
გიყვარდეს, გეწადოს, იყო განსაკუთრებული – ისაა, რაც ცხოვრების ხარისხს მრავალგზის აუმჯობესებს. მოცემულ სტატიაში გაეცნობით 2023 წლის სექსუალურ ჰოროსკოპს ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის.
ვერძი
წლის პირველ ნახევარში ვარკვლავური სურათი არ განაწყობს ვენბათა მგზნებარებისკენ ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი ეს პირად ურთიერთობებს ეხება. აქედან გამომდინარე, ყურადღებით დააკვირდით თითოეულ პოტენციურ პარტნიორს, რადგან ახალი წლის მეორე ნახევარში საკუთარი ქმედებების ნაყოფს მოიმკით.
2023 წლის სექსუალური ჰოროსკოპი ქალ-ვერძებს ვნების შეკავებას ურჩევს. რაც შეეხება მამაკაც-ვერძებს, მათ ბედისწერა სამსახურეობრივ და/ან მეგობრულ რომანს უქადის.
კურო
ამ ნიშნის მდედრობითი სქესის წარმომადგენლები სწრაფად და ზუსტად დაიწყებენ რეაგირებას პარტნიორის სიტყვებსა და ქმედებებზე. 2022 წელს მამრმა კუროებმა ბევრი იფლირტავს, ოჯახის შექმნის სურვილი კი გვერდზე გადადეს. “დაღვინების” დრო დადგა: პირველი ქალი, რომელიც 2023 წელს დაიპყრობს თქვენს გულს, გაგაოცებთ. სექსს ახლებურად შეხედავთ და საწოლში ნაკლებად ეგოისტურად მოიქცევით.
ტყუპები
2023 წლის პირველი რამდენიმე თვე ნებისმიერ ურთიერთობაში ერთობ გიჟური მოგეჩვენებათ. ეს არ უკავშირდება იმას, რომ გარშემომყოფები უცნაურად მოიქცევიან, უბრალოდ საკუთარ თავში აბსოლუტურად ახალ ტენდენციებსა და ინტერესებს აღმოაჩენთ. საპირისპირო სქესთან ურთიერთობის სწორად აგებას ახლებურად მიუდგებით. რისკავთ, რომ წარმოუდგენელი პაემნების ინიციატორი გახდეთ.
კირჩხიბი
მარტის ბოლოს, როგორც იქნა, თავს მოსვენებულად იგრძნობთ. გასულმა წელმა ძალები წაგართვათ, თუმცა დროთა განმავლობაში საკმარისად დააგროვებთ სასიცოცხლო რესურსს, რათა გარშემო მიმოიხედოთ და შემაჩნიოთ თქვნი პოტენციური გულის სწორები.
ლომი
დამდგი 2023 წელი მოგიტანთ ემოციების ქარიშხალს და დაუოკებელ ვნებებს. საკუთარ თავში ზედმეტად ჩაციკვლის რისკის ქვეშ ხართ. ასევე სავარაუდოა, რომ პარტნონის მიერ მინიშნებულ სიგნალებს ვეღარ შემაჩნევთ.
ქალწული
თქვენს შემთხვევაში სასიყვარულო სფერო შეიძლება მოულოდნელად გააქტიურდეს, მაშინაც კი, თუ ამისათვის არანაირი ძალისხმევა არ გაგიწევიათ. უნდა აღინიშნოს, რომ შეიძლება საკმაოდ ბევრი პოტენციური “მეორე ნახევარი” აღმოაჩინოთ, თუმცა, პირველ შემხვედრზე არჩევანის გაკეთება ნამდვილად არ ღირს.
სასწორი
დაახლოებით 2023 წლის ივნისში შეიძლება შეიგრძნოთ, თუ როგორ იცვლება თქვენი შინაგანი მდგომარეობა. არაა გამორიცხული, რომ საზოგადოებაში საკუთარი რეპრეზნტაციის სტილის შეცვლა მოგინდეთ, ასევე უფრო თამამად და თავდაჯერებულად მოქმედება დაიწყოთ.
მორიელი
დამდეგი 2023 წელი შეიძლება გასულ წელთან არანაკლებ ტურბულენტური აღმოჩნდეს. ივნისიდან მოყოლებული პარტნიორულ ურთიერთობებში თქვენს წინაშე გამოჩნდება ახალი პერსპექტივები.
მშვილდოსანი
ახალ წელს შეიძლება ოჯახის შექმნის, სახლის აშენებისა და კეთილმოწყობის ფიქრი დაგაწვეთ ისე, როგორც არასდროს. უბრალოდ ეცადეთ, რომ ჯვარი არ დაიწეროთ პირველ შემხვედრთან.
მერწყული
დამდეგი 2023 წელი გაიძულებთ, რომ ხელახლა გადახედოთ თქვენს ძველ დადგენილებებს როგორც სექსუალურ კონტაქტებთან, ასევე ოფიციალურ ქორწინებასთან მიმართებითაც. იმის წინასწარმეტყველება, თუ როგორი იქნება თქვენი საბოლოო დაკსვნები, თავად კი არ ძალგიძთ.
თევზები
მომავალი წელი გაიძულებთ საკუთარი ემოციური სფეროს დისციპლინირებას, ეს ეხება თქვენი ცხოვრების სექსუალურ ნაწილსაც.