
ყოველთვის მაოცებენ ქალები, რომლებიც 50 წლის ასაკში ახალგაზრდულად, მოვლილად და, ამავდროულად, ბუნებრივად გამოიყურება, ყოველგვარი დაბერილი ტუჩებისა და დაჭიმული ყვრიმალების გარეშე. ყოველთვის მიჩნდება კითხვა: როგორ ინარჩუნებენ სილამაზეს პლასტიკური ქირურგიისა და ძვირადღირებული ინექციების გარეშე?
მსოფლიოში ცნობილმა კოსმეტოლოგმა, კეროლ მაჯიომ შეიმუშავა სახის უნიკალურ სავარჯიშოთა კომპლექსი, რომელიც ჭიმავს კუნთებს და ამცირებს ნაოჭების რაოდენობას, ქირურგიული ჩარევის გარეშე. ქალი, რომელიც საკუთარ თავს აფასებს, აუცილებლად იპოვის 10 წუთს ამ მარტივი სავარჯიშოებისთვის, მითუმეტეს, რომ მათი ეფექტურობა კეროლის ახალგაზრდული იერით მტკიცდება.
სახის გამაახალგაზრდავებელი სავარჯიშოები
1. ცხვირის დამოკლება
საჩვენებელი თითი დააჭირეთ ცხვირის დაბოლოებას ისე, რომ იგი ქვემოთ მოიხაროს, ამავდროულად, დაჭიმეთ ზედა ტუჩი ქვემოთკენ. გაიმეორეთ 30-ჯერ.
2. ცხვირ-ტუჩის ნაკეცის მოშორება
გააღეთ პირი, ოვალი რომ წარმოიქმნას. დაიდეთ საჩვენებელი თითები ცხვირ-ტუჩის ნაკეცებზე, სანამ წვას არ იგრძნობთ ამ ადგილებში. შემდეგ სწრაფად ამოძრავეთ თითები ზემოთ-ქვემოთ, 30-ჯერ.
3. ლოყის ფორმირება
დიდი და საჩვენებელი თითებით დაიჭირეთ ყვრიმალების კუნთები. დაჭიმეთ ტუჩები (გაიღიმეთ მაქსიმალურად) და გაჩერდით ასე 7 წამით. მოდუნდით და გაიმეორეთ ათჯერ.
4. სახის ოვალის კორექცია
ხელის გულები ლოყებზე დაილაგეთ, ოდნავ გააღეთ პირი და გაწელეთ ზედა ტუჩი ისე, რომ ქვედა კბილებს ეხებოდეს. მსუბუქი დაკვრითი მოძრაობებით შემოუარეთ სახის კონტურს, ხელებით კანი ზემოთკენ აწიეთ. სავარჯიშო უწყვეტად შეასრულეთ 1 წუთის განმავლობაში.
5. კისრის გამაგრება
კისრის კანი რომ არ ჩამოიწელოს, საჭიროა ტრაპეციისებრი და კისერზე განლაგებული სხვა კუნთების გააქტიურება. დაწექით, მოეჭიდეთ კისრის წინა ნაწილს, წამოწიეთ თავი და ამ მდგომარეობაში გაჩერდით, შემდეგ ჩამოწიეთ თავი. გაიმეორეთ ოცჯერ.
6. ქვედა ქუთუთოების სავარჯიშო
შია თითებით, ოდნავ დააჭირეთ წარბებს შორის მონაკვეთს ცხვირზე, საჩვენებელი თითები კი თვალის გარე კუთხეზე მოათავსეთ. მზერა მიმართეთ ზემოთ. თვალები ტალღოვნად წამოწიეთ ზემოთ, შემდეგ კი ოდნავ მოჭუტეთ, ქვედა ქუთუთოს წამოწევით. 10 განმეორება საკმარისი იქნება.
7. ქვედა ყბის გაძლიერება
საჩვენებელი თითი დაიდეთ ნიკაპზე, გააღეთ პირი, ქვედა ტუჩი კი შეწიეთ შიგნით, ქვედა კბილებს რომ დაეფაროს. გააღეთ და დახურეთ პირი, მავდროულად, ამოძრავეთ ნიკაპი წინ-უკან. თითებით გაუწიეთ წინააღმდეგობა. გაიმეორეთ 35-ჯერ, შემდეგ კი დააფიქსირეთ ყბა და დაითვალეთ 30-მდე.
8. ტუჩის კუთხეების წამოწევა
მომუწეთ ტუჩები, ოღონდ არ დაჭიმოთ. დაძაბეთ ტუჩის კუთხეები, რომ გაამკვრივოთ, ოღონდ ტუჩები ერთმანეთს არ შეაწებოთ. საჩვენებელი თითებით აწიეთ და დაწიეთ ტუჩის კუთხეები. ეს ისე უნდა გამოიყურებოდეს, თითქოს ჩაბრუნებულად იღიმით, გადალახეთ წინააღმდეგობა, რომელსაც თითები ქმნის. გაიმეორეთ სავარჯიშო მანამ, სანამ წვას არ იგრძნობთ.
9. შუბლის ნაოჭების მოშორება
დაიდეთ საჩვენებელი თითები წარბების პარალელურად, მსუბუქი დაჭერით კი გადალახეთ თითების წინააღმდეგობა და წამოწიეთ წარბები. გაიმეორეთ სავარჯიშო 10-15-ჯერ.
სანამ სახის სავარჯიშოებს ცდიდეთ, დარწმუნდით, რომ ამისთვის უკუჩვენებები არ გაქვთ. რისკ-ჯგუფში შედიან ქალბატონები, რომლებმაც ინექციური პროცედურები და პლასტიკური ოპერაციები გადაიტანეს სახეზე. აქვე შეიძლება იმ ადამიანების მოხსენება, რომლებსაც ნევრიტი, მომატებული არტერიული წნევა, კანზე ნებისმიერი ტიპის ნაწიბურები, ტრავნები ან ჭრილობები აწუხებს.
ეს სავარჯიშოები ნამდვილი საგანძურია! დაქალები შეგეხვეწებიან სილამაზისა და ახალგაზრდობის საიდუმლოს განდობას. ნუ იძუნწებთ!