3 მოულოდნელი შეცდომა წარბების მაკიაჟის კეთებისას, გადაამოწმეთ, უშვებთ თუ არა მათ?

0
21

შავი, ზედმეტად წვრილი და გრაფიკული წარბები – მეიქაფთან დაკავშირებული ყველა კონფუზის ჩამოთვლა შეუძლებელია. მოცემულ სტატიაში ძირითად მათგანებში გაგაკრვევთ და ასევე გასწავლით, თუ როგორ აიცილოთ ისინი თავიდან.

დაახლოებით 14-15 წლამდე ქალბატონთა წარბები ფაქტობრივად ხეულხლებელია. ასაკის მატებასთან ერთად ისინი სხვადასხვა მოდიფიკაციას განიცდის: მათ ღებავენ, იპუტავენ, იპარსავენ, მოკლედ, მრავალ ექსპერიმენტს ახორციელებენ წარბებისათვის იდეალური ფორმისა და მოყვანილობის მისაცემად. ხშირად მსგავსი მანიპულაციები კატასტროფით სრულდება ხოლმე, რომლის შედეგებცას ქალები შემდგომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ებრძვიან. გიზიარებთ 3 მთავარ შეცდომას “წარბთა ხელოვნებაში”.

ბუნებრივი ფორმის ცვლილება. 

ბუნება ტყუიუბრალოდ როდი გვასაჩუქრებს ამა თუ იმ ფორმის წარბებით – ესე იგი, ისინი გვიხდება. როცა მათ კორექტირებას ვცდილობთ, ისინი სახეზე უკვე არაბუნებრივად გამოიყურება. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ წარბების ერთხელ ამოპუტვის შემდეგ საწყის ნიმუშს უკვე ვეღარ უბრუნდებით, რაც სანანებლად გაგყვებათ ხოლმე. შეისწორეთ წარბების ფორმა 2 კვირაში ერთხელ და განახორციელეთ მხოლოდ მცირედი ჩარევა.

არასწორად შერჩეული ტონი. 

წარბების არასწორად შერჩეულმა ფერმა შეიძლება თქვენი სახე უმეტყველო, ან პირიქით, ზედმეტად მეტყველი გახადოს. დიდი ალბათობით, ორივე ვარიანტი ხანგრძლივ პრობლემად იქცევა. ზოგადი წესი ამგვარად ჟღერს: წარბები არ უნდა იყოს თმაზე უფრო მუქი.

მხოლოდ წარბების დაბოლოებების შეღებვა.  

ზოგჯერ ქალბატონებს ჰგონიათ, თითქოს წარბების “კუდის” შეღებვაც საკმარისია, რაც არ შეესაბამასება სიმართლეს. მსგავსი შეცდომა შუაზე გაყოფს თმის ღერებს, რაც მაკიაჟს კომიკურს გახდის. თუკი წარბების მაკიაჟის გაკეთება თქვენთვის აუცილებლობას წარმოადგენს, შეიღებეთ ისინი ფანქრით ან ჩრდილებით, დაიწყეთ შუა ნაწილიდან, სადაც თმა ყველაზე სქელია.