
ლიმონის წვენი შეიცავს მჟავებს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას აჩქარებენ. ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რომელიც ნატურალური და ძლიერი ანტიოქსიდანტია. მასზე დაფუძნებული დიეტა ეფექტური და მარტივია. ლიმონის წვენი სჯობს წყალში გააზავოთ და უზმოზე, ჭამამდე დალიოთ.

ლიმონის წყალი წონაში დასაკლებად
Girl.ge–ს რედაქცია გირჩევთ, ასეთი დიეტა 2 კვირა დაიცვათ. ეს ოპტიმალური დროა, რომელიც ორგანიზმის გასაწმენდად და ნივთიერებათა ცვლის პროცესების დასაჩქარებლად აუცილებელია. სჯობს გარკვეული გეგმა შეადგინოთ.
1–ლი დღე
1 ლიმონის წვენი 1 ჭიქა წყალს აურიეთ და ერთ დალევაზე დალიეთ.

მე–2 დღე
პროპორციები 2–ჯერ გაზარდეთ და სასმელი ორ მიღებაზე დალიეთ: დილით, უზმოზე, ჭამის წინ და მეორე საჭმლის მიღებამდე.
ყოველ მომდევნო დღეს ლიმონის რაოდენობა 1 ცალით უნდა გაზარდოთ და ყოველი ახალი ხილის წვენი დამატებით ჭიქა წყალში გააზავოთ. პორციებად დალიეთ.
მე–7 დღე
3 ლიმონის წვენი 10 ჭიქა წყალში გააზავეთ და სუფრის კოვზი თაფლი დაუმატეთ. დღის განმავლობაში დალიეთ.

მე–8 დღე
6 ლიმონის წვენი გაწურეთ და 6 ჭიქა წყალს აურიეთ.
მე–9 დღიდან მე–13 დღემდე ლიმონის რაოდენობა ყოველდღე თითო ცალით შეამცირეთ. დიეტის ბოლო დღეს მე–7 დღის პროპორციები გაიმეორეთ. წყალი ლიმონთან და თაფლთან ერთად შესაბამისი პროპორციებით – შესანიშნავი გამოსავალია დეტოქსის პროგრამის დასასრულებლად.

საკუთარ შეგრძნებებს ყურადღება მიაქციეთ, სასმელის დალევის შემდეგ თავი კომფორტულად და მსუბუქად უნდა იგრძნოთ. ერთ დღეში დალიეთ იმდენი, რამდენსაც შეძლებთ. დროს ყურადღება მიაქციეთ: ლიმონის წყალი ჭამამდე 1 საათით ადრე დალიეთ.
ექსპერიმენტები ჩაატარეთ და საკუთარ ორგანიზმს მოუსმინეთ. მიაწოდეთ იმდენი, რამდენიც კარგი განწყობისთვის სჭირდება. ასე შედეგით კმაყოფილი დარჩებით!

მნიშვნელოვანია! თუ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემები გაქვთ, სჯობს ლიმონის დიეტა გამოჯანმრთელებამდე გადადოთ.
წყალი ლიმონით უზმოზე – დიეტა, რომელსაც Girl.ge-ს რედაქცია გირჩევთ. ის საკმაოდ მრავალფუნქციურია. სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.