
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ სახლში უბრალოდ კრასულა დარგოთ – ჯადოსნური მცენარე, რომელიც ფინანსურ წარმატებას და კეთილდღეობას იზიდავს, და დამშვიდდეთ. ახლა ფული ყველაფრისთვის საკმარისად იქნება!
ჩვენ ვიცით, რომ მატერიალური კეთილდღეობისკენ გადადგმული ნაბიჯი – ფულის რაციონალურად ხარჯვის ხელოვნების ფლობა, ასევე გონივრული დაზოგვის სწავლაა.
თანამედროვე სამყარო სხვადასხვა შესაძლებლობებით სავსეა! ახლა შეგვიძლია საჭირო ნივთები ონლაინ მაღაზიებში შევიძინოთ და საკმაოდ დიდი თანხა დავზოგოთ. არსებობს დიდი ინტერნეტ მეგამოლები, სადაც მარტივად შეიძენთ და ბონუსებსაც დააგროვებთ. ბონუსები შეგიძლიათ მომავალი შესყიდვების დროს გამოიყენოთ! ასეთი მაცდური შეთავაზების არ გამოყენება ცოდვაა.
Girl.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ დაზოგოთ სწორად ონლაინ მაღაზიებში შეძენისას და ასევე გიამბობთ, თუ რაზე არ ღირს თანხის დაზოგვა.
როგორ დავზოგოთ სწორად: ეკონომია ინტერნეტში
1. ონლაინ შესყიდვები
გახსოვდეთ: ინტერნეტში შეძენით უკვე ზოგავთ! სტაციონარული მაღაზიები საქონლის თვითღირებულებას ფართის ქირას და სხვა ხარჯებსაც უმატებენ. ონლაინ პლატფორმაზე შეძენით ზედმეტი თანხის გადახდას თავიდან იშორებთ! პირადად მე, ინტერნეტში შოპინგი მიყვარს, რადგან საყიდლებზე დიდი დროის დახარჯვა არ მჭირდება. ყველა ნივთი სახლში თავად მოდის, საკმარისია მონიტორს დახედოთ და მაუსს დააჭიროთ. ადრე ამაზე ოცნება შეგვეძლო?
2. ნივთების და საკვების სახლში მიწოდება
საქონლის სახლში მიწოდებაზე დათანხმებით საწვავზე ფულს და ძვირფასს დროს დაზოგავთ. ეს საკმაოდ სასიამოვნო მომენტია მათთვის, ვინც სხვადასხვა საქმით გადატვირთულია. გაზქურასთან დგომა და ძალების დახარჯვა არ მოგიწევთ, მაგრამ მაინც გემრიელი ვახშმით ისიამოვნებთ. სახლში საქონლის მიტანა ნამდვილი მაშველი წრეა ხანდაზმულებისა და შშმ პირებისთვის. ყოველთვის გიშველით მაშინც, როცა ახლო ნათესავები მიუწვდომლები არიან.
3. აქციები
ყიდვისას აქციები არ უგულებელყოთ. ასე კარგად დაზოგვას შეძლებთ! აქციებზე დაზოგილ თანხით შეგიძლიათ სხვა ნივთები შეიძინოთ, სახლში საჭმელი შეუკვეთოთ და ფასდაკლების კუპონი შეიძინოთ. დამატებითი სახსრები ხელში თავად მოდის. ზოგიერთი ონლაინ მაღაზიის სერვისი საშუალებას გაძლევთ, რომ მეგობრები მოიწვიოთ და ერთად შეიძინოთ!
4. ფასდაკლების კუპონი
კუპონები 90%–მდე დაზოგვის საშუალებას გაძლევთ. შესანიშნავია, რომ არსებობს ონლაინ მაღაზიები, რომლებიც მყიდველებზე ასე ზრუნავენ.
ნივთები, რომლებზეც ეკონომიის გაწევა არ ღირს
1. საავტომობილო საბურავები
თუ საბურავებზე ფულის დაზოგვას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ თქვენი უსაფრთხოების ღირებულება. და არა მხოლოდ თქვენი, არამედ იმ ადამიანების, რომლებიც მეზობელ სავარძელზე სხედან. აქ, ყველა ხარჯი გამართლებულია. სჯობს საიმედო მწარმოებლის საბურავები გამოიყენოთ და მშვიდი გულით იაროთ! საზაფხულო რეზინების ზამთრის რეზინებით შეცვლა არ დაგავიწყდეთ: ბევრი ავარია მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ავტომობილის მფლობელს ნაკლების დახარჯვა სურს.
2. ლეიბი
ჯანმრთელი რომ იყოთ, სრულყოფილად უნდა დაისვენოთ! დაზოგილი თანხა სიამოვნებას ვერ მოგიტანთ, თუ უხარისხო ლეიბის გამო მუდმივად გამოუძინებელი იქნებით და თავის, კისრის და ზურგის ტკივილი შეგაწუხებთ.
სჯობს ლეიბზე და ხარისხიან საწოლის ნივთებზე ფული დახარჯოთ, რომლებიც სასიამოვნო, მშვიდ ძილს უზრუნველყოფენ. საკუთარ ჯანმრთელობაზე ეკონომია – უკანასკნელია.
3. ზამთრის ფეხსაცმელი
იაფი ზამთრის ფეხსაცმელი ერთ სეზონსაც ვერ გაგიძლებთ. გარდა ამისა, წყვილ ჩექმაზე ფულის დაზოგვით საავადმყოფოში მოხვდებით. ფეხები მუდმივად დაგისველდებათ! სველი და გაყინული კიდურები შეიძლება სერიოზული დაავადების მიზეზი გახდეს.
უდაოდ, კარგი ხარისხის ფეხსაცმელი ძვირია, მაგრამ მისი შეძენა შეგიძლიათ ფასდაკლებებზე, სიცივის დაწყებამდე. ასეთი ჩექმები არა ერთი სეზონი გაგიძლებთ და დიდხანს არ გაცვდება. სასიამოვნოა სიარული, როცა იცით, რომ ფეხები უსაფრთხოდაა! ეს ფულის ხარჯვად ღირს.
მადლობელი ვიქნებით, თუ კომენტარებში გააგრძელებთ იმ ნივთების სიას, რომელთა შეძენისას თითოეული თეთრის დაზოგვა არ ღირს. უამბეთ მეგობრებს, თუ როგორ დაზოგონ თანხა გონივრულად. სასარგებლო ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება არ დაგავიწყდეთ!