ტაროს გაშლა. რა იყო, რა არის და რა იქნება?

0
6

მოგესალმებით! დღეს Girl.ge-ის რედაქციამ მოგიმზადათ სტატია – ტაროს გაშლა, თემაზე: რა იყო, რა არის და რა იქნება?

განეწყვეთ ტაროს გასაშლელად. ეს ძალიან მარტივია: მოდუნდით და გაათავისუფლეთ გონება ზედმეტი ფიქრებისგან. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, იმ სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდებით, თქვენს მამაკაცზე (თუ გაშლა მასზეა).

მაშ ასე, რას გვეუბნება ტაროს ბარათები თქვენზე. ახლა თქვენ ცვლილებების ზღვარზე იმყოფებით, მაგრამ ეს არის შიდა ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია პრიორიტეტებისა და მომავლის გეგმების ცვლილებასთან.

ის, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო არც ისე დიდი ხნის წინ, თქვენთვის აქტუალობას კარგავს. თქვენ ხსნით სრულიად ახალ გზას. წარსულში რჩება ის კონტაქტები და კავშირები, რომლებიც მოძველდა, შორდებით იმ ადამიანებს, რომლებიც სერიოზულად არ იყვნენ განწყობილნი თქვენს მიმართ. ახლა გესმით, რომ ეს ყველაფერი აღარ გჭირდებათ.

ბარათები გახასიათებთ, როგორც ძალიან აქტიურ, დინამიურ პიროვნებას, რომელიც ვერ იტანს რუტინას და ერთფეროვნებას. თქვენ მუდმივად გჭირდებათ წინსვლა, რითაც, ფაქტობრივად, ამჟამად ხართ დაკავებული. ის, რაც წარსულში გიბიძგებთ, ძველი დამოკიდებულებები, მიჯაჭვულობები, ჩვევები, რომლებმაც სარგებელი არ მოგიტანათ – წარსულში უნდა დატოვოთ.

მოკლედ, არის ახალი გზები, ახალი გეგმები, ახალი მიღწევები. თუმცა, თქვენ შეიძლება გადაჭარბებულად შეაფასოთ თქვენი ძალა, ამიტომ ფრთხილად იყავით, შეიძლება ის ვერ მიიღოთ, რაც გსურთ.

რა იყო? რთული სიტუაცია, შიშები, ეჭვები, დეპრესიები, ნერვიულობა, მომავლის გაურკვევლობა. ან თქვენ იყავით ამ მდგომარეობაში, ან თქვენი შვილი ან უმცროსი ნათესავი.

საუბარი შეიძლება იყოს ფიზიკური და ფსიქიკური ხასიათის სერიოზულ დაავადებაზე, ნებისმიერ შემთხვევაში, აქ ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ერთი რამ მეორეს მოსდევს: ნერვიულობა, დეპრესია იწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას, ფიზიკური დაავადება იწვევს შიშებს და დაუცველობის გრძნობას.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იყო გონებისა და სხეულის ისეთი მდგომარეობა, როდესაც არ შეგეძლოთ თქვენი გეგმების განხორციელება, ვერ ხედავდით განვითარების, წარმატების, კეთილდღეობის გზას. მოწყენილობა, აპათია – ის ემოციებია, რომლებსაც უმეტესად განიცდიდით.

პირად ცხოვრებაში დესტაბილიზაციის პერიოდი იწყება, მაგალითად, ტოვებთ ურთიერთობას, რომელსაც სერიოზულად თვლიდით, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. ზოგისთვის ბარათები გვიჩვენებს განცალკევებას, მშობლებისგან განშორების პროცესს, ზოგისთვის კი ბარათები საყვარელ ადამიანებთან უთანხმოებაზე საუბრობს.

მატერიალურ სფეროშიც ყველაფერი საკმაოდ რთულადაა. თქვენ ცდილობდით მიზნის მიღწევას, გარკვეული შედეგის მიღებას, მაგრამ ახლა ხვდებით, რომ მთელი თქვენი ბრძოლა უაზრო იყო, რომ ახლა თქვენზე არაფერია დამოკიდებული. ან უბრალოდ მიხვდით, რომ ძალა აღარ გაქვთ ამ ბრძოლის გასაგრძელებლად.

რა არის ახლა? არის შინაგანი ცვლილებების პროცესი, თქვენი ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი, რომელსაც ყველაფერთან გამკლავება შეუძლია. ეს ცვლილებები ჯერ-ჯერობით ემოციური კუთხით არის, მაგრამ გარე გარემოებები უცვლელია. რუტინა, სტაგნაცია, როდესაც რეალურად არაფერი ხდება.

ახლა ბარათები დაგეგმვის პერიოდს გვიჩვენებს, როდესაც თავად განსაზღვრავთ სად და რისკენ უნდა ისწრაფოდეთ. შესაძლოა, რაღაცას სწავლობთ, თვითშემეცნებით ან მსგავსი რაღაცებით ხართ დაკავებული. ძირითადად, მიზნებს და პრიორიტეტებს ირჩევთ.

პირად ცხოვრებაში გაუმჯობესების პერიოდი დადგა. ამ დროისთვის შეიძლება ვერ ამჩნევდეთ, რადგან, ამოვიდა უფროსი არკანი “კოშკი” – დანაკარგებისა და ნგრევის ბარათი. მაგრამ ის თავდაყირა დგას და ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ უკვე შეგიძლიათ, რომ ამ სიტუაციასთან დაკავშირებული ტკივილი და ნეგატივი წარსულში დატოვოთ და ახალ მომავალში გადახვიდეთ.

მატერიალურ სფეროში სერიოზულ წარმატებებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ. შედეგი, რომელსაც ელოდით, ჯერჯერობით ვერ მიიღეთ. გრძნობთ, რომ არ ხართ დაფასებული, არ გაძლევენ იმას, რაც კანონიერად გეკუთვნით. და თუ გაძლევენ, მაშინ არასრულად.

რა მოხდება? ძირითადად სამსახურზე, პროფესიული მოვალეობების შესრულებაზე, კარიერაში წარმატების მიღწევაზე იქნებით გადართული. მაგრამ ამავდროულად, არსებობს განცდა, რომ კარგავთ ბალანსს სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის.

ეს იმიტომ, რომ სიტუაცია, რომელიც ახლა სამსახურში გაქვთ არ გაწყობთ და მთელი ძალით შეეცდებით მის გამოსწორებას. მაგრამ ფრთხილად იყავით, ფანატიზმის გარეშე. რადგან მატერიალური კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ რისკავთ სულიერ კრიზისში ჩაძირვას. გახსოვდეთ, რომ ყველაფერს ზომიერება სჭირდება და ამ შემთხვევაში, ბოლოს და ბოლოს, მიაღწევთ წარმატებას.

პირად ცხოვრებაში, პენტაკლების ხუთიანის (იმედგაცრუების ბარათი) ენერგიებიდან გამოდიხართ და იწყებთ ურთიერთობებში მნიშვნელოვანის დანახვას, გიბრუნდებათ სიყვარულში ბედნიერი მომავლის რწმენა და აცნობიერებთ საკუთარ მიმზიდველობას.

საბოლოო ჯამში, ბარათები კარიერაშიც გვიჩვენებს წარმატებას, თვითკმარობას, რადგან იმპერატრიცას მიხედვით, გამოდიხართ როგორც ქალი, რომელსაც ბევრი რამის საშუალება აქვს და გარკვეული მატერიალური სტატუსი გააჩნია.