ჩემი ქმრის ყოფილ ცოლს მისი დაბრუნება სწადია, არადა, მან შესანიშნავად უწყის, რომ თენგო დაოჯახებულია.

0
19

უკვე სამი წელია, რაც გათხოვილი ვარ. მეუღლე ჩემზე 5 წლით უფროსია. პირველი ქორწინებებიდან ორივეს გვყავს შვილები: მე ვაჟი, თენგოს კი – გოგონა და ბიჭუნა. ჩემი ქმრის ოჯახის დანგრევაში მისი ყოფილი ცოლია დამნაშავე. ყოფილ თანაკლასელთა შეხვედრაზე თაკო თავის პირველ შეყვარებულს შეხვდა და მის მიმართ გული უწინდელი მგზნებარებით აენთო. საბოლოო ჯამში, მან ბავშვებს ხელი ჩაჰკიდა და თენგო მიატოვა. თაკო შვილებს თავიანთ მამასთან შეხვედრასაც კი უკრძალავდა. ის ბავშვებს შთააგონებთ, თითქოს თენგომ მათზე უარი თქვა. ცხადია, ჩემს ურცხვ, აწ უკვ ყოფილ რძალს არ ეყოფოდა იმის გამბედაობა, შვილებისათვის დაუფარავად ეთქვა, რომ თენგოსთან დაშორება მისი ინიციატივა იყო.

ჩემი ქმარი დღემდე განიცდის თავის ბავშვებთან განშორების ამბავს. გულწრფელად ვამბობ, რომ თენგო საუცხოო მამაა. მან ყოფილ ცოლს ბინა დაუტოვა, იგი ყოველთვიურად სოლიდურ ალიმენტს იხდის. თენგო ბევრჯერ ეცადა თაკოს დათანხმებას, რომ ყოფილ ცოლს მისთვის შვილების ნახვა არ აეკრძალა, თუმცა, ამაოდ.

ამჟამად ორსულად ვარ, ჩემი და თენგოს სიხარულს საზღვარი არ აქვს. ახლა მეუღლეს ყურადღება მთლიანად ჩვენს მომავალ შვილზეა კონცენტრირებული. უკანასკნელ ხანებში თაკო ცდილობს, რომ რაც შეიძლება ხშირად შეხვდეს თენგოს. როგორც გაირკვა, მას ჩემს მეუღლესთან სასიყვარულო ურთიერთობის განახლება აქვს განზრახული. თენგომ ყოფილს არაერთხელ აუხსნა, რომ მას ძალიან ვუყვარვარ და მალე ბავშვი შეგვეძინება, თაკოს კი არ სურს ამის შეგნება.