
შესაძლოა, შეუდარებელი გარეგნული მონაცემები გაქვთ, თუმცა, თუ მათ არასწორად გაუსვამთ ხაზს, ბუნების ძღვენს ვერავინ შენიშნავს. განსაკუთრებით ხშირად, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები შეცდომების ტანსაცმლის შეხამებისას უშვებენ. სათითაოდ, ცალკეული ნივთი, შესაძლოა, კარგი იყოს, თუმცა, მათი კომბინაცია…
მოდა სწრაფად მიედინება, ამას ვერაფერს მოუხერხებთ. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, კედების ჩაცმა მოდური იყო თუნდაც მკაცრ ფანქარ-კაბასთან. ახლა კი ეს უგემოვნობის ნიშანია. Girl.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ ტანსაცმლის 10 უპატიებელ შეხამებას. ჩაინიშნეთ, თუ გინდათ, მოდურად და ლამაზად გამოიყურებოდეთ.
როგორ შევუხამოთ ტანსაცმელი
1. შავი, დახურული ფეხსაცმელი ღია კაბასთან
ერთი შეხედვით, ღია კაბაზე მუქი ბოტილიონების ჩაცმა შესაძლებელია, თუ ლუქს ფეხსაცმლის ფერის ჩანთით სრულყოფთ. ნუ გააკეთებთ ამას! ეს ძალიან აუბრალოებს გარეგნობას.
2. ტრენჩი მინი ქვედაბოლოზე
რამდენიმე წლის წინ, ასე ჩაცმა მოდური იყო. თუმცა, ფანჯრის მიღმა 2020 წელია, დაივიწყეთ ამ კომბინაციის შესახებ.
3. მაქსი ქვედა ბოლო და ტრიკოტაჟი
იატაკამდე დაშვებული კაბისა და ტრიკოტაჟის მაისურების შერწყმა ძალიან უთავბოლობ გამოიყურება. ასეთ ქვედა ბოლოს უფრო მსუბუქი და ჰაეროვანი ქსოვილი მოუხდება, რათა მიიღოთ მსუბუქი და ქალური ლუქი.
4. კლასიკური პიჯაკი და ჯინსები
ნუ შეუხამებთ კლასიკურ ნივთებს ყოველდღიურებს. პიჯაკების უამრავი ვარიაცია არსებობს, ამიტომ, თუ სტილი Casual მოგწონთ, კლასიკური პიჯაკი გვერდზე გადადეთ.
5. ბოტფორდები და მინი ქვედა ბოლო
ხავერდის ან ზამშის მომდგარი ბოტფორტები 2016 წლის სეზონის ჰიტი იყო. ყველა ცდილობდა მის შეხამებას მოკლე კაბებთან, რამდენადაც ეს კომბინაცია შესანიშნავად აგრძელებდა ფეხებს. წელს ეს ანტიტრენდია.
6. ქურქი და უგები
რამდენიც არ უნდა იყვირონ სტილისტებმა, ქალები დღემდე აგრძელებენ ამ ავსტრალიური ჩექმების ჩაცმას ლამაზ ბეწვეულთან ერთად. გარდა იმისა, რომ ეს სულელური გემოვნებაა, მამაკაცებს უგები დათვის ტორებს ახსენებს და ქალს მიმზიდველად აღარ თვლიან.
7. ლეგინსები ტოპებთან
ვიწრო და მოსახერხებელი ლეგინსები შორეულ თაროზე გადადეთ. ახლა მოდაშია მოდური განიერი შარვლები. ქალაქში ლეგინსებითა და ტოპებით სეირნობა უკვე მიუღებელია. დარბაზში – კი, ბატონო.
8. წითელი ფეხსაცმელები და ჩანთა
წითელი ფერი მოდის დედოფალია. ამ ფერში გამოწყობა თავიდან ბოლომდე შეიძლება. თუმცა, თუ წითელი ფეხსაცმლის ან ჩექმების ჩაცმა გადაწყვიტეთ, არავითაერ შემთხვევაში არ შეავსოთ იგი მასიური წითელი ჩანთით. ახლა თავად იხილავთ, რატომაც.
9. ტყავის ქურთუკი და კედები
კედები მაინცდამაინც ქალური ფეხსაცმელი არაა, იგი სპორტისთვის უფრო გამოდგება. ამიტომ, სისულელე იქნება მისი ჩაცმა ტყავის ქურთუკთან. რამდენიც არ უნდა გქონდეთ გადახდილი ამ ფეხსაცმელში, ყოველთვის უბრალოდ გამოიყურება.
10. კოლგოტები და ფეხსაცმელი ღია ცხვირით
როგორი სასაცილო და სამწუხაროა ასეთი შერწყმა. ფეხსაცმლის ღია ცხვირი იმისთვისაა, რომ ქალის ლამაზი თითები გამოჩნდეს, არა კოლგოტი ან წინდა. მაშინაც კი, თუ ეს ძალიან თხელი, ხორცისფერი კაპრონია.
ტანსაცმელი ცხოვრების წესსა და საკუთარ სტილს უნდა შეუხამოთ. ეს გააზრებულად უნდა გაკეთდეს. შეიძინეთ არა უბრალოდ ნივთი, რომელიც მოგეწონათ, არამედ ის, რომელსაც წარმატებით შეუხამებთ დანარჩენ გარდერობს.