“ალმასივით მბრწყინავი უნიტაზი”. მარტივი და იაფიანი საშუალება, რომელიც სწრაფად მოაშორებს ყვითელ ნადებსა და ჭუჭყს.

0
36

უნიტაზის სიქათქათემდე გასასუფთავებლად გირჩევთ, ისარგებლოთ ერთი საოცარი მეთოდით, რომელიც ხელმისაწვდომი და იაფიანი საშუალებების გამოყენებას გულისხმობს.

პირველ ეტაპზე უნიტაზი უნდა ამოაშროთ. წყალი შეგიძლიათ ამოიღოთ გადაჭრილი პლასტმასის ბოთლის მეშვეობით.

  • შემდგომ ვიღებთ კალცინირებულ სოდას და უხვად ვაყრით უნიტაზის ზედაპირს.
  • დაახლოებით 20-30 წუთით გააჩერეთ სოდა, რათა მან იმოქმედოს. რაც უფრო ძლიერაა დაბინძურებული ზედაპირი, მით მეტი დროა საჭირო.
  • აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ აიღეთ 9 %-იანი სუფრის ძმარი და ზემოდან მოასხით სოდას.

ამ დროს ორი ნაერთი ერთმანეთთან რეაქციაში შევა და შიშხინის მომსწრენი გახდებით. ღრუბლით კიდევ ერთხელ გაწმინდეთ დაბინძურბული ადგილები.

ბოლოს უბრალოდ ჩამორეცხეთ ჭუჭყის ნარჩენები და უნიტაზი ქათქათს დაიწყებს. ამასთან, გაქრება უსიამოვნო სუნებიც და მიკრობებისგან კვალიც კი აღარ დარჩება.