ტაროს გაშლა. ვის და რატომ უნდა უფრთხილდეთ?

0
33

მოგესალმებით! დღეს Girl.ge-ის რედაქციამ მოგიმზადათ სტატია – ტაროს გაშლა, თემაზე: ვის და რატომ უნდა უფრთხილდეთ?

განეწყვეთ ტაროს გასაშლელად. ეს ძალიან მარტივია: მოდუნდით და გაათავისუფლეთ გონება ზედმეტი ფიქრებისგან. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, იმ სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდით, თქვენს მამაკაცზე (თუ გაშლა მასზეა).

ბარათები გახასიათებთ, როგორც შიშების, ეჭვებისკენ მიდრეკილ ქალს, რომელიც ხშირად მელანქოლიაშია, საკუთარ, არც თუ ისე სასიამოვნო და პოზიტიურ შინაგან პროცესებში. თქვენ საკუთარ თავს აუფასურებთ, უბრალოდ არ გჯერათ საკუთარი შესაძლებლობების.

გაქვთ გარკვეული სამომავლო გეგმები, მიზნები და ოცნებები, მაგრამ ახლა ისინი ძალიან შორეულად და არარეალურად მიგაჩნიათ. ამის მიზეზი თქვენი ფიქრებია, თქვენ ფიქრობთ, რომ ცხოვრებაში ვერაფრის მიღწევას ვერ შეძლებთ.

მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. უბრალოდ, თქვენს ცხოვრებაში არის გარკვეული მომენტები, რომლებიც ხელს გიშლით ამის მიღწევაში. ზოგის შემთხვევაში, ეს არის არაჯანსაღი ჩვევები, მიჯაჭვულობა, ზოგისთვის – ტოქსიკური ადამიანები. მოკლედ, ეს არის ის, რაც ხელს გიშლით წარმატების მიღწევაში.

როდესაც მორიგ ჯერზე ასცდებით გზას, ისევ დეპრესიულ მდგომარეობაში ვარდებით და კიდევ უფრო კარგავთ რწმენას საკუთარი თავის მიმართ. ამ ყველაფრის მიუხედავად, სიტუაციის გამოსწორების შესაძლებლობა გაქვთ და თანაც შეგიძლიათ მისი მთლიანად გამოსწორება ცხოვრების ყველა სფეროში, როგორც სოციალურ, ასევე პირად და მატერიალურ სფეროებში.

ბარათები ძალიან დიდ პოტენციალს გვიჩვენებს. თუმცა, ნუ გგონიათ, რომ ეს ყველაფერი თავისთავად მოვა.

ცხოვრების უკეთესობისაკენ შესაცვლელად, საკუთარ თავზე ძალიან დიდი შრომა მოგიწევთ. მოგიწევთ წარსულის სიტუაციის გადამუშავება, ცვლილებების პერიოდის გავლა. ზოგადად, საკუთარი რეალობის შესაცვლელად, ჯერ თვითონ უნდა შეიცვალოთ, ფაქტიურად სრულიად სხვა ადამიანი უნდა გახდეთ.

ვისი უნდა გეშინოდეთ? ქალის, რომელთანაც წარსულში გქონდათ ურთიერთობა, მაგრამ შემდეგ ეს ურთიერთობა შეწყდა. მოულოდნელად ეს ქალბატონი კვლავ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. ეს ქალი ძალიან ჩაკეტილია, ვერასოდეს გაიგებ რას ფიქრობს, რა გეგმები აქვს და რას უნდა ელოდო მისგან.

ეს არის ქალი, რომელიც რთულ სიტუაციაშია და ცხოვრებაში არაფერი გამოსდის. თითქოს, ურთიერთობები აქვს, მაგრამ ემოციებით ძალიან ძუნწი, ძალიან მძიმე, როდესაც ერთად არიან, მაგრამ მარტო. ან, ეს ქალი მარტოსულია და ამის გამო იტანჯება.

ფინანსური კუთხითაც კარგი მდგომარეობა არ ჩანს. ის შეიძლება ბევრს მუშაობდეს, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევდეს, ფულადი ნაკადი პრაქტიკულად გადაკეტილია და რაც არ უნდა გააკეთოს, ვერაფერს ცვლის.

საინტერესოა, რა გაკავშირებთ თქვენ და ამ ქალბატონს? თქვენ მას კარგად არ იცნობთ, უფრო ზედაპირულად. მიუხედავად ამისა, ამ ქალბატონს აშკარად თქვენი შურს, თქვენზე განაწყენებულია პირადი ცხოვრების გამო. წარსულში, შეიძლება იყო სიტუაცია, რომ მამაკაცმა, რომელიც მას მოსწონდა, თქვენ მოგაქციათ ყურადღება, ან თქვენ წაართვით მას პარტნიორი. მოკლედ, მიზეზი მამაკაცია. თუმცა, ეს სიტუაცია წარსულში იყო და არა ახლა. მიუხედავად ამისა, ქალბატონს ეს წყენა დამახსოვრებული აქვს.

რატომ უნდა გეშინოდეთ მისი? ვერ ვიტყვით, რომ მისი ქმედებები თქვენზე სერიოზულად იმოქმედებს, მაგრამ შეიძლება გაგანერვიულოთ. რის გაკეთება შეუძლია მას? შეუძლია ცილი დაგწამოთ, თქვენს შესახებ უსიამოვნო ჭორები გაავრცელოს, შეეცადოს გაჩხუბოთ მათთან, ვისთანაც ურთიერთობა გაქვთ, განსაკუთრებით, მამაკაცებთან.

მაგალითად, მას შეუძლია თქვენზე თქვას, რომ “მსუბუქი ყოფაქცევის გოგონა ხართ“, ხელმისაწვდომი ქალი, რომ უწესოდ ცხოვრობთ და ა.შ.