
ფაქტია, რომ ადამიანის ტვინს შეუძლია საგნებსა თუ გამოსახულებებს სხვადასხვაგვარად შეხედოს და ყველა კუთხიდან განსხვავებულად აღიქვას.
ერთ-ერთ ასეთ ჭკვიან ილუსტრაციას Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში გაეცნობით.
ეს ძველი სურათი წარმოადგენს ოპტიკურ ილუზიას, რომელზედაც გამოსახულია ატირებული დედა და ორი ქალი, რომლებიც ეტლთან დგანან თავიანთ ძაღლთან ერთად. მაგრამ, როგორც გაირკვა, სურათზე კიდევ ორი ბავშვია დამალული, რომელსაც განერვიულებული ქალები ეძებენ.
სხვათა შორის, ეს არ არის უბრალო ნახატი, ეს არის საარქივო რეკლამა წამლისა, რომელიც ცნობილია როგორც “დოქტორ სეტ არნოლდის ბალზამი”. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს ილუსტრაცია ძალიან შეუმჩნევლად გამოიყურება, რის გამოც მრავალი წლის განმავლობაში იგი დიდ ყურადღებას არ იპყრობდა, სანამ ვიღაცამ სურათზე სხვა გამოსახულებიც არ აღმოაჩინა.
დამალული ბავშვების პოვნა რთულია, რადგან ვინტაჟური სურათი მთლიანად შავ-თეთრია, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ პოვნას.
სურათმა ათასობით ზრდასრული ადამიანი დააბნია, რომლებიც ორი დამალული ბავშვის პოვნას ცდილობდნენ.
თვლით თუ არა, რომ თქვენი ინტელექტი საშუალოზე მაღალია? ამბობენ, რომ მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს ორი დამალული ბავშვის აღმოჩენა 10 წამში შეუძლიათ.
შეხედეთ ზემოთ მოცუმულ სურათს და ნახეთ, შეძლებთ თუ არა 10 წამში ორი დამალული ბავშვის პოვნას.
კვლევები გვიჩვენებს, რომ რაც უფრო მეტად გაავარჯიშებს ადამიანი ტვინს რთული თავსატეხების ამოხსნით, მით უფრო ჭკვიანი გახდება.