ოთხი რამ, რის მიხედვითაც ხალხი პირველი შეხვედრისას გაფასებთ

0
35

იცოდით, რომ ადამიანებს თქვენზე პირველი შთაბეჭდილება თქვენთან შეხვედრიდან პირველი შვიდი წამის განმავლობაში უყალიბდებათ?ამბობენ, რომ წიგნის ყდის მიხედვით შეფასება არ შეიძლება, მაგრამ ისინი ამას აკეთებენ და ამის ფსიქოლოგიური მიზეზი არსებობს: თქვენი ტვინი თვითდაცვისკენ არის განწყობილი. თუ თქვენი ტვინი ჩათვლის, რომ ვიღაც უხეშია, ის განგაშს ატეხს, რათა თავი შორს დაიჭიროთ ასეთი ადამიანისაგან, თქვენივე უსაფრთხოების მიზნით.

აი, რატომ არის პირველი შთაბეჭდილება ასეთი მნიშვნელოვანი, ცხოვრების ყველა ასპექტში, კარიერიდან დაწყებული პირად ცხოვრებამდე.Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – საუბარია ოთხ რამეზე, რომელთა მიხედვითაც მსჯელობენ თქვენზე პირველივე შეხვედრის დროს.

1. თქვენი კბილები

როგორც მკვლევარები ამბობენ, თქვენს კბილებს ბევრი რამის თქმა შეუძლია თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. კბილების ნახვისას, ადამიანებს შეუძლიათ თქვან ეწევით თუ არა სიგარეტს, სვამთ თუ არა ძალიან ბევრ ყავას და არის თუ არა თქვენს ცხოვრებაში ბევრი იმედგაცრუება ან ბრაზი.

ადამიანები, რომლებიც იღიმიან უფრო მეტად იმსახურებენ ნდობას და უფრო თავდაჯერებულები არიან, ბევრი კი აღიარებს, რომ ღიმილი არის – №1 ფიზიკური თვისება, რომელიც პირველ შთაბეჭდილებას ახდენს სხვებზე.

თქვენი ღიმილი და ჯანსაღი კბილები დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღგიქვამენ სხვები თქვენ.

ის, თუ როგორ და როდის იღიმით, იჭმუხნებით ან წარბებს წევთ, გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღგიქვამენ ადამიანები თქვენ. თუ, მაგალითად, არ იღიმით, როდესაც სხვას ესალმებით, შეიძლება მათ მოეჩვენოთ, რომ დაინტერესებული არ ხართ ან დაღონებული ხართ.

2. თქვენი საუბარი

ის, თუ როგორ საუბრობთ, გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ მოგექცევიან ადამიანები, როდესაც ისინი პირველად შეგხვდებიან. ის ბევრს საუბრობს თქვენს განათლებაზე. ხმა გარკვეულწილად გამოხატავს ადამიანის ხასიათს და ის, თუ როგორ საუბრობთ, გავლენას ახდენს თქვენს იმიჯზე გარშემომყოფთა თვალში.

3. თქვენი თავდაჯერებულობა

ის, თუ რას ფიქრობთ საკუთარ თავზე, შესაძლოა გავლენას ახდენდეს თქვენს ურთიერთობებზე. არსებობს რამდენიმე საერთო აშკარა ნიშანი იმისა, რომ თქვენ ნერვიულობთ. მაგალითად, შეიძლება თითებს ატკაცუნებდეთ, ფრჩხილებს იკვნეტდეთ, თმას ხელით ეხებოდეთ ან მაგიდაზე კალმით აკაკუნებდეთ. ეს ერთი შეხედვით შეუმჩნეველი პატარა ჩვევები, სინამდვილეში აშკარაა სხვებისთვის და იწვევს შფოთვას. მაშინაც კი, თუ ამ ყველაფერს მოწყენილობის გამო აკეთებთ, სხვებმა ეს შეიძლება ნერვოზულობად ან თავდაუჯერებლობად ჩაითვალონ.

4. თქვენი ფეხსაცმელი

ფსიქოლოგების აზრით, ბევრი ადამიანი ფეხსაცმლის მიხედვით მსჯელობს ადამიანზე. ჩვეულებრივ, აფასებენ ფეხსაცმლის მდგომარეობას, მის ღირებულებას, სტილსა და ფერს. მაღალი დაკვირვების უნარით, შეძლებთ სწრაფად გააკეთოთ ადამიანის ანალიზი.

კანზასის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს შეუძლიათ სწორად გამოიცნონ უცხო ადამიანის ასაკი, სქესი, შემოსავალი, პოლიტიკური კუთვნილება, ემოციონალური და სხვა მნიშვნელოვანი პიროვნული თვისებები, მხოლოდ მათ ფეხსაცმელზე შეხედვით.

კვლევაში, რომელიც ონლაინ გამოქვეყნდა, მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებმაც დაათვალიერეს ექსპერიმენტში მონაწილე მოხალისეების კუთვნილი სხვადასხვა ფეხსაცმლის ფოტოები.

მკვლევარებმა თითოეულ მოხალისეს სთხოვეს შეევსოთ პიროვნების კითხვარი და მოეტანათ ფეხსაცმელი, რომელსაც ისინი ყველაზე ხშირად ატარებენ.

შემდეგ, თითოეულ დამკვირვებელს სთხოვეს ენახათ თითოეული წყვილი და გამოეცნოთ მესაკუთრის სქესი, ასაკი, სოციალური სტატუსი და სხვადასხვა პიროვნული თვისებები, მაგალითად, იყო თუ არა მფლობელი ექსტროვერტი თუ ინტროვერტი, ასევე მათი ემოციონალური სტაბილურობის ხარისხი, ხასიათი, კეთილსინდისიერება და გახსნილობა.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დამკვირვებელთა ოთხმოცდაათმა პროცენტმა კარგად გამოიცნო მოხალისეების მახასიათებლები თითქმის ყველა კატეგორიაში და დაასკვნეს, რომ ადამიანები ატარებენ ფეხსაცმელს, რომელიც ავლენს მათ პიროვნებას, მიუხედავად იმისა, განზრახული აქვთ თუ არა მათ ამის გაკეთება.