეტილობის მდგომარეობაშია, მაგრამ ეს თქვენთან არ არის დაკავშირებული, რადგან, პრინციპში, ახლა თქვენ შორის კარგი ურთიერთობაა.
თუ ხვდებით, რომ ადამიანი დაშორდათ და კავშირზე არ გამოდის, ან თუ ურთიერთობთ, მაგრამ რაღაცნაირად ძალიან ცოტას – ეს სრულიად არ არის დაკავშირებული თქვენს მიმართ მის დამოკიდებულებასთან, აქ მიზეზი, პირველ რიგში, მისი საკმაოდ ჩაკეტილი ბუნებაა. მეორეც, მისი პირადი პრობლემები, ცუდი ჯანმრთელობა, ზოგადად ის, რასთანაც თქვენ არაფერი გაქვთ საერთო.
რა მოხდება მომავალში? ვერ ვიტყვით, რომ თქვენ და ეს მამაკაცი სიხარულსა და ბედნიერებისკენ მიდიხართ, რადგან ბარათები გვიჩვენებს საკმაოდ არასტაბილურ ურთიერთობას, საქანელებს.
რაღაც მომენტებში გეჩვენებათ, რომ ერთმანეთთან კომფორტულად გრძნობთ თავს, სასიამოვნოდ ურთიერთობთ, თუმცა ნეიტრალურ ტალღაზე. განსაკუთრებული ემოციები და ვნებები არ ჩანს.
სხვა მომენტებში არის პაუზა, სიმშვიდე, ლოდინის პერიოდი, გულახდილად ლაპარაკის აუცილებლობის გაცნობიერება. მაგრამ, ჯერ-ჯერობით ეს არ ხდება. ამ ურთიერთობებში აშკარად არ იქნება საკმარისი ვნება, სენსუალური ემოციები.
ანუ, ისეთი სიტუაციაა, რომ თქვენ იმაზე მეტი გინდათ, რის მოცემაც მას შეუძლია. თქვენ გინდათ მეტი ცეცხლი, მეტი ემოცია, ის კი არ ჩქარობს და საკმაოდ პასიურად იქცევა.