ტაროს გაშლა. რა დატოვებს მალე თქვენს ცხოვრებას და რა სიახლე მოვა მის სანაცვლოდ?

0
47

მოგესალმებით! დღეს Girl.ge–ის რედაქციამ მოგიმზადათ სტატია – ტაროს გაშლა, თემაზე: რა დატოვებს მალე თქვენს ცხოვრებას და რა სიახლე მოვა მის სანაცვლოდ?

განეწყვეთ ტაროს გასაშლელად. ეს ძალიან მარტივია: მოდუნდით და გაათავისუფლეთ გონება ზედმეტი ფიქრებისგან. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, იმ სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდით, თქვენს მამაკაცზე (თუ გაშლა მასზეა).

ბარათები გახასიათებთ, როგორც ძალიან ჩაკეტილ ქალს, რომელიც საკუთარ შიშებსა და ეჭვებს ექვემდებარება. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ეს კარგია, მაგრამ გონივრულ ფარგლებში.

თუმცა, თქვენ იმდენად იმალებით ამ შიშების მიღმა, რომ ხელიდან უშვებთ იმ შესაძლებლობებს, რასაც ცხოვრება გჩუქნით. ამით კიდევ უფრო მეტად შეგყავთ საკუთარი თავი ჩიხში. ზოგადად, ძალიან ჩაკეტილი, თავშეკავებული ქალი ხართ, რომელსაც უჭირს გადაწყვეტილებების მიღება.

ამ ყველაფერთან ერთად, თქვენ ახლა გარკვეულ მამაკაცზე ფიქრობთ. ეს არის რთული ადამიანი, რადგან ბარათები მას, ისე ახასიათებს, როგორც იმპერატორს. ახლა არ განვიხილავთ მის ოჯახურ მდგომარეობას, რადგან ეს სასიყვარულო სამკუთხედები უკვე მოგვბეზრდა, ამიტომ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ თქვენს ხედვაში – ეს არის ძლიერი ხასიათის, ძლიერი ნებისყოფის მქონე, წარმატებული მამაკაცი, რომელმაც ცხოვრებაში ბევრს მიაღწია. ეს არის ადამიანი, რომელსაც აფასებენ და პატივს სცემენ. ზოგს მისი ეშინია კიდეც.

ვერ ვიტყვით, რომ ამ დროისთვის მასთან ურთიერთობა გაქვთ, თქვენ უბრალოდ მას აკვირდებით, ყურადღებას აქცევთ, მაგრამ კონკრეტულად თავს არანაირად არ ავლენთ.

მამაკაცი თავისუფალი არ არის (არ გვინდოდა ამ თემას შევხებოდით, მაგრამ მოგვიწია), რადგან მის გვერდით იმპერატრიცა გამოვიდა. იმპერატორი და იმპერატრიცა – დაქორწინებული წყვილია. იეროფანტის თანახმად, ეს ოფიციალური ქორწინებაა. მიუხედავად ამისა, თქვენ ამ მამაკაცის მიმართ გრძნობები გაქვთ, თუმცა თქვენ ცდილობთ, რომ ეს არ გამოავლინოთ.

ასევე არის ინფორმაციის მეორე ფენაც, თუ იმპერატრიცა თქვენ ხართ, ესე იგი, იმპერატორი თქვენი ქმარია. იეროფანტის მიხედვით, თქვენ მასთან ტრადიციულ ქორწინებაში იმყოფებით.

ამ შემთხვევაში, ბარათები გვიჩვენებს, რომ ურთიერთობაში არის დაძაბულობა, არის პრობლემები. პრობლემები არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც თქვენ ფიქრობთ. ერთადერთი არის ის, რომ არცერთ თქვენგანს არ სურს მათი გადაჭრა. თქვენც და ისიც საკუთარ თავში ჩაიკეტეთ, ერთმანეთისგან ჩაიკეტეთ და არ გსურთ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა.

ვნახოთ, რა მდგომარეობაშია თქვენი ფინანსები და კარიერა ახლა. ჯერჯერობით არც ისე კარგი მდგომარეობაა, მაგრამ უარყოფითიც არაფერი ჩანს. პრინციპში, საცხოვრებლად საკმარისი ფული გაქვთ. მაგრამ თქვენ უფრო მეტი გინდათ, ბევრი გეგმა და ბევრი ოცნება გაქვთ ამასთან დაკავშირებით.

შესაძლოა სამომავლო გეგმებს აწყობდეთ კარიერაში, თვითრეალიზებაში, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ გზის დასაწყისში ხართ და წინ დიდად არ მიდიხართ. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ისეთ გეგმებსა და მიზნებს ისახავთ, რომელთა განხორციელებაც რთულია.

მაშ ასე, რასთან დამშვიდობება მოგიწევთ მალე? ფრთხილად იყავით, უფროსი არკანი სიძლიერე ამ პოზიციაში შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემებზე მიუთითებდეს, შესაძლოა წავიდეს კარგი განწყობა, ენერგიულობა, იმის განცადა, რომ “მთების გადატრიალება” შეგიძლიათ. აქ საუბარი არ არის სერიოზულ პრობლემებზე, მაგრამ არის რაღაცნაირი სისუსტის შეგრძნება, ფიზიკური გადაღლა, პრობლემები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს გარეგნობაზე.

გარდა ამისა, წავა გარკვეული სიმშვიდე მამაკაცთან – იმპერატორთან ურთიერთობაში, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ. ვიღაცამ, შესაძლოა, ამ მამაკაცის საკუთარი ცხოვრებიდან ამოშლის გადაწყვეტილება მიიღოს (ან მან თქვენი), და თუ ურთიერთობა არ არის, მაშინ შეიძლება თქვენ გადაწყვიტოთ, რომ საერთოდ არც იქნება, მოკლედ, იმედებს აღარ დაამყარებთ. თუ წყვილი ხართ, გაქრება იმის შეგრძნება, რომ ერთად ხართ, რომ ერთი მთლიანის ნახევრები ხართ. ყოველ შემთხვევაში, ბარათები რთულ პერიოდს გვიჩვენებს.

რა მოვა სანაცვლოდ? საკუთარ თავზე ზრუნვის აუცილებლობის გაცნობიერება, თქვენი ქალური ენერგიების, ინტუიციის განვითარების აუცილებლობა. თვითგანვითარების შესაძლებლობა, საზოგადოებაში საკუთარი თავის დამკვიდრება. შესაძლოა გადაწყვიტოთ შესაბამის კურსებზე დასწრება, ან გაიაროთ პრაქტიკა, რომელიც უკეთ გაგრძნობინებთ თავს, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციონალურად. შეძლებთ ენერგიის შევსებას.

ბევრისთვის, ბარათები გვიჩვენებს მოულოდნელ, თუმცა მცირე შემოსავალს. ვინმეს შესაძლოა დავიწყებული ვალი დაუბრუნონ, ან პრემია დაუნიშნონ. შესაძლოა, მცირე თანხა იყოს, მაგრამ მაინც სასიამოვნოა. ამასთანავე, შესაძლებელია ცოტათი მიუახლოვდეთ დასახულ მიზნებს, გადადგათ ნაბიჯი თქვენი ოცნებისაკენ.