
ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ასაკი ერთადერთი ფაქტორი არაა, რომელიც კაცობრიობის მშვენიერი ნახევრის სახეებზე ნაადრევ ნაოჭებსა და უსწორმასწორობებს აჩენს. კვება და მავნე ჩვევებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაადრევი დაბერების სხვადასხვა სიმპტომის გაჩენაში.
Girl.ge-ს რედაქციამ მოამზადა მოკლე სია იმ საკვები პროდუქტებისა, რომელთა ჭარბი მოხმარება იწვევს ნაადრევ დაბერებასა და ნაოჭების შედარებით ადრე გაჩენას.
კანის ნაადრები დაბერება
1. შაქარი
ახალგაზრდა, ჯანმრთელი კანის ყველაზე დაუძინებელი მტერი შაქარი და მისი დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტია. ეს ტკბილეული არამხოლოდ იწვევს ჭარბი წონის დაგროვებას, არამედ, იწვევს ნაოჭების გაჩენასაც, კანს ნაკლებად მკვრივს ხდის და დამღუპველად მოქმედებს ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობაზე.
მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ შაქარს არამხოლოდ ტკბილი კონფეტები და მადისაღმძვრელი დესერტები, არამედ ყველა ის პროდუქტი შეიცავს, რომლებიც იწევვს გლიკირების პროცესს (ცილებს, ნახშირწყლებსა და ცხიმებს შორის რეაქცია, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე მიმდინარეობს). ცილების გლიკირება დაბერების, ათეროსკლეროზის, ინსულტისა და მიოკარდის ინფარქტის ერთ-ერტი მთავარი მიზეზია.
ეცადეთ, არ ჩადოთ ხორცი მარინადში მომზადებამდე, არ მოამზადოთ თევზი კარტოფილთან ერთად და შეამციროთ იმ პროდუქტების მოხმარება, რომლებიც მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებითაა მომზადებული.
2. ტრანს-ცხიმები
მრავალრიცხოვანი სამეცნიერო კვლევით დამტკიცდა მოდიფიცირებული ცხიმების ნეგატიური გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. რამდენადაც ტრანს-ცხიმებს მარგარინი შეიცავს, ისინი გვხვდება ყველა იმ პროდუქტის შემადგენლობაში, რომლებიც მარგარინზეა დამზადებული. ეს შეიძლება იყოს ნახევარფაბრიკატებიც, ნამცხვრებიცა და კარტოფილი ფრიც.
მავნე ცხიმების თუნდაც მცირე დოზით რეგულარული მოხმარება არღვევს მეტაბოლისტურ პროცესებს, იწვევს გასუქებას, წინასწარ დაბერებას და გვჩუქნის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მთელ თაიგულს.
3. ალკოჰოლი
თუ დღეში არაუმეტეს 1 ბოკალ მშრალ ღვინოს მიირთმევთ, ორგანიზმზე იგი დადებითად იმოქმედებს. თუმცა, დიდი რაოდენობით ნებისმიერი სახეობის ალკოჰოლური სასმლის მიღება იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას. ეს სისხლის მიმოქცევის დარღვევას განაპირობებს, შედეგად კი კანი გამოშრება და პირველი ნაოჭებიც გამოჩნდება.
4. გაუცხიმებული პროდუქტი
ცხიმის დაბალი შემცველობის მქონე პროდუქტის მირთმევა გახდომის მიზნით – ყველაზე სულელური რჩევაა. დიეტა, რომელიც გამდიდრებულია ჯანსაღი ცხიმებით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის ახალგაზრდობის შენარჩუნებაში. ასეთი კვება ორგანიზმს ართმევს ფასდაუდებელ ნივთიერებებს, რომლებიც მას აჯანსაღებს, აახალგაზრდავებს და ავსებს ენერგიით.
5. მარილი
მარილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სუნელია, რომელიც ყველაზე უგემურ კერძსაც კი განუმეორებელ გემოს აძლევს. მაშ, რატომ უწოდებენ ესოდენ შესანიშნავ პროდუქტს, რომელიც აბსოლუტურად ყველას მოსწონს, “თეთრ სიკვდილს”? მარილი არის პროდუქტი, რომელიც არც ვიტამინებს და არც ორგანულ ნივთიერებებს შეიცავს.
რაციონში მისი ჭარბი რაოდენობა აკავებს ორგანიზმში სითხეს. შედეგად, მიიღებთ თირკმლების, გულის, სისხლძარღვების დაავადებებსა და მოშვებულ, დაბერებულ კანს, რომელსაც მხოლოდ პლასტიკური ჩარევაღა უშველის.
6. შავი ჩაი
ტეინი, რომელსაც ჩაი შეიცავს, არამხოლოდ შესანიშნავი მატონიზებელი საშუალებაა ადამიანის ორგანიზმისთვის, არამედ საკმაოდ ძლიერად აუწყლოებს ორგანიზმს, კერძოდ, კანს. კანი შრება, ხდება მიდრეკილი ნაოჭების ნაადრევი გაჩენისკენ, სახის კანს კი ეკარგება ჯანსაღი ფერი.
თუმცა, უნდა გესმოდეთ, რომ ჩაის ზომიერი მოხმარება მსგავს შედეგებს არ გამოიწვევს. აი, თუ თქვენთვის ნორმა დღეში 5 ფინჯანი ჩაი, განგაში ნამდვილად უნდა ატეხოთ.
ამ მავნე საკვები პროდუქტების რაოდენობის შეზღუდვა ან რაციონიდან სრულად ამოღება თქვენი ენერგიული და ახალგაზრდა მდგომარეობის გარანტია როგორც გარეგანად, ისე შინაგანად.
გისურვებთ ჯანმრთელობას!