ძირითადი ჭეშმარიტებები: 5 ხრიკი ქალისგან, რომელიც 15 წელია, თმას ხნით იღებავს

0
1552

თუ გრძელი, ძლიერი, აბრეშუმისებრი და ხშირი თმმის ქონა გსურთ, გამოიყენეთ მის მოსავლელად მხოლოდ ნატურალური საშუალებები. ერთ-ერთი ასეთი ხნაა. მას იღებენ მცენარე ლავსონია უეკლოსგან, რომელიც ინდოეთის, პაკისტანისა და ჩრდილოეთი აფრიკის ტერიტორიებზეა გავრცელებული. ესაა ბუნებრივი საღებავი, რომელსაც თმის შეღებვა-გაძლიერებისა და სხეულის მოხატვისთვის იყენებენ.

აგრეთვე, ხნას აქვს სოკოსსაწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები, აღადგენს მჟავა-ტუტოვან ბალანსს თავის კანზე და ასრულებს მკვებავი კრემის ფუნქციას. მისი გამოყენებით, თქვენ მიიღებთ არამხოლოდ ნაჯერ ფერს, არამედ თმის მდგომარეობის გაუმჯობესებასაც. მაშინ, როცა ქარხნული საღებავები, ხშირად, უკუეფექტს იძლევა.

ხნით შეღებვა

ადრე ხნას მხოლოდ წითელი ან ჟღალი ფერი ჰქონდა. თუმცა, კომპონენტებით ექსპერიმენტირებამ დაამტკიცა, რომ მასში დარიჩინის, კურკუმას, ჭარხლის წვენის, კაკაოს ან სხვა ბუნებრივი საღებავის დამატებით, მიიღება მრავალფეროვანი ელფერი: ღია ქერა, სპილენძისფერი, ოქროსფერი ან შავი. ახლა ხნა უკვე საჭირო თანაფარდობით შერეული სახით იყიდება.

Girl.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ როგორ უნდა შეიღებოთ ჭაღარა ან გაიმუქოთ ღია ფერის თმა, ხნის გამოყენებით. უნდა აღინიშნოს, რომ თმის ცალკეული ჭაღარა ღერები ან მთელი კონა ახალგაზრდებშიც გვხვდება. ჭაღარა ყველას ეცემა თვალში. ბუნებრივი საღებავის დახმარებით, არამხოლოდ გაჭაღარავებულ თმას შეიღებავთ დროებით, არამედ გააძლიერებთ დანარჩენ თმასაც.

შედეგის მისაღებად, უნდა შეასრულოთ 5 მარტივი ნაბიჯი. ხნით შეღებვა პროცედურაა, რომლის ჩატარება დამოუკიდებლად, სახლის პირობებში შეიძლება, ქოლორისტის დახმარების გარეშე.

1. მოხარშეთ შავი ჩაის ფოთლები. ჩაასხით ჭურჭელში ცოტაოდენი წყალი, დაუმატეთ ფოთლები და ხარშეთ მასა ნელ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში.

2. მოამზადეთ საღებავის მასა. წინასწარ დაასხით ხნის ფხვნილს წყალი და ურიეთ სქელი ფაფის კონსისტენციამდე. გააჩერეთ იგი ბნელ ადგილას 8 საათით. შემდეგ დაუმატეთ დაყენებულ ფხვნილს შავი, მაგარი ჩაი, ცოტაოდენი ლიმონის წვენი და ამლას ფხვნილი, ბუნებრივი ტონიკი, რომელიც აფთიაქში იყიდება. მასა მზადაა!

3. შეუდექით შეღებვას. ჩაიცვით ხელებზე ჩვეულებრივი სამედიცინო ხელთათმანები. მხრებზე მოიხვიეთ ცელოფანი ან პირსახოცი. თმასთან ახლომდებარე კანზე წაისვით ცხიმიანი კრემი, რომ არ შეიღებოს. ხოლო, თუ მათზე მაინც მოხვდება ცოტა საღებავი, უმტკივნეულოდ ჩამოიბანეთ იგი სახის ტონიკით. ამის შემდეგ, თმის თითოეულ კონაზე ფუნჯით, თანაბრად წაისვით ცოტაოდენი მომზადებული მასა.

4. გაიჩერეთ საღებავი 30 წუთით. დაიხურეთ თავზე შხაპის ქუდი, რომლის ქვეშაც თმა სრულად უნდა მოაქციოთ. ჩაინიშნეთ დრო. სანამ თმა საღებავს იწოვს, შეგიძლიათ სახლის საქმეებით დაკავდეთ ან სერიალს უყუროთ.

5. კარგად ჩამოიბანეთ თავი ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით. საუკეთესო ეფექტისთვის, გამოიყენეთ კონდიციონერი.

შეღებვამდე გამოსცადეთ საღებავის მასა თმის მცირე მონაკვეთზე, ნახევარ საათში ჩამოიბანეთ და შეაფასეთ ფერი. თუ მოგეწონათ, შეუდექით შეღებვას.

აგრეთვე, სასურველია საღებავის მცირე რაოდენობის წასმა კანზეც, რათა დარწმუნდეთ, რომ მასზე ალერგია არ გაქვთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პირველად იყენებთ ხნას. თითოეული ორგანიზმი უნიკალურია და სხვადასხვაგვარად რეაგირებს ნატურალურ კომპონენტებზე.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ