სახის ტონიკი: რატომ ვერ მოხერხდება მის გარეშე იოლად გადავლა.

0
13

ბევრი ადამიანისათვის ტონიკი კანის მოვლის გაურკვეველი საშუალებაა. როდის ან რისთვის უნდა გამოვიყენოთ იგი? ღირს თუ არა იმ პროდუქტში ფულის გადახდა, რომლის მოქმედების შედეგის შეფასება რთულია შეუიარაღებელი თვალით?

ადრე მანდილოსნების დიდი ნაწილი ბიუთი-პრეპარატებს შიშით ეკიდებოდა. ისინი ძირითადად ამ მოსაზრებით ხელმძღვანელობდნენ: “ადრე საპნიანი წყლით ვიბანდით სახეს, საბავშვო კრემს ვხმარობდით და როგორღაც ვცოცხლობდით”. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ასაკი ქალები უგულებელყოფდნენ კოსმეტოლოგთა რჩევებს, ისინი ხანგამოშვებით იშორებდნენ მაკაიჟს, მათ იმის გაგონებაც კი არ სურდათ, რომ კრემი უნდა შეირჩეს კანის ტიპის მიხედვით და საჭიროა მისი ტექსტურის ცვლილება სეზონიდან გამომდინარე.

დღესდღეობით ტონიკების სასარგებლოდ გაცილებით მეტი არგუმენტი მოიძებნება, ვიდრე ხუთი წლის წინ. ამ სახის პროდუქტებმა ევოლუცია განიცადა და მათ უკვე შეუძლია ერთბაშად რამდენიმე საშუალების ჩანაცვლება.

ადრე დერმატოლოგები გვირჩევდნენ ტონიკის გამოყენებას კანის წმენდის რიტუალის დამამთავრებელი ეტაპის სახით, რათა მოგვემზადებინე კანი შემდგომი მოვლისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ სილამაზის ინდუსტრია ერთ ადგილს არ ტკეპნის და ახლა ტონიკისგან განსაკუთრებული სარგებლის მიღება გახდა შესაძლებელი: მას შეუძლია კანის ფერის გაახლება და გათანაბრება, ასევე მისი დატენიანებაც.

უმჯობესია, რომ ნორმალური კანისათვის დამატენიანებელი კომპონენტების შემცველი ტონიკი გამოვიყენოთ. მშრალ კანს ესაჭიროება უფრო რბილი მოქმედების საშუალება, რომლის შემადგენლობაშიც არ იქნება გარეული სპირტი. როგორც წესი, ასეთი პროდუქტების ეტიკეტებზე აღმოაჩენთ წარწერებს – “გლიცერინი, გვირილას ექსტრაქტი, ალოე ვერა, A, B5 და E ვიტამინები”. კომბინირებული, ცხიმიანი და გამონაყრისადმი მიდრეკინი კანის მფლობელებს ვურჩევთ, უპირატესობა მიანიჭონ AHA-მჟავებისა და და სალიცილის მჟავის შემცველ ტონიკებს.

იმ შემთხვევაში, თუკი ცხიმიანი კანი გაქვთ, იხმარეთ ტონიკები, რომლებიც ავიწროებს ფორებს, აქრობს ანთებით პროცესებს და გაღიზიანებას. იდეალური პროდუქტის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა შედიოდეს კალენდულის ან გვირილას ექსტრაქტი.

ყველა დასაბანი საშუალება როდი ინდობს კანს – ზოგიერთმა მათგანმა, განსაკუთრებთ, მაგარმა საპონმა, შეიძლება შეცვალოს მჟავა-ტუტოვანი ბალანს და გამოიწვიოს სახის ზედაპირული საფარველის გაღიზიანება. ტონიკი დაგეხმარებათ ზედმეტად აგრესიული წმენდისგან განპირობებული უარყოფითი ეფექტის განეიტრალებაში.

ტონიკი აგრეთვე სჭირდებათ ქალბატონებს, რომელბიც სახეს ცხელი წყლით იბანენ ხოლმე (არადა, კოსმეტოლოგები მოგვიწოდებენ, რომ ამას გადავეჩვიოთ), ან შეჩვეულნი არიან სპონჯებისა და ხაოიანი ხელსახოცების გამოყენებას. ტონიკები ამშვიდებს და ატენიანებს კანს, აჯერებს მას მასაზრდოებელი კომპონენტებით და ეხმარება სწრაფად აღდგენაში.