
ჟასმინი ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ყვავილად, რომელსაც შეუძლია ქალებში თავჯარებულობის დონის ამაღლება და განცდილი იმედგაცრუებების გადატანა. მის საუცხოო არომატს ძალუძს ადამიანისათვის სიცოცხლის გემოს დაბრუნება.
ჟასმინის ეთერზეთი ტრადიციულად გამოიყენება გამაახალგაზრდავებელ რეცეპტებში ასევე ძლიერი აფროდიზიაკის სახით. მას აქვს სქელი, მკვრივი და წებოვანი კონსისტენცია, ყავის ან ჩაის ფერი, თაფლის-ყვავილოვანი, ბალზამური არომატი. ეს ზეთი შეუდარებელი რელაქსანტია, ჯერ კიდევ საუკუნეების წინ შენიშნეს მისი ფსიქოთერაპევტული თვისებები: ამ ზეთის არომატს შეუძლია თავდაჯერებულობის, სიცოცხლის წყურვილის დაბრუნება და ემოციური სიმწარის გაქარვება. მიიჩნევა, რომ ჟასმინის სურნელს ძალუძს ორსულობის მიმდინარეობის შემსუბუქება.
ამას გარდა, ეს ეთერზეთი გამოირჩევა ანტიოქსიდანტური და ანტიკანცეროგენული თვისებებით. აგრეთვე ის ავლეს ტკივილ გამაყუჭებელ ეფექტს, დადებითად მოქმედებს ბრონქების მდგომარეობაზე, აქრობს ხმის ჩახლეჩას, ლარინგიტს, ანორმალიზებს ჰორმონალურ სისტემას, ზრდის კორტიზოლისა და სასქესო ჰორმონების დონეს, ზრდის ორგანიზმის წინაღმდეგობის უნარს დაავადებებისადმი. ამ აფროდიზიაკს ძალუძს სქესობრივი ლტოლვის დაბრუნება.
ჟასმინის ზეთი ფლობს გამაახალგაზრდავებელ ეფექტს. მას იყენებენ მშრალი, მგძნობიარე ან დაზიანებული კანის შემთხვევაში. ეთერზეთის კომპონენტები ხელს უწყობს სხეულის ზედაპირული საფარველის რეგენერაციასა და გაახლებას, სახის ფერის აღდგენას. თუკი სპეციალურ საშუალებებს დაუმატეთ ჟასმინის ზეთს, მაშინ წარმატებით გაუმკლავდებით წინამენსტურალურ გამონაყარს, ეგზემას, დერმატიტებს, სტრიებსა და ნაწიბურებს.
კანის ტიპზე დაყრდნობით რეკომენდირებლია ჟასმინის ეთერზეთის შერევა, მაგალითად, როზმარინის ან ბერგამოტის ზეთებთან ცხიმიანი და კომბინირებული კანის მოვლის მიზნით, ხოლო ლავანდის ზეთთან – მშრალი კანის შეთხვევაში.
ჟასმინის ეთერზეთის კანზე დატანისას ნორმალურ რეაქციად ითვლება სითბოსა და მსუბუქი დაჭიმვის შეგრძნებები. შეწითლების შეთხვევაში ზემოხსენებული საშუალებით სარგებლობისგან თავი უნდა შეიკავოთ.