დეკემბერი სამი ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებაში ჯადოსნურ ზღაპარს შემოიტანს

0
175

დღეს Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ სტატიას თემაზე: ტაროს პროგნოზი 2022 წლის დეკემბრისთვის. ტაროს პროგნოზს ანჟელა პერლი გვთავაზობს.

ვერძი

დეკემბერი ვერძისთვის ნამდვილად ფინანსური თვეა. იმაზე მეტი ფული გექნებათ, ვიდრე გეგმავთ, თუმცა დახარჯვაც მოგიწევთ. აბა, ამის გარეშე რანაირად – წინ საახალწლო დღესასწაულია. იქნება 3 დაბრკოლება, რამაც შეიძლება საქმეები შეაჩეროს, მაგრამ არ ინერვიულოთ: თქვენ ყველაფერს გაუმკლავდებით!

პირადი ცხოვრების კუთხით, დეკემბერი ვერძს აჩუქებს უამრავ რომანტიკას და უამრავ საჩუქარს საყვარელი ადამიანისაგან. შვილები მხოლოდ სიხარულსა და სულიერ სითბოს მოუტანენ!

კურო

კუროებს 2022 წლის ბოლო ფინანსებზე დაფიქრებას აიძულებს. საჭიროა ვალების ან საბანკო სესხების დაფარვა. საამისო ფული ნამდვილად გექნებათ. იქნება კარგი ფულადი შემოსავალიც. გახსოვდეთ, რომ როდესაც გასცემთ, მეტს ღებულობთ. ხელსაყრელია დიდი შესყიდვები (თუმცა, ეს 20 დეკემბრამდე უნდა მოასწროთ).

კარგ განწყობას შეგიქმნით საშობაო სტუმრობა ნათესავებთან. გულმოდგინე შრომა პოპულარობას და წარმატებას მოგიტანთ. ჯანმრთელობა არ გიღალატებთ!

ტყუპები

თვის დასაწყისში ტყუპები კმაყოფილნი იქნებიან როგორც საქმით, ასევე საკუთარი თავით. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზი ახლობლებისაგან. თვის მეორე ნახევრიდან აქტიური მუშაობის ნაცვლად, გთხოვთ დაისვენოთ.

ნუ სთხოვთ საკუთარ თავს დიადი მიზნების მიღწევას. ანჟელა პერლი გაფრთხილებთ, რომ დეკემბრის ბოლოს ტყუპებს მოუწევთ საკუთარი ინტერესების დაცვა ზემდგომ ინსტანციებთან. ამის გაკეთება მინიმალური რესურსებითა და შესაძლებლობებით მოგიწევთ.

კირჩხიბი

ამ ნიშნის წარმომადგენლებს დიდი შანსი ექნებათ მიუახლოვდნენ საკუთარ ოცნებებს, განსაკუთრებით სასიყვარულო სფეროში და კარიერაში. წარმატების მისაღწევად კირჩხიბებმა ახალი ადამიანები უნდა გაიცნონ. ასევე უნდა სცადოთ ის, რაც აქამდე არ გაგიკეთებიათ, განაახლეთ გარდერობი ან სპორტით დაკავდით.

შესაძლოა ფეხმძიმობის შესახებ გაიგოთ. კარგი ჯანმრთელობისთვის – არ დაივიწყოთ ძილი და დასვენება.

ლომი

წლის ბოლო თვეში ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ანგარიშსწორების დრო დადგება. თუ ლომებმა წესები დაარღვიეს, მათ პასუხის გაცემა მოუწევთ. ყველა გადაჭარბებისთვის მოუწევთ გადახდა და თანაც პროცენტით. ეს ეხება არა მხოლოდ ფულს, არამედ ნდობასაც.

არის შანსი, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც დროთა განმავლობაში თქვენთვის ყველაზე ძვირფასი გახდება. შესაძლოა ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება მიიღოთ.

ქალწული

წლის ბოლო თვე ქალწულების ცხოვრებას კაშკაშა ფერებითა და ნათელი ემოციებით შეავსებს. ეს ის დროა, როდესაც გაცილებით მეტი დადებითი მოვლენა მოხდება, ვიდრე უარყოფითი. უბრალოდ ზღაპრის უნდა დაიჯეროთ და ამის შედეგად თავად გახდებით სხვებთან ურთიერთობისთვის უფრო ღია, უფრო კეთილი და თამამი.

დეკემბრის მეორე ნახევრიდან უძრავ ქონებასთან და ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები მოგვარდება. ჯანმრთელობა არ გიღალატებთ!

სასწორი

სასურველის მისაღწევად ყველა რესურსი და შესაძლებლობა გექნებათ. გაჩნდება ახალი იდეები, რომლებიც შემდგომში კარგ შემოსავალს მოგიტანთ. წამოწყებები ახალი მიმართულებით ახალ წარმატებას მოგიტანთ.

თუ თქვენი ურთიერთობა გაურკვევლობაშია და არ გესმით, თქვენს შორის რა ხდება, დროა წერტილი დასვათ. განწყობა ჰარმონიული გექნებათ!

მორიელი

თვის პირველ ნახევარში დრო საკუთარ თავს უნდა დაუთმოთ: ჩაეწერეთ მანიკიურზე, თმის სტილისტთან, მოიზომეთ ახალი კაბა ან კოსტუმი. 15 დეკემბრის შემდეგ სასიამოვნო სიურპრიზისთვის მოემზადეთ. გაჩნდება იდეა, რომ სხვანაირად დაიწყოთ ცხოვრება და ეს შესანიშნავია!

გაიცნობთ თქვენს მეორე ნახევარს, რომელიც გაცნობის პირველსავე წუთებში დაგახვევთ თავბრუს. წინააღმდეგობას ნუ გაუწევთ მოზღვავებულ გრძნობებს, რადგან ისინი ორმხრივია!

მშვილდოსანი

დეკემბერი მშვილდოსნისთვის დატვირთული თვე იქნება! მას უამრავი საქმე და საზრუნავი ექნება, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ბევრის გაკეთებას მოახერხებს, მაგრამ ასევე იქნება შეჩერებული საქმეებიც, რომლებიც მხოლოდ 2023 წლის იანვრის შუა რიცხვებიდან დაიძვრება ადგილიდან.

პირად ურთიერთობებში ყველაფერი ჰარმონიულად იქნება, რის გამოც მადლობა თქვენს მეორე ნახევარს უნდა გადაუხადოთ. ზრუნვა მოგიწევთ ბავშვებზე და ეს დიდ წილად სასიამოვნო საზრუნავი იქნება. ჯანმრთელობა არ გიღალატებთ!

თხის რქა

თქვენ უამრავი შესაძლებლობა მოგეცემათ. კარგი იქნება სწავლის დაწყება. ასევე კარგი დროა რომანებისა და სიყვარულისთვის. ახალი ურთიერთობები ძალიან ემოციური იქნება.

ყველაფერი, რაც შემოქმედებითობასთან არის დაკავშირებული, წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა ორსულობის შესახებ გაიგოთ.

მერწყული

ბევრი საქმე და საზრუნავი გაგიჩნდებათ. კარტის რჩევა: ითხოვეთ დახმარება. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რეალურად მიაღწიოთ თქვენს მიზანს. გადახედეთ თქვენს გეგმებს, რა არის ზედმეტი და მეორეხარისხოვანი, უარი თქვით ყველაფერზე, რაც არასაჭიროა.

სასწრაფოდ გჭირდებათ დასვენება. დაისვენეთ და ნორმალურად გამოიძინეთ მაინც. იქნება საქმეები, რომლებიც კარგად დაფიქრებას მოითხოვს.

თევზები

შეხვედრები, გაცნობა, რომანი, პაემანი, ნიშნობა ან ქორწინება – ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად ელოდება მარტოხელა თევზებს. საქმიანი მოლაპარაკებები და კონტრაქტები წარმატებული იქნება. განსაკუთრებით, თუ ეს ყიდვა-გაყიდვას ეხება. კარგი დროა თანამშრომლობისთვის.

თვის მეორე ნახევარში ზამთრის დღესასწაულისთვის უნდა მოემზადოთ. საუკეთესო გამოსავალი იქნება დასასვენებლად გამგზავრება. თუ დასასვენებლად ვერ წახვალთ, მასაჟის აბონიმენტი მაინც შეიძინეთ.