7 რამ, რასაც ოფთალმოლოგების მოწოდების მიუხედავად ყველა აკეთებს.

0
405

იდეალური ადამიანები არ არსებობენ და ეს ფაქტია. თითოეულს საკუთარი მავნე ჩვევა აქვს. ალკოჰოლის და თამბაქოს ზიანის შესახებ ბავშვებმაც იციან, მაგრამ ცოტა თუ აცნობიერებს, რამდენად ფატალური შეიძლება გახდეს უვნებელი წვრილმანები. როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი ყოველდღიური ჩვევა მხედველობაზე ცუდ გავლენას ახდენს.

Girl.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რომელი უვნებელი ყოველდღიური ჩვევები იწვევენ მხედველობის გაუარესებას.

მხედველობის დაქვეითება

1. კომპიუტერის ეკრანი

როგორ დავიცვათ მხედველობა ტექნიკური პროგრესის ეპოქაში? დღესდღეობით თავად კომპიუტერის მონიტორი ისეთ საფრთხეს არ წარმოადგენს, როგორც ადრე: მძლავრი სხივების მილები, ციმციმი და სხვა. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად მონიტორის უარყოფითი გავლენა ადამიანზე მნიშვნელოვნად შემცირდა.

უნდა გახსოვდეთ, რომ მონიტორი ისეთი საშიში არაა, როგორც სინათლის წყაროზე დიდხანს ყურება. ხანგრძლივი დანათებისას თვალი იძაბება და თვალის კუნთები იშლება. ასეთი ჩვევა თითქოსდა კარგი მხედველობის ადამიანშიც ახლომხედველობის განვითარებას გამოიწვევს.

2. არასწორი დგომა

მხედველობის მდგომარეობა პირდაპირ დგომაზეა დამოკიდებული. გამრუდებულმა ხერხემალმა შეიძლება მახვილი მხედველობის შემცირებაზე გავლენა იქონიოს. თუ დგომას ყურადღებას არ მიაქცევთ, ხერხემალი გამრუდდება, არტერიები დაიჭიმება, შედეგად ტვინი არასაკმარის ჟანგბადს მიიღებს. ტვინის სხვა ნაწილებთან ერთად კეფის ნაწილიც იტანჯება, რომელიც მხედველობაზეა პასუხისმგებელი. ოფთალმოლოგიური პრობლემების გარდა ჟანგბადის დეფიციტმა შეიძლება სისხლძარღვების დისტონია და ცრუ ახლომხედველობა გამოიწვიოს.

3. მავნე საკვები

ცუდი კვება ძვირფასი მხედველობის დაკარგვისკენ მიმავალ გზაზე ერთგული თანამგზავრია. ისეთი რთული მექანიზმის მუშაობისთვის, როგორიცაა თვალი, ბევრი ვიტამინი და მინერალია საჭირო. თუ ირაციონალურად იკვებებით, უპირატესობას სწრაფი კვების პროდუქტებს ანიჭებთ, მაშინ მხედველობის მკვეთრმა გაუარესებამ არ გაგაკვირვოთ.

A, C, E ვიტამინებით, თუთიით და ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავით მდიდარი საკვები მიირთვით. დაბალანსებული დიეტა ორგანიზმს თვალის ჯანმრთელობისთვის ყველა აუცილებელი ნივთიერების მიღებაში დაეხმარება. არ დაგავიწყდეთ, რომ თვალს დატენიანება სჭირდება. დღეში მინიმუმ 2 ლ წყალი დალიეთ.

4. თვალების სრესა

ხელებით თვალების სრესა კოშმარული ჩვევაა! ასე ქუთუთოების რთული სისხლძარღვების სისტემას აზიანებთ. ამასთან უამრავი ბაქტერია თვალის ლორწოვან გარსში ხვდება. ეს მხედველობის დაკარგვის რისკს ზრდის.

5. მუდმივად ძილის უკმარისობა

სრულყოფილი ძილი ძლიერი ჯანმრთელობის და კარგი მხედველობის გარანტიაა. ძილის დეფიციტი ბევრ პრობლემას იწვევს, როგორიცაა დეპრესია, ქრონიკული დაღლილობა, შრომისუნარიანობის შემცირება და ზოგადი ჯანმრთელობის გაუარესება. არასაკმარისი ძილის გამო თვალი წითლდება, ქავილი და სიმშრალე ჩნდება, რაც მომავალში სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს.

6. სათვალეზე უარის თქმა

მზის სხივების აგრესიულმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის სერიოზული დამწვრობა და არა მხოლოდ. ულტრაიისფერი სხივები თვალის მდგომარეობაზეც ნეგატიურ გავლენას ახდენენ. ჭარბმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს ბადურის უჯრედების დეგრადაცია, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად რეგენერაციის უნარს კარგავენ. თუმცა მზის სათვალის ზედმეტად გამოყენებაც არ ღირს.

მზე კაშკაშაა? სათვალე გაიკეთეთ. ნებისმიერი მინა ან პლასტმასი თვალს მზის მავნე ზემოქმედებისგან დაიცავს. როგორც კი მუქი სათვალე ხელს შეგიშლით, ოფთალმოლოგები გირჩევენ, რომ სათვალე მოიხსნათ და შეინახოთ.

7. თვალის წვეთები

თვალის წვეთების სისტემატური გამოყენება პრეპარატთან შეგუებას იწვევს. აფთიაქში რეკლამირებული თვალის წვეთების ყიდვა საუკეთესო გამოსავალი არაა, თუ ოფთალმოლოგიური პრობლემები გაქვთ. პრეპარატების უმეტესობა სიმშრალეს და სიწითლეს მხოლოდ მცირე ხნით ხსნის, მაგრამ პრობლემის მიზეზს არ აქრობს.

სარეკლამო ეფექტის მიღმა ხშირად ჯანმრთელობის სერიოზული საფრთხე იმალება. საუკეთესო გამოსავალია ოფთალმოლოგთან მისვლა!

რატომ შეუძლია საშუალო ასაკის ადამიანების მხოლოდ მცირე ნაწილს კარგი მხედველობით დაკვეხნა? გაჯეტები, საბუთებზე მუშაობა, ცუდი ეკოლოგია თვალის ორგანოზე დიდ დატვირთვას ახდენს. სჯობს დღესვე მანვე ჩვევებზე უარი თქვათ, რადგან დამატებითი ფაქტორების გავლენამ შეიძლება ისედაც დატანჯული მხედველობა უფრო გააუარესოს.

სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ