
ბევრი ჰოლივუდელი მსახიობი ქალის სილამაზის და მიმზიდველობის ეტალონად ითვლება. ამასთან ყველას არ აქვს ბუნებით მინიჭებული განსაკუთრებული გარეგნული მონაცემები. რა არის მათი საიდუმლო?
ერთ–ერთმა ცნობილმა უცხოელმა კოსმეტოლოგმა და ვიზაჟისტმა, რომელიც ბევრ კინო–ვარსკვლავთან მუშაობს, საიდუმლო ხრიკები გაგვიზიარა, რომლის შესახებ ბრენდული კოსმეტიკის რეკლამებში არ საუბრობენ და გლამურულ ჟურნალებში არ წერენ. ამის მიუხედავად, 100%–ით მუშაობს!
მოვლილი ქალის ხრიკები
Girl.ge-ს რედაქციამ მოამზადა 10 საიდუმლო სილამაზის და კანის მოვლის შესახებ, რომელთაც თითოეული ქალი ნამდვილად დააფასებს.
1. სქელი წარბები და წამწამები
თუ თქვენი საყვარელი ტუში გაშრა ან დასრულდა, გადაგდება არ იჩქაროთ! ტუშის ტუბი შეგიძლიათ ამ შესანიშნავი საშუალების კონტეინერად გამოიყენოთ.
ძველი ტუბი დემაკიაჟის საშუალებით და ბამბის ჩხირით გარეცხეთ, შემდეგ 2 მლ აბუსალათინის ზეთი, 4 მლ E ვიტამინი და 2 მლ ალოეს წვენი აურიეთ. მიღებული ნარევი ტუშის ფუნჯით წარბებსა და წამწამებზე წაისვით. პროცედურა 1 თვის განმავლობაში ყოველ საღამოს ძილის წინ გაიმეორეთ და თქვენი ხედვა უბრალოდ წარმოუდგენელი გახდება.
2. ცელულიტებთან ბრძოლა
შეფუთვა – ერთ–ერთი ეფექტური მეთოდი ცელულიტის საწინააღმდეგოდ. შედეგის მომცემი საშუალების მოსამზადებლად 2 ს/კ დაფქული კოჭა, 5 ს/კ კოსმეტიკური თიხა და 10 ს/კ თბილი წყალი აურიეთ.
მიღებული ნარევი სხეულის პრობლემურ ნაწილებზე წაისვით და საკვები პარკით შეიხვიეთ. 40 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ პარკი მოიშორეთ და შხაპი მიიღეთ. პროცედურა კვირაში ერთხელ ჩაიტარეთ.
3. გლუვი ქუსლები
იდეალურად ნაზი და გლუვი ქუსლებისთვის მისაღებად სალონში პედიკურზე ფულის დახარჯვა აღარ მოგიწევთ.
2 ჭიქა თბილი წყალი, ½ ჭიქა სოდა და 1 ჭიქა ძმარი აურიეთ და 15 წუთით ფეხის აბაზანა მიიღეთ. შემდეგ ფეხები პირსახოცით გაიმშრალეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით.
4. მკერდის აწევა
გსურთ, რომ მკერდი პლასტიკური ქირურგის დახმარების გარეშე აწეული და მკვრივი გახდეს? გთავაზობთ კიდევ ერთ გამოცდილ და საიმედო ხალხურ საშუალებას, რომლის შედეგით კმაყოფილი დარჩებით.
უბრალო კოსმეტიკური ვაზელინი აიღეთ და ძილის წინ მკერდზე წაისვით. უკვე ერთ კვირაში შეამჩნევთ, რომ კანი უფრო ელასტიკური, დატენიანებული და მკვრივი გახდა.
5. ტუჩის უნაკლო მაკიაჟი
ტუჩსაცხი რომ არ გაუფერულდეს და ტუჩის ირგვლივ რგოლი არ დატოვოს, შეგიძლიათ ასეთი ხრიკი გამოიყენოთ. ტუჩებზე სალფეთქი დაიფარეთ, შემდეგ ზემოდან გამჭვირვალე პუდრა–დამაფიქსირებელი წაისვით და სალფეთქი მოიშორეთ. შედეგი სასიამოვნოდ გაგახარებთ.
6. მოცულობითი წამწამები
ხელოვნურ წამწამებს იყენებთ? ამ ხრიკით წამწამებს უფრო გაასქელებთ. უბრალოდ ბავშვის პუდრა წაისვით, შემდეგ ტუშით შეიღებეთ და თქვენი სქელი და გრძელი წამწამებით ყველა გააოცეთ.
7. ტუში ფრთხილად წაისვით
აღმოჩნდა, რომ სუფრის კოვზით არა მხოლოდ წვნიანის ჭამა, არამედ ლამაზი მაკიაჟის გაკეთება შეიძლება.
ლამაზი მაკიაჟის მისაღებად კოვზი ქვედა ქუთუთოზე ამობურცული მხრიდან მიიდეთ და ქვედა ქუთუთოს წამწამებზე ტუჩი წაისვით. ასე არ გაითხაპნებით. იგივე ზედა ქუთუთოზეც შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ კოვზს ზედა ქუთუთოზე დაიდებთ.
8. ფრჩხილების სწრაფად გაშრობა
ფრჩხილების ლაქი დაბალ ტემპერატურაზე სწრაფად შრება. პროცესის დასაჩქარებლად ყინულიანი წყალი გამოიყენეთ. სანამ ლაქს წაისვამთ, თასი ცივი წყლით გაავსეთ და რამდენიმე ყინულის კუბი დაუმატეთ.
მას შემდეგ, რაც მანიკური მზად იქნება, თითები 3 წუთით წყალში ჩაყეთ. ყინულიანი წყლის მსგავსად საყინულეც დაგეხმარებათ. უბრალოდ რამდენიმე წუთით ხელი საყინულეში შედეთ და ფრჩხილის ლაქის გაშრობას დაელოდეთ.
9. მატე მანიკური
თუ სპეციალური მატე ლაქი ხელთ არ გაქვთ, ხოლო მატე მანიკურის გაკეთება ძალიან გსურთ, ეს შინაურული მეთოდი თამამად გამოიყენეთ.
ფრჩხილები პრიალა ლაქით შეიღებეთ, შემდეგ გაზქურაზე წყლით სავსე ქვაბი დადგით. როგორც ორთქლი გაჩნდება, მის ქვეშ ფრჩხილები 5 წუთით გააჩერეთ. ხელი ისე მოატრიალეთ, რომ ყველა ნაწილი დამუშავდეს. შესანიშნავი მატე საფარი გამოგივათ!
10. ცხვირის კონტურინგი
კიდევ ერთი შესანიშნავი ხრიკი სუფრის მოწყობილობით.
ჩვეულებრივი ჩანგალი ცხვირზე მიიდეთ ისე, რომ ორი ცენტრალური კბილი პირდაპირ შუაში აღმოჩნდეს. ეს ადგილი ჰაილაითერით უნდა შეიღებოთ. გვერდითა კბილებს შორის ადგილას კი შეგიძლიათ მუქი კორექტორი ან ბრონზერი წაისვათ.
რედაქციის რჩევა
ალბათ, თითოეული ქალი აწყდება თვალების ქვეშ ჩანთების პრობლემას, რომლის დამალვა კარგი მაკიაჟითაც რთულია. ამ უსიამოვნების მოშორებას ასეთი მარტივი მეთოდით შეძლებთ.
ორი ლითონის კოვზით ღამით საყინულეში შეინახეთ, დილით მათ დახმარებით თვალების ქვეშ მასაჟი გაიკეთეთ. ამასთან თვალის შიდა კუთხიდან გარე კუთხისკენ ფრთხილად იმოძრავეთ. ამ ხრიკით თვალების შეშუპებას ადვილად და სწრაფად მოიშორებთ.
ვთვლი, რომ ქალი უნდა აინტერესებდეს არა ის, თუ როგორ გახდეს ლამაზი, არამედ როგორ გამოიყურებოდეს მოვლილად. მიმზიდველობის და კაცებში პოპულარობის საიდუმლო სწორედ ამაშია. როგორც ხედავთ, აუცილებელი არაა ბევრი ფული გქონდეთ, რომ მოვლილი ქალი იყოთ. ეს უბრალოდ საბაბია.
ამ ხრიკების ცოდნა თქვენი დაქალებისთვის საინტერესო იქნება. ასე, რომ სტატიის გაზიარება არ დაგავიწყდეთ!