
საბჭოთა კავშირში ყველაფერი დეფიციტში იყო, თუმცა, ამავდროულად, ადამიანებს ჰქონდათ აუცილებელი ნივთები, რაც არ ჰქონდათ – თავად ამზადებდნენ. მე არაერთხელ მსმენია მშობლებისგან გაზიანი სასმლის ავტომატების შესახებ, რომელთანაც ერთჯერადი ჭიქები არასდროს ელაგა, აგრეთვე, მსმენია ნატურალური პროდუქტის ფასების შესახებაც, თუმცა, ყველაზე მეტად მაინც მიკვირდა ის, თუ როგორ ხრიკებს მიმართავდა საბჭოთა მოსახლეობა.
საბჭოთა მოქალაქეების გამომგონებლობის უნარი მართლაც საოცარია. Girl.ge-ს რედაქციამ გადაწყვიტა, წარსული გაეხსენებინა და ეამბო დიდი ხნის წინ მივიწყებული რჩევების შესახებ, რომლებიც ახლაც გაამარტივებს ყოფაცხოვრებას და ეკონომიაში დაგეხმარებათ. ეს ხრიკები უცნაურიცაა და სასარგებლოც.
საბჭოთა ყოფაცხოვრება
1. საბავშვო ეტლის გაუმჯობესება
ეს ახლა შეიძლება მაღაზიებში ნებისმიერი ფერის, ზომისა თუ კომპლექტაციის ეტლების შეძენა. მაშინ კი თავად უნდა გაგეღოთ ძალისხმევა ასეთი საჭირო ნივთის ტრანსფორმირებისთვის. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ლიფტი არ მუშაობდა, ჟურნალებში წერდნენ, როგორ უნდა გაგემარტივებინათ ეტლის ატანა საფეხურებზე. როცა ბავშვი იზრდებოდა, ეტლს არ ყიდდნენ, ან ურიკად აქცევდნენ ხოლმე.
2. მბრუნავი ტელევიზორი
იმ დროის ხრიკების უმეტესობა არამხოლოდ ფულის ეკონომიას, არამედ მოხერხებულობასა და პრაქტიკულობასაც ემსახურებოდა. ყველას ხომ არ შეეძლო ტელევიზორის ქვეშ მბრუნავი ტუმბოს დადგმა. თუმცა, მისი დამზადება რთული სულაც არ იყო. მაგალითად, იმ დროისთვის პოპულარული ჟურნალი “მეცნიერება და ტექნიკა” გვირჩევდა ამ საქმისთვის ჯანმრთელობის დისკის გამოყენებას. ეს იყო იატაკის სავარჯიშო მბრუნავი დისკი. იგი უბრალოდ კომოდზე მაგრდებოდა, ზემოდან კი ტელევიზორი ედგმებოდა.
3. ჭურჭლის გაუმჯობესება
საბჭოთა პერიოდში, ქვაბი არ იყო აღჭურვილი პლასტმასის ან ხის სახელურიანი თავსახურებით. დიასახლისებს თითები რომ არ დაეწვათ თავსახურის აწევის დროს, ბოთლის საცობს ან ხის ნაჭერს სახელურის ნახვრეტში დებდნენ. უკიდურეს შემთხვევაში, ამ ფუნქციას დახვეული გაზეთი ასრულებდა.
4. კოლგოტის შეკეთება
კაპრონის კოლგოტები დიდი დეფიციტი იყო. მას ძალიან უფრთხილდებოდნენ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იცვამდნენ. თუ კოლგოტზე ხვრელი ან თვალი გაჩნდებოდა, მათ მაშინვე არ ყრიდნენ ნაგავში. ეს იყო საიუველირო სამუშაო: ჩულქს ფრთხილად წელავდნენ ჭრაქზე და იწყებდნენ ფრთხილად ამოკერვას, არც მეტი, არც ნაკლები, თმის ღერებით.
თუ ასეთი ნაკეთობა ჩასაცმელად საერთოდ გამოუსადეგი იყო, მას საყოფაცხოვრებოდ იყენებდნენ. მასში ინახებოდა ნიორი და ხახვი. ხოლო ჟურნალი “მეცნიერება და ტექნიკა” გვირჩევდა კაპრონის კოლგოტების გამოყენებას ტენისის ან ბადმინტონის ჩოგნების შესაკეთებლად. აგრეთვე, კოლგოტის გავლით წურავდნენ წვენს ან ღვინოს. მოკლედ, მათ მრავალ საყოფაცხოვრებო სიტუაციაში უხსნიათ როგორც ქალები, ისე მამაკაცებიც.
5. ასანთი ტუჩსაცხში
კოლგოტების თმით ამოკემსვა საბჭოელი ქალების ერთადერთი გენიალური გამოგონება არ ყოფილა. მათ იცოდნენ, როგორ დაეზოგათ ფული ახალი ტუჩსაცხის შესაძენად. როცა პომადის გამოყენება ჩვეულებრივი გზით აღარ შეიძლებოდა, ასანთის ღერს იყენებდნენ. ტუჩსაცხი ხომ შეფუთვაში საკმაო რაოდენობით რჩებოდა ხოლმე. ასე შიგთავსი ბოლო წვეთამდე გამოიყენებოდა.
6. ტუალეტის ავზის მოტყუება
ეს ხრიკი გამოგადგებათ ახლაც, რამდენადაც კომუნალური მომსახურების საფასური, მსუბუქად რომ ვთქვათ, იკბინება. სსრკ-ში ადამიანები, წყლის გადასახადის შესამცირებლად, უნიტაზის ავზში აგურს დებდნენ. ამრიგად, წყალი იქ ნაკლები რაოდენობით გროვდებოდა.
რამდენიმე წლის წინ, საბჭოთა მოქალაქეების ასეთი იდეა კალიფორნიულმა კომპანიამ თავის სასარგებლოდ გამოიყენა. უბრალოდ, ჩვეულებრივი აგურის ნაცვლად, ამერიკელებმა რეზინის ანალოგი გამოიყენეს. მუშაობის პრინციპი იგივე იყო – მოხმარებული წყლის რაოდენობა იკლებდა. ოკეანისმიღმა პროექტის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ასე წელიწადში 11 000 ლიტრამდე წყლის დაზოგვა შეიძლებოდა.
7. ტუშის ეკონიმია
როცა ტუში ხმებოდა, ჯაგრისზე უბრალოდ აფურთხებდნენ. ნერწყვი შესანიშნავად ხსნიდა შიგთავსს, ტუში კი ახალივით ღებავდა წამწამებს. აგრეთვე, ქალებმა იცოდნენ, რომ ტუშის შეფუთვას სათადარიგო რეზერვუარი აქვს. ამისთვის, უბრალოდ უნდა ამოეჩიჩქნათ შიდა სარქველი, შიგთავსი კი კიდევ ერთი წლით იქნებოდა საკმარისი.
8. ჩრდილები
თუ თვალის ჩრდილები არ ჰქონდათ ან საჭირო ელფერს ვერ პოულობდნენ, საბჭოელი ქალები საახალწლო სათამაშოებს იყენებდნენ. ქუთუთოებზე ისვამდნენ კრემს ან ვაზელინს, ზემოდან კი დანაყულ ბრჭყვიალებს აყრიდნენ. სადღესასწაულო მაკიაჟი მზადაა!
9. სატუმბი სახელურის ნაცვლად
კიდევ ერთი სასარგებლო და მარტივი ხრიკი ჟურნალიდან “მეცნიერება და ტექნიკა”. ხშირად, ისეც ხდება, რომ კომოდს უეცრად სახელური სძვრება. მამაკაცი თუ სამსახურში იყო, უჯრიდან კი რაღაცის ამოღება იყო საჭირო, პრობლემის გადასაჭრელად სატუმბს იყენებდნენ. მას სახელურის ადგილას ამაგრებდნენ და უჯრას ასე ხსნიდნენ.
10. ბიგუდები გაზეთისგან
თამამად შეიძლება ითქვას, რომ სსრკ-ს ქალბატონები ნამდვილი გამომგონებლები იყვნენ. თუ თმის დახვევა იყო საჭირო, ბიგუდები ან სახვევი უთო კი არ ჰქონდათ, გაზეთებს იყენებდნენ. საჭირო სისქეზე დახვევის შემდეგ, მათ ახვევდნენ ქსოვილში და იყენებდნენ ჩვეულებრივ, ბიგუდების მსგავსად. რამდენიმე საათში ან დილით, თავზე დიდებული კულულები ჩნდებოდა.
ოდესღაც, ადამიანები, რომლებსაც ინტერნეტი არ ჰქონდათ, შესანიშნავად აზროვნებდნენ და მრავალი პრობლემისგან პოულობდნენ გამოსავალს. მაგარი იქნებოდა, ძველი ჟურნალები რომ გვეპოვა. “მეცნიერება და ტექნიკა” ხომ იდეების ნამდვილი საუნჯე იყო…