როგორ გამოვნახო საკუთარ თავში ძალები, რათა საბოლოოდ გავწყვიტო დედასთან ნათესავური კავშირი?

0
19

გარკვეული ხნის წინ დედასთან კომუნაკიცია გავწყვიტე, რასაც წამითაც არ ვნანობ. მოგვიანებით მამაჩემი გარდაიცვალა გულის შეტევით, უბრალოდ არ შემოძლო, მშობლისათვის არ დამერეკა და მის მოსანახულებლად არ მივსულიყავი. დედას სულ ორჯერ გადავუშალე გული და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საშინელი შეცდომა დავუშვი.

მშობელი ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ მყავდა ნანახი, ფსიქოლოგიურად ძალიან მიმძიმდა მასთან შეხმიანება. როცა დედამ მნახა, გაკვირვებულმა მკითხა, თუ რატომ გავწყვიტე მასთან კავშირი. მშობელს რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითი მოვუყვანე, როცა მან გული მატკინა, თუმცა ბოდიშის ნაცვლად კვლავ თავის მართლება მივიღე. დედის ხმის გაგონება იმ მომენტიდა აღარ მინდოდა, რაც მან მთელს სანათესაოს მოუყვა, რომ ბავშვების ყოლა აღარ შემიძლია. ის ყველასთან ამბობდა, რომ სულმოუთქმელად ელოდებოდა შვილშვილების გაჩენას, თუმცა ავადმყოფი ქალიშვილის გამო არ გაუმართლა.

ახლახანს თავს დატეხილმა უბედურებამ დედასთან კვლავინდებურად მაიძულა ურთიერთობა. მან მამის გარდაცვალებაში მე დამადანაშაულა. მას ხშირად ვეხმიანებოდი დედისგან ფარულად. ის ხშირად მთხოვდა მის ცოლთან შერიგებას, თუმცა საკუთარ თავზე გადაბიჯება მიჭირდა. ახლა დედა ნათესავებს უყვება, რომ მამამ ჩემი ამგვარი მოქცევა ვერ გადაიტანა. ამასთან, მშობელი თავისი მარტოობით და ხადაზულობთ ცდილობს ჩემზე მანიპილირებას, რათა მას შევურიგდე.

დამ არაერთხელ დამირეკა და დამძრახა, მისი თქმით, დედაჩვენის დღეები დათვლილია, მას მოვლა-პატრონობა სჭირდება, რაც მე უნდა ავიღო საკუთარ თავზე. ძალები მოვიკრიბე, მშობელს დავურეკე და პირდაპირ ვუთხარი, რომ ჩემს სახლში მის წამოყვანას არ ვაპირებდი. მან ყურმილი დამიკიდა, რამდენიმე დღეში კი დამ დამირეკა და ყვირილით მაუწყა, რომ დედაჩვენი საავადმყოფოში მოხვდა გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო. დედმამიშვილმა ასევე დასძინა, რომ მშობელს ჩემი თვალით დანახვაც კი აღარ უნდოდა. თიკო მთხოვს, რომ მშობელს ბოდიში მოვუხადო და პატიება ვთხოვო.