წაისვით ფრჩხილებზე სოდა და ნახეთ, როგორ შეიცვლება მათი მდგომარეობა

0
1105

საკვები სოდა თეთრი ფხვნილია – ნამდვილი განძი! სოდის დახმარებით შეიძლება გახდომა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაწმენდა, იმუნიტეტის გაძლიერება და ორგანიზმის მჟავე გარემოს ტუტოვანით ჩანაცვლება. ახლა კი გაიგებთ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ სოდა, მაქსიმალური სარგებლის მისაღებად.

ჩაის სოდა

სოდის თვისებები

1. შეამცირებს კრეპატურას

კუნთების დაგვიანებულ ტკიბილს სოდის დახმარებით შეამცირებთ. 1/3 ჩ.კ. სოდა გახსენით 1 ჭიქა წყალში და მიირთვით. რამდენიმე საათში ტკივილი შემცირდება. სოდა ატუტოვნებს და ათხელებს სისხლს, რისი წყალობითაც, ორგანიზმში ნებისმიერი ანთებითი პროცესი ჩაცხრება, სწრაფად ქრება კუნთების მიკროტრავმები და გამოიდევნება რძის მჟავა.

სოდა შესანიშნავ საშუალებად ითვლება თრომბოზის მოსაშორებლად. აგრეთვე, სოდის რეგულარული მოხმარების წყალობით, შეძლებთ სოკოვანი ინფექციისგან გათავისუფლებას.

2. კურნავს სოკოს

ფეხებზე სოკოს სამკურნალოდ, ყოველდღე შეიზილეთ სოდა ჯაგრისით. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ფრჩხილებს: 1 კვირაში ისინი გაძლიერდება, უსიამოვნო სიმპტომები კი გაქრება.

3. აცხრობს შეშუპებასა და უსიამოვნო სუნს

შეურიეთ 3 ს.კ. სოდა 1 ჩ.კ. მარილსა და ცოტაოდენ პიტნის ეთერზეთს. გახსენით ეს არომატული მასა თბილ წყალში და გაიკეთეთ ფეხის აბაზანები. ხსნარი კონცენტრირებული უნდა იყოს, ამიტომ დაუმატეთ წყალი ზომიერი რაოდენობით.

ფეხის აბაზანები 20 წუთით უნდა გაგრძელდეს. შეშუპება და ფეხების დაღლილობა გაივლის, გაქრება მწვავე ტკივილი. სოდის ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით, უსიამოვნო სუნიც გაქრება.

სოდა, აგრეთვე, აშორებს ნებისმიერ უსიამოვნო სუნს, რომელიც ფეხსაცმელს აქვს. უბრალოდ ჩაყარეთ ფეხსაცმელში მშრალი ფხვნილი მთელი ღამით, დილით კი დაფერთხეთ.

4. აქრობს უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან

თუ სოდის ხსნარით პირის ღრუს გამოივლებთ, პაროდონტოზს უმკურნალებთ! გაქრება უსიამოვნო სუნი, სუნთქვა განახლდება. სოკა კლავს ყველა მავნე მიკროორგანიზმს.

სოდით პირის ღრუს გამოვლენა ყოველდღე შეიძლება, სავლების ნაცვლად. ეს პირის რძიანას კარგი პროფილაქტიკა იქნება.

გამოივლეთ ყელი სოდის ხსნარით, ანგინის ან ყელის სხვა დაავადებების პირველი ნიშნების გაჩენისთანავე. ეს შეაჩერებს ინფექციას და არც თქვენ დაავადდებით.

5. ათეთრებს კბილებს

სოდა შესანიშნავად ათეთრებს კბილებს! მოამზადეთ ფაფა წყლისა და სოდისგან და კარგად გაიწმინდეთ კბილები ჯაგრისით. ისინი მომენტალურად გაფითქინდება!

6. ამშვიდებს, წმენდს და აგლუვებს კანს

გამოიყენეთ სოდა სახის კანის სკრაბირებისთვის. წაისვით სოდისა და წყლის ფაფა კანზე, კარგად დაიზილეთ. ასეთი პროცედურა ამოწმენდს თითოეულ ნასვრეტს, მოგაშორებთ ცხიმიან ელვარებასა და აკნეს, კანს სინაზესა და სიგლუვეს მიანიჭებს.

სოდა სხეულზეც შესანიშნავად მოქმედებს. გამოიყენეთ იგი კანის ჩამოწელილი მონაკვეთებისა და ცელულიტის დასამუშავებლად. გაუმჯობესებას ძალიან სწრაფად შენიშნავთ: სოდა მოაშორებს კანს მკვდარი უჯრედების ფენას, განაახლებს და გააელასტიურებს მას.

აგრეთვე, სოდის გამოყენებით შეიძლება დაზიანებული კანის დამშვიდებაც. აიღეთ სოდისა და წყლის პასტა და შეიზილეთ ფუტკრის ან სხვა მწერის ნაკბენზე. სოდა აშრობს ჰერპესს და აჩქარებს მის გამოჯანმრთელებას.

7. გვეხმარება გახდომაში

სცადეთ სოდიანი კეფირი გახდომისა და ორგანიზმის გაწმენდისთვის! დაძინებამდე 2 საათით ადრე, მიირთვით 1 ჭიქა კეფირი, 0.5 ჩ.კ. სოდის დამატებით. კოქტეილი შეგიძლიათ ხმელი ან ნედლი რეჰანით, ოხრახუშით ან კამით გააგემრიელოთ. მისი დალევის შემდეგ, აღარაფერი მიირთვათ!

გააგრძელეთ ასე 1 კვირის განმავლობაში და შენიშნავთ, რომ საკვების მონელების პროცესი ჩალაგდება. სოდა დაგეხმარებათ ორგანიზმიდან მავნე ნარჩენების გამოდევნასა და ნივთიერებათა ცვლის აჩქარებაში. შედეგად, თქვენ ბუნებრივი გზით გახდებით, მუცელიც მაშინვე დაიწყებს დაპატარავებას.

არ დაგავიწყდეთ სოდის კარგად გახსნა მის გამოყენებამდე. ამ აქტიური პროდუქტის გამოყენება არ შეიძლება ფეხმძიმე ქალებისა და 5 წლამდე ბავშვებისთვის. უფრთხილდით სოდას, თუ სხვადასხვა ალერგიული რეაქცია გაქვთ.

ადრე პოპულარული იყო გულძმარვის მკურნალობა სოდით. ახლა ექიმები ფიქრობენ, რომ მჟავური რეფლუქსის უსიამოვნო სიმპტომის მოსახსნელად სოდის გამოყენება არ ღირს: მას უამრავი გვერდითი მოქმედება აქვს. მაგალითად, შეიძლება გაჩნდეს მჟავური ასხლეტა, როცა გულძმარვა სოდის მიღებიდან ცოტა ხნით გადადის, თუმცა, ისევ იჩენს თავს, თანაც უკვე აუტანელი ძალით.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ