
2023 წელის გახდება მშვიდი პერიოდი, რომელიც სულის მოთქმის და ცხოვრების შემდგომი გარღვევისათვის ძალების მოკრები საშუალებას მოგვცემს. ტაროლოგი და პარაფსიქოლოგი გალინა იანკო ამტკიცებს, რომ ეს შესანიშნავი დროა ტემპის დასაგდებად, საკუთარი მიღწევებისა თუ წარუმატებლობების გასაანალიზებლად, ფასეულობათა გადასახედად და პრიორიტეტების გადასანაწილებლად.
2023 წელს სატურნი ტრანზიტულად გაივლის მეწყულში. ამის შედეგად სამყაროში გამოჩნდება შემოქმედებითობის ძალა. კორონავირუსისა თუ სხვა მოვლენათა გამო შემოსავლების შენელებული ტემპი კვლავ გაიზრდება. მცირე სახელმწიფოებს გაუჩნდება კომერციული შესაძლებლობები, მათი ვალუტები უფრო ფასეული გახდება. 2023 წლისგან სამაყრო მიიღებს როგორც პაუზას, აგრეთვე დიდ სარგებელსაც.
ამის შემდგომ გახუ ტრანზიტულად გაივლის კუროში, კეტუ კი – სასწორში. ეს წელი სირთულეთა შემცველი იქნება თანამშომლობისათვის. ზოგიერთ ქვეყანას შორის, სადაც მეგობრული მოალპარაკებები მიმდინარეობს, შეიძლება აღმოცენდეს წინააღმდეგობები, რაც გააფუჭებს მათ ურთიერთობას.
გარეგანი უშფოთველობის მიუხედავად, კურდღლის წელიწადი შეიძლება იყოს საკმაოდ პროდუქტიულიც. წყლის სტიქიის ბატონობა მოახდენს მოდუნების, შეუპოვრობის, მიზანდასახულობისა და შრომისმოყვარეობის გარანტირებას ცხოვრების ყველა სფეროში. ღირსეული შედეგები მიიღწევა მხოლოდ განსაზღვრული პირობების შემთხვევაში. მთავარია – ყველაფერში სიფრთხილისა და წინდახედულების გამოჩენა.
ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)
2023 წელი ვერძებს ბევრ სიყვარულს მოუტანს. სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფი ამ ჯიუტი ნიშნის წარმომადგენლები პარტნიორებთან სრულ ჰარმონიას მიაღწევს. მარტოსულები შვებას იპოვიან მოულოდნელი გაცნობით, რომელიც მათ განსაკუთრებულად შემოუტრილადებათ.
კურო (21 აპრილი – 20 მაისი)
კუროებს ძალიან არ მოსწონთ ცვლილებები, თუმცა, სამწუხაროდ, ისინი გარდაუვალია. წინაღობათა დაძლევით ახალი მწვერვალების დაპყრობას შელძებთ. ეს ეხება როგორც პროფესიონალურ საქმიანობას, ისე პირად ურთიერთობებსაც.
ტყუპები (22 მაისი – 21 ივნისი)
ტყუპებისათვის 2023 წელის გახდება სიურპრიებითა და გაუთვალისწინებელი გარემოებებით სავსე პერიოდი. ჰოროსკოპი ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველაზე ცუდ სიტუაციებშიც კი სინათლისა და შემდგომი განვითარების შესაძლებლობების დანახვას ურჩევს. მაქსიმუმის მიღწევით ცხოვრების ახალი დონის ფსკერზე აღმოჩნდებით, ეს არ დაგავიწყდეთ.
კირჩხიბი (22 ივნისი – 22 ივლისი)
შავი კურდღელი კირჩხიბებს ძველი საქმეების წარმატებით დასურლებისა და ახალი პროექტების დაწყების შესაძლებლობას მისცემს. დიდი იმის ალბათობა, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლები პრიველად აღმოჩნდებიან ლიდერთა სიაში, ამთი ავტორიტეტი და ფინანსები გაიზრდება.
ლომი (23 ივლისი – 21 აგვისტო)
ახალ წელს ლომებს მიეცემათ დასახული მიზნების რეალიზების შანსები, თუკი ისინი შეძლებენ თავიანთი ამბიციების დაოკებას.
ქალწული ( 22 აგვისტო – 23 სექტემბერი)
შავი კურდღლის მფარველობის ქვეშ 2023 წელს ქალწული აღმოაჩენს საკუთარი ხასიათის ახალ საზღვრებს. თავდაუზოგავი შრომისა და ძალისხმევის გამო დაჯილდოვებულები იქნები. უნდა აღინიშნოს, რომ წარმატებისკენ სავალ გზაზე შეიძლება ხელის შეგიშალოთ გულმავიწყობამ, დრამატულობამ და ყველაფრის გაანალიზებისკენ ზედმეტად მიმართულობამ.
სასწორი ( 24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი)
ახალ წელს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ცვლილებების არ უნდა შეეშნდეთ, მათ უნდა დაივიწყონ ძველი წყენები და აღარ შეახსენონ მჩაგვრელებს წარსული შეცდომები.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი – 22 დეკემბერი)
შავი კურდღელი მშვილდოსნებს ახალი წლის არც ერთ თვეს არ მისცემს მოსვენებას. პატარა უსიამოვნებები და საზრუნავები მათი თანმდევი იქნება მთელი 2023 წლის განმავლობაში.
მორიელი (24 ოქტომბერი – 22 ნოემბერი)
2023 წელი მორიელთათვის გახდება შემაძრწუნებელ სიახლეებს მოკლებული პერიოდი, მათ წინ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ცვლილებები ელით.
თხის რქა (23 დეკემბერი – 20 იანვარი)
შავი კურდღლის წელი თხის რქებისათვის ხელახლა დაბადები პერიოდი გახება. ცვლილებები მოხდება ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროში. ამ ნიშნის წარმომადგენლები თვითშემეცნებით დაკავდებიან, ისინი სამყაროს შესახებ არსებულ გარკვეულ შეხედულებებსაც შეიცვლიან.
მერწყლი (21 იანვარი – 19 თებერვალი)
ახალ წელს მერწყულების საქმიანობის მკვეთრად შეცვლაზე დაფიქრდებიან.
თევზები (20 თებერვალი – 20 მარტი)
2023 წელი თევზებისათვის ფრიად ერთმნიშვნლოვანია. ამ ნიშნის წარმომადგენლებმა მთელი 12 თვე საკუთარ თავზე მუშაობასა და თვითშეფასების ამაღლებას უნდა მოანდომონ.