ქმარს სურს, რომ დედამისს ჩვენი ბავშვის ნებისმიერ დროს წაყვანის ნება დართოს..

0
32

უკანასკნელ ხანებში დედამთილთან დაძაბულმა ურთიერთობამ პიკს მიაღწია, აქედან გამომდინარე, ერთმანეთს აღარ ვეკონტაქტებით დაგროვილი წყენების გამო. აქამდე მას განსაკუთრებული ყურადღება არასოდეს გამოუჩენია შვილიშვილის მიმართ. ჩემი ჩვილი ახლა 4 თვისაა, ის სრულად ბუნებრივ კვებაზეა. დროებით ჩემს მშობლებთან ვცხოვრობთ, დღე-დღეზე უკვე საკუთარ ბინაში გადავალთ.

ერთხელ მეუღლეს ჩემთან საუბრისას წამოსცდა, რომ დედამისს უფლებას აძლევს, ნებისმიერ დროს მოვიდეს და სასერნოდ გაიყვანოს ბავშვი. ასეთი ფორმულირება საერთოდ არ მომეწონა. როცა დედამთილს დახმარებას ვთხოვდი, მისთვის სულერთი იყო, ახლა კი თითქოს გარშემო ყველანი დამნაშავეები არიან ქალბატონი ციცინოს გარდა. არ მინდა, რომ მან ბავშვი მანიპულაციის იარაღად გმაოიყენოს.

რასაკვირველია, იმ დონემზე არ დავეცემი, რომ ბებიას შვილიშვილის ხელში აყვანა ავუკრძალო, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ეს დიდად არ მსიამოვნებს. ქალბატონი ციცინოს გამუდმებული გაბუტვები და წყენები უკვე ყელში ამომივიდა. უნდა აღვნიშნო, რომ მეუღლის საქციელი არ მომეწონა, მას არ შეუძლია ერთპიროვნულად მიანიჭოს დედამისს ნებისმიერ დროს ჩვენს სახლში გამოცხადების და ბავშვის წაყვანის უფლება. პაატას აუცილებლად ჩემთვისაც უნდა ეკითხა აზრი.