
გაღიზიანებთ ურჩი, დაზიანებული ან ზედმეტად მშრალი თმა? გამოსავალი არსებობს. Girl.ge-ს რედაქცია გიკარნახებთ ამ პრობლემის გადაჭრის გზას. წარმოგიდგენთ საშინაო კონდიციონერს, რომელიც იაფი და ხელმისაწვდომია, სამზარეულოში კი მისი მომზადება ძალიან სწრაფად და მარტივად შეიძლება.
გრძელი და ძლიერი, აბრეშუმისებრი თმა ჯანმრთელობის ნიშანია. ასეთი რომ გახდეს, უნდა იზრუნოთ თმის კვებაზე შიგნიდანაც (საკვები ვიტამინებისა და მინერალების მიღებით) და გარედანაც (სხვადასხვა ნიღბის გამოყენებით). ხოლო, კარგი ნიღბის მოსამზადებლად, გამოიყენეთ ბუნებრივი კომპონენტები.
ესაა უვნებელი და ძალიან ეკონომიური საშუალება, რამდენადაც ასეთი ნიღაბი ნაყიდზე უფრო იაფი გამოდის. ამასთან, მას გასაოცარი ეფექტი აქვს.
თმის ნიღაბი სახლის პირობებში
ბანანისა და ავოკადოს ნიღაბი
ეს ნიღაბი შესანიშნავად აუმჯობესებს თმის სტრუქტურას.
ინგრედიენტები:
- 1 ავოკადო
- 1 ბანანი
- 1 კვერცხი
- 1 ს.კ. თაფლი
- 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მომზადება და გამოყენება
ავოკადო და ბანანი გაფცქვენით. თუ ზედმეტად მშრალი თმა გაქვთ, გამოიყენეთ არა მთლიანი კვერცხი, არამედ მხოლოდ გული. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში, ერთგვაროვანი პასტის მიღებამდე. ეს დამატენიანებელი ნიღაბი სახლის პირობებში ძალიან სწრაფად მზადდება და ერთ-ერთი საუკეთესოა.
წაისვით ნიღაბი სუფთა ნოტიო თმაზე 10 წუთით, კვირაში ორჯერ, და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. უკვე 1 თვეში იხილავთ შედეგს: თმა დარბილდება, გაიჟღინთება ზეთებით, უკეთ დაივარცხნება და უფრო სწრაფადაც კი გაიზრდება.
ძმრისა და ლიმონის წვენის ნიღაბი
იგი სწრაფად გარდასახავს გაუფერულებულ თმას და აძლევს მას ჯანსაღ ელვარებას.
ინგრედიენტები:
- 4 კვერცხის გული
- 2 ს.კ. ძმარი
- 1 ს.კ. ლიმონის წვენი
- 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 2 ს.კ. თაფლი
მომზადება და გამოყენება
ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ბლენდერში, პასტისებრ მდგომარეობამდე. მაშინვე წაისვით ნიღაბი თანაბარი ფენით დაბანილ თმაზე და გაიჩერეთ 15 წუთით, ჩამოიბანეთ გრილი წყლით. გამოიყენეთ კვირაში ერთხელ. შედეგად, თმა გაძლიერდება, შემცირდება მისი ცვენა და გაუჩნდება ჯანსაღი ელვარება.
მაწვნის ნიღაბი
ეს ნიღაბი აახლებს და აძლიერებს თმას.
ინგრედიენტები:
- 1 კვერცხის ცილა
- 200 გ მაწონი
მომზადება და გამოყენება
ათქვიფეთ ცილა, დაუმატეთ მაწონი და მოურიეთ. წაისვით ნიღაბი სუფთა თმაზე, ეცადეთ, მასა თავის კანში კარგად შეიზილოთ. გაიჩერეთ ნიღაბი ნახევარი საათით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მოამზადეთ მკვებავი ნიღაბი თმისთვის და იბრწყინეთ სილამაზითა და ჯანმრთელობით.
იზრუნეთ საკუთარ თავზე ჩვენს გვერდთან ერთად. გაუზიარეთ ეს რეცეპტები დაქალებს.