კურდღელს არ უყვარს უფასური თვლები: რომელი სამკაულებით დამშვენებაა სახიფათო 2023 წლის შეხვედრისას – ასტროლოგის რჩევები.

0
107

ექსპერტმა გაგვაფრთხილა, თუ რომელ ძვირფას ქვებს შეუძლია ჩვენი ენერგიის დათრგუნვა.აქამდე დაფიქრებულხართ, თუ რაში გამოწყობილი შეხვდებით შავი კურდღლის წელს? ყურადღება უნდა გაამახვილოთ არა მხოლოდ საკუთარ ტანსაცმელზე, არამედ სამკაულებზეც.დიდი სიფრთხილით გაიკეთეთ ვერცხლის ძვირფასეულობა მარჯვენა ხელზე. სხვათა შორის, ეს გასათვალისწინებელია არა მხოლოდ საახალწლო დღესასწაულების პერიოდში. ზოგადად, სწორედ მარჯვენა ხელი ითვლება წამყვანად, მბრძანებლურად, მმართველად.

რაც შეეხება ძვირფას ქვებს, უპირატესობა მიანიჭეთ მსხვილ მინერალებს. იუპიტერი, წინასაახალწლო ღამის გამრიგე, მოგვიწოდებს, რომ არ დავწვრილმანდეთ.როგორ შევარჩიოთ სამკაული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითექსპერტი მიიჩნევს, რომ ვერძებმა თავი შორს უნდა დაიჭირონ მწვანე მინერალებისგან. ასეთი შეფერილობის ქვებმა შეიძლება მათ ისედაც აღელვებულ ნატურას იმპულსურობა შემატოს. უმჯობესია, მათ აქცენტი გააკეთონ წითელ და ნარინჯისფერ ტონებზე.

კუროებისათვის არაა სასურველი წითელი და მოწითალო-მოყავისფრო ქვები: მაგალითად, ამ ნიშნის წარმომადგენლებმა ვეფხვის თვალი შორს უნდა გადადონ.ცნობისმოყვარე ტყუპებისათვის სახარბიელი არ აღმოჩნდება თეთრი ქვები, განსაკუთრებით, თუკი ისინი გამჭვირვალეა, როგორც ადულიარი ან მარგალიტი.რაც შეეხება კირჩხიბებს, წელს მათთვის ნებისმიერი ფერის მინერალი ნებადართულია.

ლომებმა თავიანთი ზარდახშებიდან უნდა გააქრონ წყლის ქვები. ქალწულებს ურჩევენ, რომ ერიდონ გაჯერეული ფერის (განსაკუთრებით, ცისფერ, თეთრ და წითელ ტონებს) და მკვრივი სტრუქტურის მინერალებს.წითელი ქვები სასწორს გულზვიადობასა და უკადრისობას, თეთრები კი – დამყოლობასა და საკუთარი აზრის დაცვის შეუძლებლებოსას შესძენს თუ შემატებს.იმისათვის, რათა მორიელის ხასიათი არ შერბილდეს და მას იდუმალება არ გამოეცალოს ხელიდან, ამ ნიშნის წარმომადგენელმა არ უნდა გაიკეთოს ნახვრადგამჭვირვალე თვლებით მოჭედილი სამკაულები.

მშვილდოსანმა და თხის რქამ მოშორებით უნდა გადადონ წითელი ფერის მინერალები. მეწყულებისათვის უკუნაჩვენებია ისეთი ქვები, რომელბიც აქვეითებენ თავისუფლებისმოყვარეობასა და უნარს, რითაც ისინი წინ აღუდგებიან ხოლმე შურიანი, ბოღმიანი ხალხის თავდასხმებს.