ციტრუსის წყალი, რომელიც სპატიფილს, ნემსიწვერას, გერანსა და ორქიდეას ააყვავებს

0
611

შემოდგომაზე ოთახის ყვავილებს ფორთოხლის სასუქით ვკვებავ. ამ სტატიაში ციტრუსის სასუქის შესახებ გიამბობთ. ყოველწლიურად, ეს სასუქი შველის ჩემს ვარდსა და გერანს, აგრეთვე, სხვა მცენარეებსაც. შესანიშნავი სასუქია ოთახის ყვავილებისთვის.

სასუქი ოთახის ყვავილებისთვის

ციტრუსი მავნებელი მწერებისთვის შხამია, ხოლო ქოთნის მცენარეებისთვის – შესანიშნავი დამცავი საშუალება. მაღაზიის სასუქებს მას შემდეგ აღარ ვიყენებ, რაც ეს მეთოდი აღმოვაჩინე.

რამდენიმე წლის წინ, ოთახის ყვავილების სასუქის შესწავლით დავინტერესდი. ამასთან, იმ მომენტისთვის ასეთი ბევრო დამიგროვდა. მინდოდა, რომ ყვავილები უხვად და ლამაზად აყვავებულიყო. სხვადასხვა ვარიანტის გამოცდის შემდეგ, მე ნატურალურ სასუქებზე შევაჩერე არჩევანი. ისინი არ შეიცავს ქიმიას, ამიტომაცაა მცენარეებისთვის ასე სასარგებლო.

სხვათა შორის, ფორთოხლის ქერქი არამხოლოდ შესანიშნავად კვებავს სახლის მცენარეებს, არამედ ებრძვის ობობასებრ ტკიპასა და სხვა მავნებლებს.

მომზადების საშუალება

ჩვეულებრივ, ფორთოხლის ქერქისგან ნაყენს ვამზადებ. ახლა დეტალებში გიამბობთ, როგორ უნდა მოამზადოთ იგი. აიღეთ ლიტრიანი ქილა და მესამედამდე გაავსეთ ფორთოხლის ქერქით. შემდეგ დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ 1 დღით. ამის შემდეგ, ქერქი ამოიღეთ და დაასხით პირთამდე სუფთა წყალი. მიიღებთ 1 ლ სასუქს.

გამოყენება: მორწყეთ ამ წყლით მცენარეების ნიადაგი. ცივ პერიოდში, ეს სასმელი მცენარეებს ძალიან ეხმარება. 3-4 კვირაში ერთხელ მორწყვა საკმარისია. აგრეთვე, მორწყვამდე, გირჩევთ, ნიადაგი ჩვეულებრივი წყლით დაალბოთ: ასე ნაყენი მშრალი მიწით არ გაიწოვება.

შედეგად, გაიზრდება ჯანმრთელი, ძლიერი და ლამაზი ყვავილები. ბუნებრივი კომპონენტები, რომლებიც ციტრუსის შემადგენლობაშია, შესანიშნავად კვებავს ნიადაგს, ავსებს მას C ვიტამინით, კალიუმით, ფოლიუმის მჟავითა და უჯრედისით.

მავნებლების საწინააღმდეგო საშუალება

აგრეთვე, ფორთოხლის ცედრის გამოყენება მავნებლებსაც დააფრთხობს. ამისთვის, მოამზადეთ განსხვავებული ნაყენი. აიღეთ 3 ფორთოხლის ცედრა, წვრილად დაჭერით და დაასხით 1 ლ თვილი წყალი. დააყენეთ ნაყენი 1 კვირით: იგი კარგად უნდა დაყენდეს. შემდეგ ამოიღეთ ქერქი, გადაწურეთ და შეურიეთ 1 ს.კ. თხევადი საპონი. გააზავეთ ეს ხსნარი კიდევ 2 ლ წყალთან და ნაყენი მზად იქნება.

ჩვეულებრივ, ამ ხსნარს შხეფიან ბოთლში ვასხამ და ფოთლებს კვირაში ერთხელ ვამუშავებ. სხვათა შორის, სწორედ ეს საშუალება დამეხმარა ობობასებრი ტკიპას მოშორებაში. მართალია, 6 პროცედურა დამჭირდა ამისთვის, თუმცა, როგორც იქნა, ეს მავნებელი შეეშვა ჩემს ვარდებს. აგრეთვე, ხსნარი შესანიშნავად ებრძვის ბუგრებსა და ტრიპსებს, მისი გამოყენება შეიძლება ოთახის მცენარეების ყველა მავნებლის წინააღმდეგ. აუცილებლად სცადეთ და ნახავთ: შედეგი ნამდვილად გაგახარებთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ