მხოლოდ 1 ლარად გავათეთრე ყველა ძველი ზეწარი, რომელიც აგარაკზე მაქვს. რჩევა გამიზიარა ბებიამ, რომელიც ავტობუსის გაჩერებაზე გავიცანი

0
26

მიყვარს, რომ ჩემს სახლშიც და აგარაკზეც ყველაფერი სუფთა და ლამაზი იყოს. სამწუხაროდ, აგარაკზე ამის მიღწევას ყოველთვის ვერ ვახერხებ. ზეწრები, რომლებსაც კარადაში ვინახავ, ფერს იცვლის და მონაცრისფრო ხდება. ეს სიტუაცია ძალიან არ მაწყობს. მე მიყვარს თოვლივით თეთრ თეთრეულზე ძილი, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.

სულ რაღაც ორი კვირის წინ, როდესაც მე და ჩემი მეუღლე გაჩერებაზე ავტობუსს ველოდებოდით, ერთ ბებიას გამოველაპარაკე. მან მირჩია ერთი მეთოდი და დამპირდა, რომ ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ, ჩემი თეთრეული პირველ თოვლზე თეთრი გახდებოდა. რა თქმა უნდა, სასწრაფოდ გამოვცადე ეს მეთოდი და მიღებულმა შედეგმა ძალიან გამაოცა. მოგითხრობთ, რა გავაკეთე.

მათეთრებელი საშუალებები

მეტყვით, რომ რატომ ვქმნი პრობლემას, როდესაც მაღაზიებში უამრავი მათეთრებელი საშუალება იყიდება და, ბოლოს და ბოლოს, თეთრეულის ქიმწმენდაში მიტანაც შეიძლება. მაგრამ, თქვენ გინახავთ იმ მათეთრებლების ფასები, რომლებიც ქსოვილს არ აზიანებს? ქიმწმენდის ღირებულების შესახებ ხომ, საერთოდ ჩუმად ვარ! თანაც, შეგახსენებთ, რომ ამჯერად იმ ზეწრებზე ვსაუბრობ, რომლებიც აგარაკზე მაქვს. მართალია ვცდილობ, რომ ჩემი აგარაკი რაც შეიძლება მყუდრო გავხადო, მაგრამ ასეთი დანახარჯისათვის მზად მაინც არ ვარ. ამიტომ, ამ საკითხში ხალხური მეთოდები სრულიად მაწყობს.

რას იყენებდნენ ჩვენი ბებიები თეთრეულის გასათეთრებლად? სინამდვილეში, ინტერნეტში მრავალ მეთოდს გვთავაზობენ:

გამოხარშვა. ალბათ გახსოვთ, როგორ დგამდნენ ჩვენი დედები დიდ ქვაბებს გაზქურაზე და მასში საბავშვო ნივთებს “ხარშავდნენ“. ამის გაკეთება დღესაც შეიძლება, მაგრამ დიდი დრო (ჩვეულებრივ, დიდხანს ადუღებენ) და ძალისხმევა სჭირდება. პირადად მე, ეს არ მაწყობს.

მდოგვის ფხვნილი. თეთრეულს რამდენიმე საათის განმავლობაში ალბობენ 400 გრ მშრალი მდოგვისა და 5 ლიტრი წყლისგან მომზადებულ ხსნარში. თუმცა, ეს მეთოდი კარგია გაყვითლებული ნივთებისთვის, ჩემი ზეწრები კი მონაცრისფროა.

სკიპიდრის და ბორის მჟავას ხსნარი. 8 ლიტრ თბილ წყალში უნდა გაიხსნას 50 მლ სკიპიდარი და 20 მლ ბორის მჟავა. სარეცხი ამ ხსნარში 2 საათის განმავლობაში უნდა გავაჩეროთ. მე ეს მეთოდი არ გამომიცდია, მაგრამ თავიდანვე არ მომწონდა ის, რომ სკიპიდარი ძლიერ სუნს დატოვებდა და ასეთ ზეწრებზე დაძინება სასიამოვნო არ იქნებოდა.

სინამდვილეში, თეთრეულის გათეთრების კიდევ მრავალი გზა არსებობს. ამისათვის გამოიყენება ამიაკი, სუფრის მარილი, კალცირებული სოდა, რძის შრატი, ლიმონის და ხახვის წვენი, სუფრის ძმარი. მაგრამ, მე მინდა გაგიზიაროთ რეცეპტი, რომელიც თავად გამოვცადე და კმაყოფილი დავრჩი.

კალიუმის პერმანგანატი, როგორც მათეთრებელი საშუალება

ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ბებიამ, რომელიც ავტობუსის გაჩერებაზე გავიცანი, კალიუმის პერმანგანატის გამოყენება მირჩია. მე არ მჯეროდა ამ მეთოდის ეფექტურობის, სანამ ის ჩემს ზეწრებზე არ გამოვცადე. აღმოჩნდა, რომ მშვენივრად მუშაობს. როგორ უნდა გამოვიყენოთ კალიუმის პერმანგანატი?

  • 1. პრეპარატის რამდენიმე კრისტალი ქილაში ისე უნდა გავხსნათ, რომ ღია ვარდისფერი ხსნარი მივიღოთ.
  • 2. 10 ლიტრი წყალი ადუღებამდე უნდა მივიყვანოთ და უნდა დაუმატოთ 100 გრ გახეხილი საყოფაცხოვრებო საპონი ან 200 გრამი სარეცხი ფხვნილი.
  • 3. კალიუმის პერმანგანატის ხსნარი საპნიან ხსნარს უნდა შეერიოს.
  • 4. მიღებულ ხსნარში გასარეცხი თეთრეული თავსდება და ჭურჭელს სახურავი ეხურება.
  • 5. 6-7 საათის შემდეგ საჭიროა სარეცხის გავლება.
  • 6. სარეცხი უნდა გაირეცხოს სარეცხის მანქანაში ან ხელით.

ეფექტის გასაძლიერებლად, ჩალბობამდე ნივთები შეგიძლიათ ოდნავ დაასველოთ და საყოფაცხოვრებო საპონი წაუსვათ.

თქვენ იტყვით, რომ კალიუმის პერმანგანატის კრისტალებმა შეიძლება თეთრეულზე ვარდისფერი კვალი დატოვოს. ეს ასეც მოხდება, თუ ხსნარს ცუდად შეურევთ. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ კალიუმის პერმანგანატი მთლიანად გაიხსნას.

მოგვიანებით, მათეთრებელ ხსნარში ჩემი საყვარელი ეთერზეთის რამდენიმე წვეთის დამატება დავიწყე. ეს ზეწრებს სასიამოვნო სუნს აძლევს.

ეს პროცედურა აგარაკზე იმავე საღამოს ჩავატარე, რის შედეგადაც ჩემი თეთრეული თოვლივით გათეთრდა. ძალიან მადლიერი ვიყავი ბებიის, რომელმაც ეს რჩევა გამიზიარა.