სვამთ წყალს? მაშინ დაჯექით! ექიმმა გვითხრა, თუ რატომაა დაუშვებელი ფეხზე დამდგარ მდგომარეობაში წყლის მიღება.

0
21

ალბათ, ეს ერთ-ერთი უჩვეულო, თუმცა ფრიად სასარგებლო რჩევაა, რაც კი ოდსმე გაგვიგია.

ვინ იფიქრებდა, რომ წყლის სწორად დალევა, რათა ჯანმრთელები და ახალგაზრდები დავრჩეთ – ეს ნამდვილი მეცნიერებაა. სითხის არასაკმარისი ოდენობის გარეშე ჩვენი ორგანიზმი დაიტანჯება – დაირღვევა საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა, დარტყმის ქვეშ მოექცევა თირკმელები და ღვიძლი, შეგვაწუხებს მუცლის შებერილობა, თავს იჩენს ჭარბ წონასთან დაკავშირებული პრობლემები.

ექიმების თქმით, სითხის მინიმალური მოთხოვნილებაა – 30 მლ სხეულის ნორმალური მასის 1 კგ-ზე 24 სთ-ში. არსებობს მოსაზრება, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია არა დალეული სითხის ოდენობა, არამედ ის, თუ როგორ ვღებულობთ მას.

შეჩვეულნი ვართ, რომ წყურვილი სიარულის პროცესში ან ფეხზე დამდგარებმა მოვიკლათ ხოლმე. აურვედული თვალსაზრისით კი, როგორც საჭმელი, ისე წყალი, მჯდომარ მდგომარეობაში უნდა მივიღოთ.

სპეციალისტთა თქმით, ფეხზე დგომისას წყლის დალევა არღვევს ორგანიზმში სითხეთა ბალანსს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი დაგროვება სახსრებში და ართრიტის განვითარება. მჯდომარე კონდიციაში ნერვული სისტემა და კუნთები უფრო მოდუნბულია, რაც წყლისა და საკვების ათვისების პროცესს ამარტივებს. ამას გარდა, მოცემულ მდგომარეობაში თირკმელები უეკთ ფილტრავენ სითხეს.

თუკი წყალს ფეხზე დამდგარი მიიღებთ, ეს განაპირობებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის შენელებას. ასეთ შემთხვევაში სითხე დიდხანს არ კავდება კუჭში, ის პირდაპირ ხვდება თორმეტგოჯა ნაწლავში.

თუკი საკვებს უმალვე დააყოლებთ წყალს, ეს ხელს შეუშლის ნაწლავთა ნორმალურ ფუნქციონირებას. ამ დროს ირღვევა საჭმლის მომნელებელი ფერმენტების მოქმედება. შედეგად, მოუნელებელი საკვები ანაგვიანებს ნაწალვებს.