
ბანანი – კოსმეტიკის მწარმოებლების ერთ-ერთი უსაყვარლესი ინგრედიენტია. უმსხვილესი ბრენდები მათ ტონობით ყიდულობენ სხვადასხვა სახის ნიღბის, კრემისა და ლოსიონების დასამზადებლად. საინტერესოა, თუ რა გამოარჩევს ამ ხილს ასე ძალიან.
ბანანის ნიღაბი სახისათვის ტყუილად როდი ითვლება ერთ-ერთ ყველა სასარგებლოდ. ის ასაზრდოებს, ატენიანებს და ასევე ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს. ბანანი მდიდარია მიკროელემენტებით, ამინომჟავებითა და C, B და PP ვიტამინებით.
ბანანის ნიღაბი გაგიქრობთ კანის სიმშრალეს და აგრეთვე ნაოჭებსაც. რგოლებად დაჭრილი ნაჭრები დაიწყვეთ სახეზე. გახსოვდეთ, რომ ბანანი თავის მასაზრდოებელ თვისებებს მოკლე ხანში კარგავს. აქედან გამომდინარე, ნიღბისათვის უნდა გამოიყენოთ ახლახანს დაჭრილი ხილი. სასურველია, რომ ის იყოს რაც შეიძლება ყვითელი. არ შეგეშინდეთ მუქი ლაქების ან ზოლების მქონე ბანანის ხმარება, ის კანისათვის კიდევ უფრო სასარგებლოა.
იმისათვის, რათა სახლის პირობებში მოამზადოთ ბანანის ნიღაბი მშრალი კანისათვის, დაგჭირდებათ სულ რაღაც ორი ინგრედიენტი: თავად ეს ხილი და თაფლი. ერთი ბანანის რბილობი პიურედ აქციეთ და დაუმატეთ 1 ს.კ შეცხელებული თხევადი თაფლი. უკანასკნელი მოცემულ შემთხვევაში დამატენიანებელი კრემის როლს შეასრულებს. შეურიეთ ერთმანეთს კომპონენტები და მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე 15 წუთით. შემდგომ მოიშორეთ ნიღაბი ხელსახოცით, სახე კი კონტრასტურილი წყლით, ჯერ თბილით, მერე კი ცივით, დაიბანეთ.
ბანანის ნიღაბი გამოდგება ნებისმიერი ტიპის კანისათვის, ის ამითაც გამორჩეულია. რახან ამ ხილში მიკროელემენტები სათანადო პროპორციაში შედის, ნიღაბი შეგიძლიათ დაიტანოთ კვირაში 2-3-ჯერ უფრო ხშირადაც. უნდა აღინიშნოს, რომ ზომიერების გამოჩენა გმართებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანი უბრალოდ აღარ მოახდენს რეაგირებას იმ სასარგებლო ნივთიერებებზე, რომელსაც ზემოხსენებული ტროპიკული ხილი შეიცავს.