მანიკიური, რომელიც სტატუსის შესაბამისად და მდიდრულად გამოიყურება. 5 იდეა

0
16

ფრჩხილის ლაქების ასობით ფერსა და დიზაინის უზარმაზარ არჩევანს შორის, მანიკიურის თითოეულ ოსტატს საკუთარი სია აქვს, რომელიც ძვირადღირებულ და სტატუსის შესაბამის მანიკიურთან ასოცირდება.

ფრანგული

ფრანგული მანიკიური არის მანიკურის კლასიკა, რომელიც ყოველთვის შესაფერისად გამოიყურება სიტუაციის, ასაკისა და სხვა გარემოებების მიუხედავად.

ძვირფასად და ლამაზად გამოიყურება მხოლოდ აკურატული ფრენჩი, კარგად შერჩეული ფერებით: ფრჩხილი არ უნდა იყოს ძალიან არაბუნებრივი ფერის, თავისუფალი კიდე თანაბრად უნდა იყოს მოხატული და ღიმილის ხაზი კარგად უნდა იყოს გამოკვეთილი.

რაც შეეხება დამატებით გაფორმებას, უმჯობესია უარი ითქვას ბრჭყვიალებზე და ნახატი მხოლოდ ერთ ან ორ ფრჩხილზე შეირჩეს.

ე.წ. “ნუდი” მანიკიური

კიდევ ერთი უბერებელი კლასიკა: მანიკიური ნუდის ფერებში.

ის ვიზუალურად აგრძელებს თითებს და შესაფერისია ნებისმიერი ტანსაცმლისა და სტილისთვის.

ასეთი ფერები ძალიან პრაქტიკულია: როდესაც ფრჩხილი იზრდება, თითქმის შეუმჩნეველია, რომ გელი-ლაქი ფრჩხილებზე უკვე რამდენიმე კვირისაა. ეს აქტუალურია დაკავებული ქალებისთვის, რომლებსაც არ აქვთ დრო, რომ მანიკიურის ოსტატთან ორ კვირაში ერთხელ მივიდნენ. ასეთი მანიკიური ესთეტიურადაც უკეთესად გამოიყურება, ვიდრე მკვეთრი ფერები.

აქტუალურია კრემისფერი მანიკურის როგორც პრიალა, ასევე მქრქალი ვარიანტები, რომლებიც მშვენივრად გამოიყურება ნებისმიერი სიგრძისა და ფორმის ფრჩხილებზე.

შინდისფერი

შინდისფერი ყოველთვის ერთ-ერთ ყველაზე “ძვირადღირებულ” ფერად ითვლებოდა. მუქი წითელი ფერის ფრჩხილები ყოველთვის მოთხოვნადია. მსგავსი ფერის ლაქები ყოველთვის აქვთ მანიკიურის ოსტატებს.

მუქი მწვანე, ლურჯი და იისფერი

ნაკლებად უნივერსალური ფერები, რომლებსაც ბორდოსფერზე იშვიათად ირჩევენ. ბოლო წლებში ლურჯი და მწვანე ფერები ტრენდულია როგორც ტანსაცმელში, ასევე მანიკიურში, ამიტომ მათ ასევე ხშირად ირჩევენ, როდესაც “ძვირადღირებული” მანიკიურის შექმნა სურთ.

ოქრო

ოქროსფერი ბრჭყვიალებით უხვად მოფენილ ფრჩხილებს არ შეიძლება ეწოდოს მანიკიური, რომელიც ნამდვილად ძვირფასად გამოიყურება. თუმცა, ოქროსფერის შერწყმით ძირითად ფერთან – ფრჩხილის დიზაინის ძალიან ლამაზი ვარიანტების მიღება შეიძლება.

მაგალითად, დიზაინი “პოტალის” გამოყენებით:

მსგავსი ოქროს ელემენტები კარგად ერწყმის ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფერს:

  • თეთრ ფერს და ფრენჩს;
  • ნუდის ფერებს;
  • შინდისფერს;
  • ლურჯს, იისფერს;
  • მწვანეს;
  • შავს.

პოპულარული ფერების წარმატებული შერწყმით მანიკიურის თანამედროვე ტრენდებთან – შეძლებთ ფრჩხილის დიზაინის აქტუალური და ტრენდული ვარიანტების მიღებას.