ჩემი ქმრის მშობლებს დიდი სახლი ხვდებათ წილად. რა დაგვრჩება მე და ჩემს შვილებს?

0
30

თითქმის 11 წელია, რაც გათხოვილი ვარ, მე და გაგას სამი შვილი გვყავს. ბავშვებს თავად ვუვლი, ამ ეტაპზე არ ვმუშაობ. დაოჯახებამდე საყვარელი საქმიანობით ვიყავი დაკავებული, მშობელბთან ერთად დიდ ბინაში ვცხოვობდი, საკუთარ მოთხოვნილებებს ვიკმაყოფილებდი. მოგვიანებით შევხვდი მამაკავს, რომელმაც ცხოვრებაში ყველაფერს თავისი შრომით მიაღწია და სოციალური სტატუსი აიმაღლა. გაგა უბრალო ოჯახიდანაა, ის სიგარეტს არ ეწევა და არც ალკოჰოლს ეტანება. მას შესანიშნავად გამოსდის ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა. გაგა საოცარი მამა, მას შვილები უსაზღვროდ უყვარს და მათ ყურადღებას არასოდეს აკლებს.

უკვე რამდენიმე წელია, რაც გაგა თავის მშობლებს უზარმაზარ სახლს უშენებს, რაშიც ნაწილობრივ ჩადებული ის თანხა, რაც ჩემმა დედამთილ-მამამთილმა თავისი ბინის გაყიდვის შემდეგ მიიღო, დანარჩენი ფული კი გაგას დამატებულია.

ამ წლების განმავლობაში ჩვენ ნაქირავებში ვცხოვრობთ. მეც და შვილებს გაგა ყველაფრით უზრუნველგვყოფს, მას ჩვენთვის არაფერი ენანება. საკუთარი ბინისა და ავტომობილის შეძენის დაუოკებელი სურვილი მაქვს, მინდა, რომ გარკვეული ფულადი დანაზოგი მოვაგროვოთ. სამწუხაროდ, ჩემს მშობლებს ვარაფრით ვეხმარებით, მართალია, ისინი ამას არც არასოდეს გვთხოვენ.

დედამთილ-მამამთილთან საუბარს აზრი არ აქვს, ისინი თავს იმით იმართლებენ, რომ გაგამ მათთვის სახლის მშენებლობა საკუთარი ინიციატივით წამოიწყო. ჩემს ქმარს ამ თემაზე ლაპარაკი კი კატეგორიულად არ სურს.

დედა მეუბნება, რომ გაგა მისი ოჯახის წევრად არ მთვლის, ნებისმიერი კონფლიქტის შემთხვევაში ის ბავშვებს ხელს ჩაჰკიდებს და მათ მშობლებთან წაიყვანს, მე კი გზაშარაზე დამტოვებს. სწორედ ამ მიზეზის გამო არ ყიდულობს ჩემი ქმარი ბინას, რადგან განქორწინების შემთხვევაში მისი შუაზე გაყოფა მოგვიწევს, როგორც საერთო ქონების. შესაძლოა, დედაჩემის სიტყვებში მართლაც ერიოს სიმართლის მარცვალი.