
ოჯახში უნდა იყოს ერთი ღუნღულა თილისმა მაინც, რომელიც დაგიცავთ და გიმფარველებთ მთელი წლის განმავლობაში.
წინასაახალწლოდ სავაჭრო დახლები ივსება ხოლმე თემატური სუვენირებით. დრაკონის ბრელოკი, მაგნიტი გველის გამოსახულებით ან ხარის პატარა ქანდაკება უსათუოდ იმკიდრებს ადგილს ოჯახებში და უერთდება სხვა სამახსოვრო ნივთების სიას. დღესასწაულების ჩავლის მერე ეს სუვენირები დავიწყებას მიეცემა ხოლმე, ისინი მტვრით იფარება და ზოგჯერ ნაგავსაყრელზეც კი აღმოჩნდება. არადა, საზეიმო პერიოდში მათზე დიდი მოთხოვნაა. რაში მდგომარეობს ჩინური კალენდრის საიდუმლო და უსიტყვოდ რატომ გვწამს მისი?
ჩინური კალენდარი – უძველესი სქემაა, რომელიც ჰგავს დასავლურ ზოდიაქოს ნიშნებს. ცილკი გაყოფილია ნაწილებად, თუმცა ის არანაირად არაა დაკავშირებული ციურ სხეულებთან და მუდმივად იცვლება წლის შესაბამისად. მის საფუძველს ქმნის ხუთი ელემენტი: ცცხლი, ჰაერი, მიწა, ხე, მეტალი და ასევე 12 მფარველი ცხოველი. ჩინური კალენდარი ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე გამოიყენებოდა, მისი გამოჩენა უამრავი საიდუმლოებითა და ლეგენდითაა მოცული.
მიიჩნევა, რომ კონკრეტული ცხოვრელის წელს დაბადებული ადამიანების მისთვის ჩვეულ ხასიათის თვისებებს იძენენ. ვირთხები უნდა იყვნენ ეშმაკები, გველები – ბრძენები, მაიმუნები – მხიარულები. ცხადია, ეს ყველაფერი პირობითობაა, თუმცა მოცემულ თეორიაში გონივრულობის მარცვალიცაა გარეული.
2023 წელი – შავი წყლის კურდღლის წელია. ის ბევრ ცხოვრებისეულ სფეროში კონსერვატიულია, ფინანსებით დაწყებული და პირადი საქმეებით დამთავრებული. ამ ტოტემის წარმომადგენლებს არ უყვართ ცვლილებები, რადგან ეს არღვევს მათ სულიერ სიმშვიდეს. ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები, რათა ეს არ დაუშვან.
ღუნღულა ცხოველის რბილი ხასიათიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წარმავალი წლის არაერთმნიშვნელოვანი მოვლენების შემდეგ, რომლებსაც ავანტიურისტ ვეფხვს უნდა ვუმადლოდეთ, 2023 წელს შედარებით მშვიდი ცხოვრება გველოდება.