
თუ სრულიად მოულოდნელად ნიჟარის სანიაღვრე მილი გაიჭედა და სანტექნიკოსის გამოძახების საშუალება არ გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ თავად სცადოთ ამ პრობლემის მოგვარება.
არსებობს ერთი ძალიან ეფექტური მეთოდი, რომელიც არასოდეს გიღალატებთ. ამ მეთოდზეა საუბარი – Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.
ამ მეთოდისთვის დაგჭირდებათ:
4 სუფრის კოვზი სოდა, სუფრის ძმარი და მდუღარე წყალი.ნიჟარიდან ბადე ამოიღეთ და სანიაღვრეში 4 სუფრის კოვზი სოდა ჩაყარეთ.შემდეგ, სანიაღვრეში 1 ჩაიდანი მდუღარე წყალი ჩაასხით. ამის შემდეგ კი უნდა ჩაასხათ 250 მილილიტრი ჩვეულებრივი სუფრის ძმარი.
ამ დროს დამახასიათებელ შიშხინს გაიგონებთ.როგორც კი რეაქცია დასრულდება, შეგიძლიათ გააგრძელოთ.სანიაღვრე მილში კიდევ ერთი ჩაიდანი მდუღარე წყალი ჩაასხით. ამის შემდეგ, მილი გათავისუფლდება და ნიჟარა ძალიან კარგად დაიცლება.პროფილაქტიკის მიზნით, საჭიროა ამ პროცედურის რეგულარულად გამეორება. ნუ დაელოდებით სანიაღვრე მილის გაჭედვას.