
მაკიაჟის ექსპერტად რომ იქცეთ, აუცილებელი არაა სპეციალური განათლების მიღება. საკმარისია თავის მოვლის გამოცდილების, კოსმეტიკის სწორად შერჩევის უნარისა და ორი-სამი მნიშვნელოვანი საიდუმლოს ქონა.
სახის ლამაზი ნაკვთების გამოკვეთის უნარი მხოლოდ პრაქტიკასთან ერთად ჩნდება. Girl.ge-ის რედაქციას სჯერა, რომ თქვენ საკმარისად გაქვთ კოსმეტიკის გამოყენების გამოცდილება. თუმცა, დღეს მაინც გაგიზიარებთ მნიშვნელოვან და საჭირო ხრიკებს, რომლებიც ნებისმიერი თავმოყვარე ვიზაჟისტის არსენალშია. ახალგაზრდა, განახლებული იერი გარანტირებული გექნებათ!
სილამაზის საიდუმლოებანი
1. გამოიყენეთ წამწამების საპრეხი შხაპის მიღებისთანავე
მაღალი ტენიანობა თქვენს წამწამებს უფრო მოქნილსა და დამყოლს ხდის. თუ მათ ამ დროს აიპრიხავთ, ღერები არ დაიმტვრევა.

2. წარბების მაკიაჟი ფანქრით დაიწყეთ
ყავისფერი პუდრა, რომელსაც ბევრი ქალი იყენებს წარბებზე ბუნებრივი ფერის მისაღებად, ძალიან არამყარია. პუდრის ეფექტი, შესაძლოა, უკვე შუადღისკენ გაქრეს. მას მტკიცე საფუძველი რომ მისცეთ, გადაატარეთ წარბებს წარბის ყავისფერი ფანქარი. მისი ცვილოვანი შემადგენლობა პუდრისთვის კარგი ბაზა იქნება.

3. გაათბეთ ტონალური კრემი
სახე დახატულ ნიღაბს რომ არ დაამსგავსოთ, ხელის გულები ერთმანეთს უხახუნეთ, გათბობის შემდეგ კი მიიდეთ ლოყებსა და შუბლზე. მომატებული ტემპერატურა კრემს ოდნავ დაადნობს, შესაბამისად, უფრო თანაბრად გადანაწილდება.

4. შეარჩიეთ ორი სახეობის ტუში
პირველ რიგში, შეიღებეთ წამწამები მოცულობის გასაზრდელი ტუშით. დაელოდეთ რამდენიმე წუთით მის გაშრობას, შემდეგ კი წაისვით დამაგრძელებელი. ტუშის გელისებრი ბაზა გაამყარებს მაკიაჟს და უზრუნველყოფს მის გამძლეობას.

5. დაამზადეთ ტუჩსაცხი
პომადები ხშირად იკარგება. ამ შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალი მისი დამზადებაა. ტუჩებზე წაისვით დამატენიანებელი ბალზამი, თითის დაბოლოებით აიღეთ ცოტაოდენი მოვარდისფრო ჩრდილი და გადაისვით ტუჩებზე. მოელვარე, მტკიცე ფერი გარანტირებულია!

6. იპოვეთ საყრდენი იდაყვისთვის
მკვეთრი, თხელი ხაზები თვალებსა და ტუჩებზე აუცილებლად გამოგივათ, თუ ხელი არ აგიკანკალდებათ. დაეყრდენით იდაყვით ტუალეტის მაგიდას ან კომოდს, შემდეგ კი გაუსვით სწორი, უწყვეტი ხაზი. გამოცდილი მაქვს – გამოგივათ!

7. აირჩიეთ მოლურჯო ელფერი
თვალის გაწითლებული სკლერადან ყურადღება რომ გადაიტანოთ, აირჩიეთ ლაინერისა და ჩრდილების ცივი ელფერი. მუქი ლურჯი ლაინერი და ნაზი რუხი ჩრდილები მზერას გახსნის და განაახლებს. მოერიეთ ვარდისფერს, წითელსა და იისფერს, ისინი მხოლოდ თვალების დაღლილობას გაუსვამს ხაზს.

დაიმახსოვრეთ, მაკიაჟში ყოველთვის აბერებს ყავისფერი ტუჩსაცხი, სახის სიფერმკრთალე, ლურჯი ჩრდილები, შავი ლაინერი. პირიქით, ყოველთვის აახალგაზრდავებს ატმისფერი ან კორალისფერი ჩრდილები, აპრეხილი წამწამები, ოქროსფერი ბრონზერი, ნათელი ჩრდილები თვალის კუთხეებში.

დაიცავით ეს მარტივი წესები და თავად იხილავთ, რამდენად განახლდება და გაახალგაზრდავდება თქვენი სახე.
თქვენ გაქვთ მსგავსი ხრიკები? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.