მოვამზადოთ თევზის კატლეტები, თევზის სუნის გარეშე

0
6

ზოგს თევზის კატლეტი მისი სპეციფიკური სუნის გამო არ უყვარს. ეს კერძი განსაკუთრებით ბავშვებს არ მოსწონთ.

თევზი სასარგებლოა, ის საკმარისი რაოდენობით შეიცავს აუცილებელ მიკროელემენტებს და ამიტომ საჭიროა, რომ მივირთვათ.

Girl.ge-ის დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ თევზის კატლეტი ისე, რომ თევზის სუნი საერთოდ არ ჰქონდეს.

ინგრედიენტები

  • ხეკი ან ნებისმიერი ზღვის თევზი – 1400 გ;
  • რძე – 1 ჭიქა;
  • ხახვი – 1 ცალი;
  • კარტოფილი – 2 ცალი;
  • პური – 2 ნაჭერი;
  • კვერცხი – 2 ცალი;
  • ნიორი – 2 -3 კბილი;
  • მარილი – 1 ს.კ;
  • წიწაკა – გემოვნებით;
  • მცენარეული ზეთი – შესაწვავად.

მომზადების წესი

თევზს ფილე გამოაცალეთ, მოათავსეთ რძეში და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. თევზს, თევზის სუნი სწორედ ამ ხრიკის წყალობით მოშორდება.

ხახვი წვრილად დაჭერით და ცოტაოდენ ზეთში მოშუშეთ სანამ გამჭირვალე არ გახდება. ბოლოს ნივრის საჭყლეტში გატარებული ნიორი დაამატეთ.

კარტოფილი, თევზის ნაჭრები და პური ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.

ხორცსაკეპ მანქანაში გატარებულ მასას მოშუშული ხახვი და კვერცხი შეურიეთ.

დაუმატეთ მარილი და წიწაკა (გემოვნებით) და კარგად შეურიეთ.

მოამზადეთ საშუალო ზომის კატლეტები და შეწვით მცენარეულ ზეთში.

კატლეტი ძალიან გემრიელი გამოდის და თევზის სუნი თითქმის არ აქვს.

გემრიელად მიირთვით!