ზამთრის საუკეთესო ვარცხნილობები მოხდენილი და მოვლილი ქალბატონებისთვის. 5 რჩევა სტილისტებისაგან

0
19

ვარცხნილობა ძალიან დიდ როლს თამაშობს ქალის გარეგნობაში. მას სასწაულების მოხდენა შეუძლია გარეგნობაზეც და სახის ნაკვთებზეც კი. ვარცხნილობის არჩევას პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ, რათა მომგებიანად გაესვას ხაზი გარეგნობის საუკეთესო მხარეებს. მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე, შესაძლებელია თქვენთვის იდეალური ვარიანტის პოვნა. მაგრამ იმისთვის, რომ იყოთ ნამდვილად მოდური და მოხდენილი, უნდა მოუსმინოთ სტილისტების რჩევებს, რომლებმაც ზუსტად იციან, როგორი ვარცხნილობა იქნება ახლა მოდაში.

ბობ–კარე

ამ ვარცხნილობაში შერწყმულია ორი ვარცხნილობა, რომლებიც დიდი ხანია მუდმივ კლასიკად ითვლება. საუბარია ვარცხნილობაზე ბობზე და კარეზე. მათმა ოსტატურმა შერწყმამ ერთ მთლიანობაში მშვენიერი სქესის უამრავ წარმომადგენელს საშუალება მისცა, რომ საკუთარი სტილი გაეუმჯობესებინა.

ვარცხნილობას უამრავი სახესხვაობა გააჩნია, ამიტომ ყველა ქალი აქ რაღაც საკუთარს იპოვის. გამორჩეული თვისებაა მრავალფენიანობა და სიგრძის გადასვლები – წინა მხარეს თმა უფრო გრძელია, ვიდრე უკანა მხარეს. ბობ-კარეს უპირატესობა არის ის, რომ ის თითქმის ყველას უხდება. ასევე შესაძლებელია წინამოს შეჭრა, რომელიც ლამაზად შეერწყმის ახალ სტილს. წინამო შეიძლება იყოს სწორი, ირიბი ან “დაგლეჯილი”.

ოვალური სახის მფლობელებს მოუხდება მხრებამდე სიგრძის თმა, ოდნავ გრძელ წინამოსთან ერთად. მასიური ნიკაპის ან მრგვალი სახის ფორმის მქონე ქალებისთვის შესაფერისია ბობ-კარე ირიბი წინამოთი. ახალგაზრდა გოგონებს შეუძლიათ თამამად აირჩიონ ამ ვარცხნილობის ვარიანტი მოკლე წინამოთი.

გარსონი

მოკლე და წარმოუდგენლად ელეგანტური ვარცხნილობა – გარსონი. თავად კოკო შანელმა შემოიტანა ეს ვარცხნილობა მოდის სამყაროში, რის შემდეგაც სტილის ელემენტის პოპულარობა გაიზარდა. ის, სტილისტების აზრით, ძალიან შესაფერისია ზამთრისთვის.

გარსონი ნებისმიერი ასაკის ქალს დაამშვენებს და ფორმის მისაცემად დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ყოველდღიურ რიტუალს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ვარცხნილობა აახალგაზრდავებს.

გარდა ამისა, გარსონის თვისებებიდან აუცილებელია აღვნიშნოთ მისი როლი კისრისა და სახის ნაკვთების გამოკვეთაში, თმისთვის მოცულობის მიცემასა და ქალურობის შემატებაში. გარსონის გამორჩეული თვისებაა მისი მნიშვნელოვანი სიმრგვალე და კონტურების სიმკვეთრე. ის მატებს ელეგანტურობას.

კასკადი

მარადიული კლასიკა მათთვის, ვისაც სურს შეცვალოს საკუთარი სტილი თმის სიგრძის შეწირვის გარეშე – ეს არის კასკადი. ის არ ითვალისწინებს თმის სიგრძის შემოკლებას, მხოლოდ თმის გარკვეული ფენები იჭრება. ეს მრავალმხრივი ვარცხნილობა შესანიშნავია როგორც ახალგაზრდა გოგონებისთვის, ასევე უფრო ასაკოვანი ქალბატონებისთვის.

ის ასევე ჭეშმარიტი ხსნაა იმ ლამაზმანებისთვის, რომლებსაც აქვთ თხელი თმა, რის გამოც თავიანთი ვარცხნილობისთვის მოცულობისა და სიხშირის დამატება სურთ. ის შესაფერისია ნებისმიერი სიგრძისთვის, თმას უფრო მოვლილს და მოცულობითს ხდის. კასკადი მარტივია დასავარცხნად და შესაფერისია ნებისმიერი სახის ფორმისთვის, მისი სახესხვაობების არსებობის გამო.

ვარცხნილობა შესაფერისია, როგორც ოფისის მუშაკებისთვის, ასევე ნათელი ახალგაზრდა ლამაზმანებისთვის.

შეგი

თანამედროვე მოდამ, ქალებში პოპულარობის პირველ პოზიციებზე დააყენა ვარცხნილობა, რომელსაც შეგი ჰქვია. ის გაბედული გოგონების სიმბოლოდ იქცა, რომლებიც მოდისადმი ნამდვილი სიყვარულით არიან გამსჭვალული. ასეთი ვარცხნილობის თავისებურება, უპირველეს ყოვლისა, არის მრავალი ფენა სიმეტრიის გარეშე.

თმის ქაოტური ჭრის გამო, ჩნდება გარკვეული დაუვარცხნელი თმის ეფექტი. ასევე, შეგის ხშირად ავსებს სწორი, დამოკლებული ან ირიბი წინამო. აღსანიშნავია, რომ ეს ვარცხნილობა ნებისმიერი სიგრძის თმას დაამშვენებს, ამიტომ ეს ვარცხნილობა შესაძლებელია ნებისმიერ გოგონას შეუყვარდეს.

შეგი არ საჭიროებს დავარცხნას და ნებისმიერ სტილს უხდება. ის შეიძლება შეესაბამებოდეს ნებისმიერი სახის ფორმასა და თმის ღერების მახასიათებლებს. გარდა ამისა, შეგი თხელ თმას ვიზუალურად უფრო ხშირს და მოცულობითს გახდის.

მელას კუდი

ამ პოპულარული ვარცხნილობის თავისებურება არის ის, რომ იგი შესრულებულია კასკადის ტექნიკით, მაგრამ ამავე დროს ის არ ქმნის ფენების ეფექტს. ასეთი ვარცხნილობით თმის სიგრძე არ მოკლდება და თმის ვარცხნილობა მელას მოცულობითი კუდის მსგავსი ხდება.

ზამთარში ეს ვარცხნილობა კიდევ უფრო მეტ პოპულარობას მოიპოვებს და პოპულარული გახდება ნებისმიერი სიგრძისთვის. ის ასევე ჯადოსნური ჯოხია გოგონებისთვის, რომლებსაც გაყოფილი ბოლოების მოშორება სურთ და ამავდროულად, სურთ სიგრძის შენარჩუნებაც და თმისთვის ფორმის მიცემაც.

მელას კუდი განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურება სქელ თმაზე, მშრალი ბოლოებით, რადგან ეს ვარცხნილობა აქცენტს მოცულობაზე აკეთებს.