
ბევრი მებაღე ნაგავში ყრის იმას, რასაც მისთვის უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლია. ხშირად ვყრით ძალიან ძვირფას ნარჩენებს, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე. ასეთ ნარჩენებს შეგვიძლია გამოყენებული ჩაის პაკეტებიც მივაკუთვნოთ.
თუ აგარაკზე ცხოვრობთ ან მებაღე ხართ და აგრეთვე ძალიან გიყვართ ჩაი, მაშინ თქვენი ყველა მცენარე დიდ სარგებელს მიიღებს. გამოყენებული ჩაის პაკეტები მთელი წლის მანძილზე შეაგროვეთ. უბრალოდ გააშრეთ ფანჯრის რაფაზე, გაზქურის ღუმელში, ბატარეაზე ან სპეციალურ ელექტროღუმელში.
ჩაის სარგებელი
ჩაი ძალიან სასარგებლოა. პაკეტის ჩაი ძალიან განსხვავდება იმ ჩაისგან, რომელსაც წონით ყიდიან, თუმცა პაკეტის ჩაიც მცენარეებისათვის ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ჩაი იცავს ზოგიერთი დაავადებისა და მავნებლებისაგან. მის შემადგენლობაში არის Mg, Mn, P, K და სხვა ელემენტები.
ჩაის პაკეტების გამოყენება
1. პირველ რიგში, გამოყენებული ჩაის პაკეტები შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც დრენაჟი ნერგების ჩარგვის დროს. ქოთანში პაკეტები ისე უნდა ჩაალაგოთ, რომ ქოთნის ძირი დაიფაროს. ამის საშუალებით ზედმეტი ტენი ქოთნიდან თავისუფლად გამოვა.
2. პაკეტის ჩაის დამატება ძალიან კარგია ოთახის მცენარეების ქოთნებში. ჩაის პაკეტები ქოთანში უნდა ჩაყაროთ და ფრთხილად შეურიოთ მიწას. ამითვის, რა თქმა უნდა, პაკეტები უნდა დაანაკუწოთ. ეს შეგიძიათ გაშრობის შემდეგ გააკეთოთ.
3. ძალიან კარგია ასეთი ჩაის მიწასთან შერევა მასში მცენარის ჩარგვის წინ. ჩაი მცენარესაც გამოკვებავს და კარგი გამაფხვიერებლის როლსაც შეასრულებს. ნერგების დარგვის დროს შეგიძლიათ ორმოებში თითო ჩაის კოვზი ჩაი ჩაყაროთ.
4. ძალიან კარგია ჩაის მულჩად გამოყენება. თუ ზამთრის განმავლობაში ბევრ პაკეტს მოაგროვებთ და პაკეტებიდან ჩაის გადმოყრით, მარწყვის მულჩირებას შეძლებთ. ჩაის პაკეტები შეგიძლიათ სხვა კენკროვანი კულტურებისთვისაც გამოიყენოთ. ამის შედეგად ხურტკმელი, ცხრატყავა და მოცხარი საგრძნობლად დამსხვილდება.
აი, ასეთ სასარგებლო სასუქს ყრიან ხოლმე ნაგავში მებაღეები, რითაც მცენარეებს ასეთ კარგ კვებას აკლებენ.