ვინ იფიქრებდა: ხუთი პროდუქტი, რომლებიც დიდი ოდენობით ბუნებრივ D ვიტამინს შეიცავს.

0
19

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად იზრდება მოთხოვნა საკვებ დანამატებზე, არადა, ყველა აუცილებელი მაკრო თუ მიკროელემენტის მიღება შეიძლება უბრალოდ საკუთარი რაციონის დაბალანსირებით. მოცემულ სტატიაში გაიგებთ, რომელი პროდუქტები დაგეხმარებათ ახალგაზრდობისა და სილამაზის დაბრუნებაში.

D ვიტამინი გავლენას ახდენს საჭმლის მონელებაზე, მეტაბოლიზმზე, იმუნურ პროცესებსა და გულის მუშაობაზე. მისი ნაკლებობა შეიძლება უარყოფითად აისახოს შრომისუნარიანობაზე, განწყობაზე, ასევე კუნთებისა და ძვლების უვნებლობაზე – ქრება აუცილებელი დაცვა, რაც იწვევს ტრავმებს, დაჭიმულობებს და მოტეხილობებს.

აუცილებლად დაამატეთ თქვენი მოხმარების პროდუქტების სიაში თინუსი, სკუმბრია, ორაგული, სარდინა და სხვა ცხიმიანი თევზები. D ვიტამინის კონცენტრაცია ველურ სახეობაში გაცილებით მაღალია ხელოვნურად გამოყვანილთან შედარბით.

სხვათა შორის, დაკონსერვებული თინუსი D ვიტამინის რეგულარულად მიღების ღირსეული ჩანაცვლებაა.

კვერცხები წარმოადგენს D ვიტამინის ერთ-ერთ ყველაზე მასაზრდოებელ წყაროს ცხოვრელური წარმოშობის საკვების მრავალფეროვნებიდან. ერთი კვერცხის გული შეიცავს ნუტრიენტის დღიური ნორმის დაახლოებით 5 %-ს.

ვეგანთა გასახარად დიეტოლოგები მივიდნენ მოცემულ დასკვნამდე: D ვიტამინის საუკეთესო წყაროდ ითვლება მცენარეული წარმოშობის პროდუქტები: სოი, ნუში, ქოქოსის რძე, შვრია, ყველი ტაფუ, ავოკადო, კარტოფილი, ოხრახუში, ჭინჭარი, ლუცერნი, შვიტა. ზემოთ ჩამოთვლილთა დიდი ნაწილი დაგეხმარებათ ვიტამინის დღიური ნომრის 17-დან 30 პროცენტამდე შევსებაში.

ნამდვილ ესთეტებსა და გურმანებს ვთავაზობთ ხამანწკებით თავის განებივრებას. მოლუსკები – აბსოლუტურად დიეტური პროდუქტია, რომელიც არ შეიცავს ზედმეტ კალორიებს, ამასთან, ხამანწკების ერთმა თეფშმა შეიძლება შეავსოს აუცილებელი ნუტრიენტის დღიური ნორმის დაახლოებით 80%.