ზოგი 30 წლის ასაკში იწყებს დაბერებას, ზოგი კი ახალგაზრდობის არსს მთელი ცხოვრების მანძილზე ინარჩუნებს

0
37

ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან მაინტერესებდა კითხვა, თუ როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი. ამ ინტერესის და რასაც ვიგებდი იმ ინფორმაციის წყალობით, ბევრი ჩვეულებრივი რამ ცხოვრებაში სხვანაირად დავინახე.ახალგაზრდობა ხასიათდება ახალის გაგებით, ახლის სწავლით, ახალი ნეირონული კავშირების შექმნით, სხეულის განვითარებით, საკუთარი შესაძლებლობების საზღვრების შეცნობით და ცოდნის დაგროვებით.

რაც ადრე გადავა ადამიანი დაგროვებიდან შენახვაზე, მით ადრე დადგება სიბერე და არა მხოლოდ მენტალური, არამედ ფიზიკურიც. როგორც კი მიხვდებით, რომ რაღაც ნაცნობი და ჩვეული უფრო მეტად გინდათ, ვიდრე ახალი შთაბეჭდილებები, მაშინ შეგიძლიათ სიბერის პირველ ნიშნებს მიესალმოთ!

ერთი და იმავე პოზაში ჯდომა, ზედმეტი მოძრაობების არ შესრულება, მხოლოდ ჩვეული რაღაცების გაკეთება, ერთი და იმავე გზებით სიარული… როდესაც ორგანიზმი არ ღებულობს მრავალმხრივ და მრავალფეროვან დატვირთვას, კუნთები იწყებს დეგრადირებას, ჩნდება დაძაბულობა, სპაზმები, სითხის დაგუბება. ჩვეულ ალგორითმს მიღმა მოძრაობები სულ უფრო და უფრო რთულდება და მათი განხორციელების მოტივაცია არ არსებობს.

სახის კუნთები სპაზმის დროს კანის ზედაპირზე ნაოჭებს აჩენს. ასევე, სპაზმები თრგუნავს ლიმფურ ნაკადს და , შესაბამისად, ადგილობრივი შეშუპების ზონები იქმნება, რომლებიც შემდეგ პტოზად გარდაიქმნება.

გულმკერდის კუნთების დამოკლება მხრებს წინ სწევს, პოზა უარესდება, ჩნდება მეორე ნიკაპი, სისხლმომარაგება ირღვევა არა მარტო თავის ტვინში, არამედ მთელ თავში. ზარალდება არა მხოლოდ აზროვნების სიცხადე, არამედ შეშუპებაც ცუდად ქრება, თმაც კი თხელდება, კანი თხელდება და სახის ფერი უარესდება. სახე ეშვება და სახის ქსოვილები თავის ქალას ძვლებზე კი არ დევს, არამედ ჩამოკიდებულია, რაც, რა თქმა უნდა, ასევე იწვევს ფტოზს…

ამიტომ ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად ადამიანი შესაბამისად უნდა მოიქცეს! არა მხოლოდ იმოძრაოს, არამედ იმოძრაოს ახალ რიტმებში. სასეირნოდ ახალი ბილიკები უნდა აირჩიოს. ახალი წიგნები იკითხოს და ახალი მუსიკა აღმოაჩინოს. არ დაიმალოს ძველ ტანსაცმელში თუ ახლის ჩაცმის შესაძლებლობა აქვს. შეისწავლოს ახალი ტექნიკა და გაჯეტები! ზურგი სწორად უნდა ეჭიროს! უნდა გრძნობდეს, რომ მისი დრო ახლაა, ყოველთვის – ახლა! და მისი ახლა არასოდეს გაივლის!