“ქაღალდი მამშვიდებს!” სიდედრმა ჩანაწერები აწარმოა და შემდეგ თავის სიძეს წარუდგინა

0
10

– რემონტისთვის 10 ათასი გვჭირდება, – მარიმ მითხრა, რომ თქვენ მოგვცემთ.

– აბა, სხვა რა გზა მაქვს. მოდი, ხვალ შევხვდეთ ნოტარიუსთან, საბუთებს ხელს მოვაწერთ და ფულს გადმოგცემ. შენ ხომ ნაღდი გჭირდება?

– კი, ნაღდი. და ნოტარიუსთან რატომ?

მანანას გაეცინა:

– სესის ხელშეკრულება უნდა გავაფორმოთ. აბა, რა გეგონა, ამხელა თანხას ამის გარეშე მოგცემდი? ასე რომ ყოფილიყო, დიდი ხნის გაკოტრებული ვიქნებოდი!

– კარგი. – ირაკლის ძალიან არ ესიამოვნა, მაგრამ, მეორეს მხრივ, ბანკში ხომ არ წავიდოდა? აქ პროცენტების გადახდა მაინც არ მოუწევს.

თანაც, ვინ მისცემდა ფულს ახალგაზრდა ოჯახს, რომელსაც იპოთეკური სესხი ჰქონდა?

მეორე დღეს, ირაკლიმ სესხის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და თანხა მიიღო.

6 თვის შემდეგ, იგივე გზით 5 ათასი მიიღო, რომელიც მანქანის საყიდლად სჭირდებოდა.

3 წლის შემდეგ ირაკლიმ და მარიმ პირველად იჩხუბეს სერიოზულად. ისე იჩხუბეს, რომ მარი ერთი კვირით დედამისთან წავიდა.

მერე, კიდევ ერთხელ იჩხუბეს – ოთხი თვის შემდეგ და მერე კიდევ…

როდესაც მარი დედამისს მორიგ ჯერზე ესტუმრა “ღამისთევით”, მანანა მიხვდა, რომ მოქმედების დრო იყო.

– ესე იგი, მე არ ვიცი თქვენს შორს რა მოხდა და ვინ არის დამნაშავე და ვინ მართალი, მაგრამ ეს ყველაფერი მე უკვე მომბეზრდა. ამიტომ, ახლა აი ასე მოვიქცევით…

ორი დღის შემდეგ მანანამ თავისი სიძე სტუმრად მოიწვია. ირაკლის ეგონა, რომ ჩხუბების გამო ჭკუის სწავლებას დაუწყებდა, მაგრამ შეცდა.

სიდედრი მშვიდად გაუმასპინძლდა სიძეს ჩაით, შემდეგ კი რაღაცნაირად გულგრილად წარმოთქვა:

– მარი გშორდება. ეს უკვე გადაწყვეტილია.

– მე არაფერი გადამიწყვეტია.

სიდედრმა ირაკლის მზერა ესროლა და ის გაჩუმდა.

– მაგრამ მე და შენ მოუგვარებელი საკითხი გვაქვს.

– რა საკითხი?

– ფული, ირაკლი, ფული. როდის დამიბრუნებ?

– რა უნდა დაგიბრუნოთ, რას ამბობთ?

მანანამ საქაღალდე აჩვენა.

– აქ სესხის ხელშეკრულებაა. გადახდამდე კიდევ ექვსი თვეა დარჩენილი, მაგრამ მაინც.

ირაკლის კინაღამ ჩაი გადასცდა.

– თქვენ ხომ თქვით, რომ ეს ხელშეკრულება უბრალო ფორმალობა იყო!

– ხელშეკრულება – ხელშეკრულებაა. ეს მნიშვნელოვანი საბუთია და მის მიხედვით ჩემი ვალი გაქვს – 15 000 ლარი.

– არავითარი ვალი არ მაქვს! – იყვირა ირაკლიმ.

მანანა წამოდგა.

– ამას მე კი არა, სასამართლოს დაუმტკიცებ.

– რა სასამართლოს? გაგიჟდით? მე გითხარით ეს ფული რისთვის გვჭირდებოდა. ჩვენ ბინა გავარემონტეთ და მანქანა ვიყიდეთ.

– არ ვიცი. მე ქვითრები არ მინახავს.

– რა ქვითრები? მასალას ბაზარში ვყიდულობდი ნაღდი ფულით, მანქანა კი ჩემი მეგობრისგან შევიძინე.

– მაშინ, ნამდვილად არ ვიცი, რაში დახარჯე. მოკლედ, საკრედიტო არდადეგები დასრულდა. 15 ათასი უნდა მომცე და თანაც, არ დაგავიწყდეს, რომ ეს პროცენტის გარეშეა.

– ქალბატონო მანანა, ნუ მაბრაზებთ! თქვენ ეს ფული თქვენი ქალიშვილის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად მოგვეცით. მე უკვე დავხარჯე, ფული აღარ მაქვს.

– სამწუხაროა.

ყოფილმა სიდედრმა თანხის დაბრუნება მოითხოვა და სასამართლოთი დაემუქრა.

ყოფილ ცოლთან საუბარმა ირაკლის არაფერი მოუტანა. სიდედრი კი მის ზარს საერთოდ არ პასუხობდა.

როდესაც სასამართლო უკვე თითქმის გარდაუვალი იყო, მარიმ ყოფილ მეუღლეს შესთავაზა:

– დედაჩემს ველაპარაკე. ის თანახმაა სესხის გაუქმებაზე, თუ განქორწინების შემდეგ ბინის ნახევარს მე მომცემ.

ირაკლი ყველაფერს მიხვდა.

– ანუ თქვენ თავიდანვე ეს გქონდათ ჩაფიქრებული? ვალი დამადეთ, რომ შემდეგ ბინა წაგერთვათ?

– რაც გინდა ის იფიქრე. წინადადება პარასკევამდეა ძალაში.

ყოფილი სიძე კარგად დაფიქრდა და გადაწყვიტა, რომ სიდედრის წინადადებას დათანხმებოდა.

მეუღლეები ერთმანეთს დაშორდნენ და ქონების გაყოფის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

პარალელურად გაფორმდა ხელშეკრულება ირაკლისა და სიდედრს შორის სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ასევე ხელი მოაწერეს ხელწერილს, რომ სიდედრს ირაკლის მიმართ არავითარი პრეტენზია აღარ ექნებოდა.

მარიმ მიიღო ბინა და ფულადი კომპენსაცია მანქანის ნახევარზე.

ირაკლი კიდევ დიდხანს ემადლიერებოდა ბედს, რომ განქორწინების შემდეგ ვალები არ დარჩა.

მას შემდეგ მას სესხი აღარ აუღია და ხელახლა დაქორწინებასაც აღარ აპირებს.