ყოველთვის ვყიდულობ იაფ ქლორჰექსიდინს. მზად ვარ ლიტრობით შევიძინო. გაჩვენებთ რამდენიმე ხრიკს, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში

0
11

ბევრმა არ იცის, რომ სახლის დასუფთავებისას სპეციალური საწმენდი საშუალებების გარდა, სააფთიაქო საშუალებების გამოყენებაც შეიძლება. ზოგადად, ისეთი პროდუქტების დიდი მოყვარული ვარ, როგორიცაა ქლორი და მათეთრებელი საშუალებები. ეს საშუალებები ძალიან კარგად ასუფთავებს სანტექნიკას და იატაკს. გარდა ამისა, ისინი თითქმის მთლიანად ანადგურებს ყველა ბაქტერიას და მიკრობს.

სამწუხაროდ, ჩემთვის ამ პროდუქტებს ერთი, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს. ეს არის – მძაფრი სუნი. ამ პროდუქტების გამოყენებამდე მიწევს სახლში ყველა ფანჯრის გაღება და სამედიცინო ნიღბის გამოყენება.

მაგრამ მე მივაგენი საშუალებას, რომელსაც არ აქვს მკვეთრი სუნი, მაგრამ ისეთივე ეფექტურია, როგორც მათეთრებელი საშუალებები ან ქლორი. ეს არის – ქლორექსიდინი.

სამედიცინო თვისებები

დავიწყოთ ქლორჰექსიდინის სამკურნალო თვისებებით, რადგან ეს არის მისი მთავარი დანიშნულება. ნებისმიერ ნაკაწრს ან ჭრილობას ამ საშუალებით ვამუშავებ. იგი სრულიად უმტკივნეულოა. ასევე შევნიშნე, რომ მისი გამოყენების შემდეგ ჭრილობა უფრო სწრაფად ხორცდება.

აკნესაც ქლოჰექსიდონით ვიმუშავებ. დღეში ორჯერ: დილით და საღამოს. ამ საშუალებას ბამბის ჩხირის მეშვებით ვუსვამ კანის მონაკვეთებს, სადაც ანთებითი პროცესებია. ეს საშუალება უმჯობესია წერტილოვნად წაისვათ. თუ მას მთელ სახეზე წაისვამთ კანი მალე გამოშრება და აიქერცლება.

ყელის ტკივილის დროს ყელს ამ საშუალებით ვივლებ. ტკივილი ძალიან სწრაფად ქრება.

ქლორჰექსიდინის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში

დასუფთავებისას ქლორჰექსედინი ასევე შეუცვლელია. პირველ რიგში, მისი მეშვეობით ვასუფთავებ სანტექნიკას: აბაზანას, ნიჟარას და უნიტაზს.

პირველ რიგში, პროდუქტი შესანიშნავად ასუფთავებს ზედაპირებს დაბინძურებისაგან. მეორეც, დეზინფექციას უკეთებს ზედაპირს. მესამე, პროდუქტის გამოყენებისას არ არის უსიამოვნო სუნი.

სანტექნიკის გასაწმენდი საშუალების მისაღებად, რამდენიმე ინგრედიენტის არევაა საჭირო. თანაბარი პროპორციებით ვურევ საკვების სოდას, მდოგვის ფხვნილს და ქლორჰექსედინს. უნდა მივიღოთ სქელი არაჟნის მსგავსი მასა.

საშუალება კარგად უნდა გადანაწილდეს ზედაპირზე და არ უნდა წვეთავდეს. ვაჩერებ რამდენიმე წუთის განმავლობაში და შემდეგ ვხეხავ ღრუბლის მეშვებით და ვრეცხავ წყლით. ბუნებრივია, თუ უნიტაზზე ყვითელი ნადებია, ეს საშუალება ვერ გაუმკლავდება. ამ შემთხვევაში, უკეთესი იქნება რაიმე უფრო ეფექტური საშუალების გამოყენება. ყოველკვირეული წმენდისთვის კი ნამდვილად კარგია.

მისი ანტიბაქტერიული თვისებების გამო, ქლორჰექსიდინით შეიძლება გაიწმინდოს და დეზინფიცირდეს თითქმის ყველა ზედაპირი. ყველაზე დაბინძურებული ადგილები, რა თქმა უნდა, კარის სახელურებია. მათ ასევე ვამუშავებ ყოველკვირეულად. ზოგიერთ რამეს უფრო ხშირად ვამუშავებ. მაგალითად, ჩემი ოჯახის წევრების ტელეფონებს, ტელეფონების ქეისებს, ბავშვების სასკოლო ნივთებს.

ქლორჰექსიდინი ასევე კარგია იატაკის გასაწმენდად. დაახლოებით 100 მლ პროდუქტს ვასხამ 1 სათლ წყალში.

მსმენია, რომ ქლორჰექსედინი ფეხსაცმლის დეზინფექციისთვისაც გამოიყენება და საფენებსაც აცლის ჭუჭყს. გადავწყვიტე მეცადა. ბამბის საფენი დავასველე და ფეხსაცმელი შიგნიდან გავწმინდე. დაბინძურება გაქრა. უცხო სუნი არ გაჩენილა.

რა თქმა უნდა, ფეხსაცმლის საფენები იდეალურად არ გასუფთავდა მაგრამ, ჩემი მიზანი ეს არც ყოფილა. ასევე მსმენია რეკომენდაციები ქლორექსიდინით ფეხების დამუშავების შესახებ. ეს ხელს უწყობს ფეხებისა და ფრჩხილების სოკოვანი დაავადებების თავიდან აცილებას და უსიამოვნო სუნის მოშორებას

კინაღამ დამავიწყდა მეთქვა, რომ კონდიციონერს, ყოველწლიური გაწმენდისას,  ქლორჰექსედინით დასველებული რბილი ქსოვილით ვწმენდ.

ის შეგვიძლია გამოვიყენოთ ნატურალური ტყავისგან დამზადებული ნაკეთობების დეზინფექციისთვის, მაგალითად, ჩანთების, საფულეების. გულწრფელად რომ გითხრათ, ამ მიზნით მისი გამოყენების ცოტა მეშინია, თუმცა მოგვიანებით შეიძლება ვცადო. და, რა თქმა უნდა, შედეგს გაგიზიარებთ.

შევაჯამოთ. ეს საშუალება ძალიან იაფი ღირს, ვყიდულობ აფთიაქში და მისი მოქმედების დიაპაზონი საკმაოდ ფართოა.